ჩცდ-ს ბაქარი მამა გახდა. გაიგეთ, რა დაარქვა მსახიობმა პირველ შვილს - "მადლობა, რომ ამ სასწაული ბავშვის მშობლები გვქვია" - მშობლები

ჩცდ-ს ბაქარი მამა გახდა. გაიგეთ, რა დაარქვა მსახიობმა პირველ შვილს - "მადლობა, რომ ამ სასწაული ბავშვის მშობლები გვქვია"

2021-09-15 08:45:06+04:00

"ჩემი ცოლის დაქალების" ერთ-ერთი მთავარი პერსონაჟი და ბაქარის როლის შემსრულებელი ბუბა მირცხულავა პირველი შვილის მამა გახდა. ამის შესახებ ინფორმაცია მსახიობმა საკუთარ ფეისბუკგვერდზე სულ ცოტა ხნის წინ გაავრცელა და თავის მეგობრებს სასიხარულო ინფორმაცია გაუზიარა. როგორც პოსტიდან ხდება ცნობილი, წყვილმა თავის პირველ შვილს ზურაბი (ზუკა) დაარქვა.

ბუბა მირცხულავა და მისი რჩეული სოფო ანდღულაძე 2020 წელს დაქორწინდნენ. წყვილმა იუსტიციის სახლში ხელი მოაწერა, შემდეგ მოკრძალებული ქორწილი გადაიხადა, 2021 წლის ზაფხულში კი ცნობილი გახდა, რომ ახალგაზრდები მალე მშობლები გახდებოდნენ.

mshoblebi

აღსანიშნავია, რომ ბუბას მეუღლის ოჯახთან ძალიან კარგი ურთიერთობა აქვს და შესაშური სიძეა. ერთხანს მსახიობი თავის სიდედრს ლექსებსაც კი უძღვნიდა:

„ამ ცხოვრებაში ყველაფრის,

არ არს საჭირო ქონაო,

ღმერთმა მე დამაჯილდოვა,

და მარტო მე მყავს ნონაო!“