"დედა, გილოცავ შენს დღეს! ძალიან მიყვარხარ" - ასე ულოცავს ქეთა თოფურია დაბადების დღეს დედამისს - ნატალია თოფურიას. ქალბატონი ნატალია წლებია, გვერდიდან არ მოშორებია შვილს და რუსეთში მასთან ერთად ცხოვრობს, შვილების გაზრდაშიც ეხმარება.
ქეთას რუსეთში გადაბარგებისა და ასევე მეუღლის შესახებ, რომელიც, როგორც ცნობილია, კანონიერი ქურდი იყო, ქეთას დედამ ერთ-ერთ ინტერვიუში გულახდილად ისაუბრა. გთავაზობთ ამონარიდს ამ ინტერვიუდან:
- იმაზე არ გიფიქრიათ, რომ ქეთა მოსკოვში მარტო გაგეშვათ?
- ჩემთვის იქ ყოფნა სასურველი იყო, რადგანაც იმ პერიოდში ჩემი მეუღლე აქედან უკვე წასული გახლდათ და მაინც ხშირად მომიწევდა მოსკოვში სიარული.
პატარა ქეთა დედასთან ერთად
- მეუღლე ახსენეთ და იქნებ უფრო ვრცლად გვესაუბროთ მასზე? როგორც ცნობილია, ის უკვე 2 წელია, რაც აღარ არის.
- რადგან ჩვენ, მისი, როგორც კანონიერი ქურდის ოჯახი, ასე ვთქვათ, ერთგვარი კასტა გავხდით, როგორც კი აქედან წასვლის შანსი გაგვიჩნდა, წავედით. ასეც რომ არ ყოფილიყო, მაინც წავიდოდით... სამწუხაროა, რომ ჩემმა მეუღლემ ცხოვრება ცუდად დაამთავრა, რაც უკვე მისი ”პროფესიის” ბრალია.
- მეუღლე კანონიერი ქურდი გყავდათ. რას ნიშნავდა ეს თქვენთვის?
- ადვილი არ იყო, რადგანაც ეს ჩემთვის საპატიო მისია ნამდვილად არ ყოფილა, მაგრამ ერთს ვიტყვი, კანონიერი ქურდებიც ჩვეულებრივი ადამიანები არიან, უბრალოდ, ასეთი ხვედრი ერგოთ და თუ მიჰყვები ცოლად ასეთ ადამიანს, ასე თუ ისე, უნდა იცხოვრო კიდეც მისი ცხოვრებით... (
იხილეთ ინტერვიუ სრულად)
"ქალი რომელიც ბედნიერებას მჩუქნის... მზრუნველი დედა, ღირსეული ცოლი" - როგორ მიულოცა ქმარმა დაბადების დღე 35 წლის ქეთა თოფურიას