გოგონა, რომელსაც დედამ ბავშვობა დაუმახინჯა და მცირეწლოვან სექს-მოდელად აქცია - ევა იონესკოს ნამდვილი ამბავი - მშობლები

გოგონა, რომელსაც დედამ ბავშვობა დაუმახინჯა და მცირეწლოვან სექს-მოდელად აქცია - ევა იონესკოს ნამდვილი ამბავი

2021-09-04 08:00:46+04:00

ევა იონესკოს ამბავმა თავის დროზე მსოფლიო მედია მოიცვა. სამწუხაროდ, ხშირად მშობელი გაცილებით დიდ მტრად ექცევა ხოლმე ბავშვს, ვიდრე გარე სამყარო. ისტორიამ ბევრი ისეთი შემთხვევაც იცის, როცა მშობლების პატივმოყვარეობას, გამდიდრების თუ პოპულარობის დაუოკებელ სურვილს მათი შვილები ეწირებიან ხოლმე. ესეც ასეთი შემთხვევაა.

ფრანგი ფოტოგრაფი ირინა იონესკო ევას დედა იყო. იმაზე უკეთესი ვერაფერი მოიფიქრა, რომ შვილისთვის გამომწვევი ფოტოები გადაეღო, ნახევრად შიშველისთვის ან ბავშვისთვის შეუფერებელ პოზებში, მერე კი ეს ფოტოები დიდ თანხად გაეყიდა შესაბამისი ჟურნალებისთვის. შედეგიც დადგა - მშობლის უფლების ჩამორთმევა და მთელი ცხოვრება დანგრეული ფსიქიკა.

ევა

ევა 1965 წლის 18 ივლისს დაიბადა პარიზში. მამას არ იცნობდა, დედა კი ვიწრო წრეებში ცნობილი ფოტოგრაფი იყო. მან გზა მხატვრობით დაიწყო, თუმცა აღიარება ვერ ჰპოვა და ფოტოგრაფიაზე გადაერთო - ბოჰემური ეროტიკის ჟანრში მუშაობდა.

პატარა ბავშვზე ირინა არც ზრუნავდა. მთლიანად თავისი საქმით იყო დაკავებული. ევას კი ბებია ზრდიდა. თუმცა როცა ბავშვი 5 წლის გახდა, ირინამ უცებ აღმოაჩინა, რომ ძალიან ლამაზი გოგონა გაუჩენია - ქერა კულულებით, დიდთვალება, თოჯინას გარეგნობით. სამწუხაროდ, ეს არ ყოფლა დედის აღტაცება, ეს ფოტოგრაფის მზერა იყო - ევაში მან მოდელი დაინახა, რომელიც მას იდეების ხორცშესხმაში, პოპულარობასა და გამდიდრებაში დაეხმარებოდა.

mshoblebi

ევას ძალიან უხაროდა, რომ დედა უცებ მისით დაინტერესდა. ამიტომ ყველაფერზე თანხმდებოდა, ოღონდ დედასთან გაეტარებინა მეტი დრო. თავდაპირველად ფოტოები არ იყო ეროტიკული ხასიათის, თუმცა არანაკლებ საშიში გახლდათ - ქალი ბავშვს ბნელ სტუდიაში იღებდა, სანთლების, თავის ქალებისა და გვირგვინების გარემოცვში, გოგონას მკვეთრ მაკიაჟს უკეთებდა და უცნაურ კაბებს აცმევდა. იმ ფოტოებზე ევა საშინელებათა ფილმების გმირს გავს, გაცოცხლებულ თოჯინას.

mshoblebi

ეროტიკული ფოტოსესიები

მსგავსი ფოტოსესიები ირინას მალე მობზრდა და ახალ-ახალი იდეები გაუჩნდა. ერთმანეთზე უარესი. გადაწყვიტა, ამჯერად ეროტიკულ ფოტოსესიებში ზრდასრულების ნაცვლად, თავისი შვილი გადაეღო.

სულ უფრო მეყად აშიშვლებდა ევას სხეულს, აცმევდა სექსუალურ ტანსაცმელს, გამომწვევ მაკიაჟს უკეთებდა და უთითებდა, როგორ პოზებში უნდა გადაეღო.

mshoblebi

"გაშალე ფეხები, როგორც შეგიძლია! არ მეგონა, რომ კომპლექსები გქონდა", - დასძახოდა 6 წლის ბავშვს. როგორც წლების შემდეგ ევა იხსენებდა, ნორმალურად არ ესმოდა, რას აკეთებდა, მაგრამ უხაროდა, რომ დიდივით შეეძლო გამოწყობა და დედასთან ამდენი დროის გატარება.

სულ მალე, ირინა ახალ სიმაღლეზე ავიდა - გოგონას ზრდასრულ მამაკაცებთან ერთად უღებდა ფოტოებს. იმ ფოტოების ხილვა, ნებისმიერ მშობელს თმას ყალყზე დაუყენებს.

60-70-იან წლებში ბევრი თავისუფლება იყო და ნაკლებს ფიქრობდნენ ბავშვის უფლებებზე თუ ზღვარზე, ხელოვნებასა და პორნოგრაფიას შორის. ფაქტია, ევას პირველმა ფოტოგამოფენამ ფურორი მოახდინა, ხოლო ირინას გენიოსი უწოდეს.

მალე გოგონას გადაღება სხვა ფოტოგრაფებმაც დაიწყეს. მისი მონაწილეობით ეროტიკულ კადრებს სიამოვნებით ყიდულობდნენ პორნოგრაფიული ჟურნალები ან ცალკეული ადამიანები.

mshoblebi

სიმდიდრე და პოპულარობა

ირინა გამდიდრდა, პოპულარული გახდა. ამბობდა, რომ ოგონას ბრწყინვალე მომავალს და საუკეთესო ცხოვრებას უქმნიდა. გოგონა კი პატარა იყო და ვერ ხვდებოდა, როგორ იქცა დედის ხელში მსხვერპლად და მარიონეტად. ფიქრობდა, რომ რასაც აკეთებდა, ეს ნორმალური ბავშვობა იყო.

წარმატების გასამყარებლად, ირინამ 10 წლის ევა კინოში გადასაღებდ გაგზავნა. ევა სულაც არ განასახიერებდა წითელქუდას ან პრინცესას. "სპერმულა", "გარყვნილი ბავშვობა" - ასეთი იყო ნორჩი მსახიობის სადებიუტო ფილმები, რომელთაგან ერთი მოგვიანებით აკრძალეს მასში პედოფილიისა და პორნოგრაფიის სცენების გამო.

mshoblebi
ევა და ირინა

1976 წელს 11 წლის ევას ფოტო იტალიურ "პლეიბოიში" გამოჩნდა. გოგონას ცნობილი ფოტოგრაფი ჟაკ ბურბულონი იღებდა. ფოტოგადაღების პროდიუსერი კი დედამისი იყო.

ევა გახდა ყველაზე პატარა მოდელი, რომლის ფოტოებიც ამ ჟურნალში მოხვდა. 1978 წელს მამაკაცებისთვის განკუთვნილმა მეორე ჟურნალმაც - "პენტჰაუსმა" დაბეჭდა ევას ფოტოები.

სიმართლის ძიებაში

"პლეიბოის" გამოსვლისა და ასევე პორნოფილმების გასაჯაროების შემდეგ, ნამდვილი სკანდალი აგორდა. დედის წინააღმდეგ ათასობით ადამიანი გამოვიდა.

1977 წელს ირინას მშობლის უფლება ჩამოართვეს, აუკრძალეს გოგონას ფოტოების გაყიდვა-გავრცელება. თუმცა მოგვიანებით გაირკვა, რომ ის მათ მაინც ყიდდა. ეგ კი არა, მან ნეგატივები შეინახა და წლების შემდეგ ინტერნეტში გაავრცელა ყველა კადრი, რომ კვლავ დაეუბრუნებინა პოპულარობა.

mshoblebi
ირინა იონესკო

"პოლიციაში ვიყავი და მითხრეს, რომ ვერაფერს იზამდნენ: ყოველთვის გამოჩნდება სადმე ასლი, რომელიმე ქვეყანაში. ბავშვები, რომლებისთვისაც შიშვლად გადაუღიათ, სამუდამოდ რჩებიან ინტერნეტში. ეს განაჩენია. ახალი ტექნოლოგიები აღრმავებენ მათ ტანჯვასაც კი, ვინც ჩემსავით 30 წლის წინ პოზირებდა", - აღიარებდა წლების შემდეგ ევა.

ის უცხო ადამიანებმა გაზარდეს - ფეხსაცმლის ცნობილი დიზაინერის კრისტიან ლაბუტენის მშობლებმა იშვილეს. სამწუხაროდ, ჩვეულებრივ ბავშვად ვეღარ იქცა. სკოლაში აბულინგებდნენ და თითქმის არ ესწრებოდა გაკვეთილებზე. ეცადა, სამსახიობო კარიერისთვის დაეთმო დრო და ფაქტობრივად, დაემშვიდობა ნორმალური ბავშვობის ოცნებებს.

პირველად თავისი ფოტოები 12 წლისამ ნახა და ნერვული აშლილობა დაემართა. შესძულდა დედა, რომელმაც ასე გაყიდა მისი სიყვარული და ნდობა. დედის მიმართ მხოლოდ წყენა და სიბრაზე შერჩა. როცა სრულწლოვანი გახდა, პირველ რიგში თავისი ღირსებისა და უფლებების აღდგენა დაიწყო. სასამართლოში უჩივლა გამოცემებს და მოითხოვა, წაეშალათ მისი ფოტოები და უარი ეთქვათ მათზე უფლებაზე. წლები ეცადა ინტერნეტის გასუფთავებას მისი ფოტოებისგან. რა თქმა უნდა, დედასაც უჩივლა და "ბედნიერი ბავშვობის მოპარვაში" დაადანაშაულა. ბევრი პუნქტი სასამართლომ უარყო, თუმცა მორალური ზიანისთვის კომპენსაცია მაინც მიიღო.

"ვერასდროს ვაპატიებ და ვერ გავამართლებ დედას. ვისაც მისი შემოქმედება, ჩემი ფოტოებით, ხელოვნებად მიაჩნია, მასხარები არიან. არაფერი არ ამართლებს ბავშვთა პორნოგრაფიას", - ამბობს ევა.

mshoblebi
ევა იონესკო

რამდენიმე ათწლეული დაჭირდა, რომ აღედგინა ფსიქიკა და გონს მოსულიყო. 2011 წელს გამოვიდა მისი ფილმი "ჩემი პატარა პრინცესა", რომელიც მის ცხოვრებას ასახავს.

mshoblebi
შვილთან ერთად

მიუხედავად იმისა, რომ თავად არ ჰქონდა ბავშვობა, ბედნიერი ბავშვობა აჩუქა თავის შვილს ლუკასს, რომელიც 1995 წელს დაიიბადა. პირად ცხოვრებაშიც ბედნიერია - 2013 წლიდან ფრანგ ჟურნალისტსა და მწერალზე სიმონ ლიბერატიზეა დაქორწინებული. დედაზე ცდილობს, აღარ ისაუბროს და არც გაიხსენოს.

mshoblebi