ულამაზესი მსახიობის ბრძოლა მშობლებთან, რთული როლი და 19 წლით უფროსი საქმრო - მშობლები

ულამაზესი მსახიობის ბრძოლა მშობლებთან, რთული როლი და 19 წლით უფროსი საქმრო

2021-10-12 16:14:39+04:00

ჰაზარ ერგლიუჩლუ თურქული სერიალების მოყვარულების ერთ-ერთი საყვარელი მსახიობი გოგონაა, რომელმაც ამჯერად ხანძრის დროს დამწვარი გოგონას რთული როლი მოირგო.

კვიპროსზე დაბადებული 29 წლის ჰაზარის დედა ტელევიზიაში მუშაობდა, მამა კი ჟურნალის რედაქტორი იყო. ბავშვობიდან ყველანაირად უწყობდნენ ხელს გოგონას, რომ კარგი განათლება მიეღო და განვითარებულიყო. თუმცა მის მომავალ პროფესიად იურისპრუდენცია ჰქონდათ შერჩეული და ცდილობდნენ, ამ მიმართულებით წასულიყო გოგონა.

გოგონას ყოველთვის სცენა იზიდავდა. მშობლები რომ დაერწმუნებინა, ათასნაირ გზებს ეძებდა. 15 წლისამ ძალიან ცუდად დაიწყო მოქცევა, მუდმივად ეწინააღმდეგებოდა დედ-მამას და ბუნტისთავობდა. მოგვიანებით აღიარა, რომ ამით სურდა, მათი ყურადღება მიეპყრო და დაერწმუნებინა, რომ მისთვის მოესმინათ და მისი აზრი და სურვილები გაეთვალისწინებინათ.

მშობლებმა გადაწყვიტეს, ჰაზარი ფსიქოლოგთან წაეყვანათ. მან ურჩია, გოგონა რომელიმე თეატრალურ სტუდიაში მიეყვანათ, რომ იქ დახარჯულიყო და საკუთარი ემოციები და შესაძლებლობები გამოევლინა.

ეს პირველი გამარჯვება იყო მსახიობობისკენ მიმავალ გზაზე.

mshoblebi

სკოლის დამთავრების შემდეგ მშობლები გეგმავდნენ, გოგონა ამერიკაში გაეგზავნათ და იქ ჩაებარებინა პრესტიჟულ უნივერსიტეტში, იურიდიულზე. თუმცა გოგონამ უკვე მტკიცედ გამოაცხადა, რომ მსახიობობა უნდოდა.

16 წლისა გაემგზავრა სტამბოლში და მიიღო შესაბამისი განათლება, როგორც მსახიობმა.

უმაღლესი განათლების მიღების შემდეგ გოგონა ჯერ თეატრალურ სცენაზე ცდიდა ძალებს, მერე კი პროდიუსერებმა შენიშნეს და ძალიან მალე გაიბრწყინა მისმა ვარსკვლავმა. მის ფილმოგრაფიაშიც უკვე რამდენიმე წარმატებული სერიალი და როლი დაგროვდა.

mshoblebi

mshoblebi

რაც შეეხება პირად ცხოვრებას, თურქული მედიის მტკიცებით, ჰაზარი კვლავ აგრძელებს რომანტიკულ ურთიერთობებს რეჟისორ ონურ იუნლუსთან, რომელიც მასზე 19 წლით უფროსია. უფრო მეტიც, გოგონამ ის მშობლებს გააცნო, როგორც საქმრო და სავარაუდოდ, მალე წყვილი იქორწინებს კიდეც.

mshoblebi

mshoblebi