"ღამე მეპარებოდა პაპა..." - 13 წლის ბავშვის უმძიმესი მონაყოლი, რომელზეც ბაბუა 8 წლის ასაკიდან ძალადობდა - მშობლები

"ღამე მეპარებოდა პაპა..." - 13 წლის ბავშვის უმძიმესი მონაყოლი, რომელზეც ბაბუა 8 წლის ასაკიდან ძალადობდა

2021-10-16 14:03:38+04:00

13 წლის ბავ­შვის ჩვე­ნე­ბის თა­ნახ­მად, 53 წლის ბა­ბუ­ამ 5 წლის გან­მავ­ლო­ბა­ში მას­ზე 100-ზე მეტ­ჯერ იძა­ლა­და. არას­რულ­წლოვ­ნის ჩვე­ნე­ბი­დან, რო­მე­ლიც „ინ­ტერპრეს­ნი­უს­მა“ მო­ი­პო­ვა, ირ­კვე­ვა, რომ ბავ­შვს ბა­ბუა სა­კუ­თარ ლო­გინ­ში, სა­დაც ასე­ვე მის ტყუ­პის­ცალ დას ეძი­ნა, წლე­ბის გან­მავ­ლო­ბა­ში აუ­პა­ტი­უ­რებ­და.

არას­რუ­წლო­ვა­ნი გა­მო­ძი­ე­ბის­თვის მი­ცე­მულ ჩვე­ნე­ბა­ში დე­ტა­ლუ­რად ჰყვე­ბა, თუ რა ქმე­დე­ბებს ახორ­ცი­ე­ლებ­და ბა­ბუა. და­ზა­რა­ლე­ბუ­ლი აცხა­დებს, რომ და­ახ­ლო­ე­ბით, 8 წლის ასა­კი­დან მას­თან ბა­ბუა გარ­ყვნილ ქმე­დე­ბას სჩა­დი­ო­და, 10 წლის ასა­კი­დან კი უკვე სექ­სუ­ა­ლურ აქტს ამ­ყა­რებ­და.

ჩვე­ნე­ბის მი­ხედ­ვით, ბა­ბუა შვი­ლიშ­ვილს აფრ­თხი­ლებ­და, რომ მომ­ხდა­რის შე­სა­ხებ არა­ვის­თვის მო­ე­ყო­ლა, რად­გან სა­მარ­თალ­დამ­ცა­ვე­ბი ორი­ვეს და­ა­კა­ვებ­დნენ.

მი­უ­ხე­და­ვად უმ­ძი­მე­სი ბრალ­დე­ბე­ბი­სა, და­კა­ვე­ბუ­ლის ად­ვო­კა­ტი, ზუ­რაბ თო­დუა „ინ­ტერპრეს­ნი­უს­თან“ სა­უ­ბარ­ში აცხა­დებს, რომ ეს „ყვე­ლა­ფე­რი ზღა­პა­რია“ და რომ მისი დაც­ვის ქვეშ მყო­ფი ბა­ბუა ბავ­შვე­ბის დე­დის­გან შუ­რის­ძი­ე­ბის მსხვერ­პლია.

ად­ვო­კა­ტის თქმით, ექ­სპერ­ტი­ზამ ბავ­შვის გა­უ­პა­ტი­უ­რე­ბის ფაქ­ტი ვერ და­ად­გი­ნა და ეს მტკი­ცე­ბუ­ლე­ბა საქ­მე­ში არ არის. ზუ­რაბ თო­დუ­ას გან­მარ­ტე­ბით, მძი­მე და­ნა­შა­ულ­ში ბრალ­დე­ბუ­ლი 53 წლის მა­მა­კა­ცი 32 წე­ლია, რაც შშმ პი­რია, ცალი ფეხი არ აქვს და ყა­ვარ­ჯნე­ბის დახ­მა­რე­ბით გა­და­ად­გილ­დე­ბა.

თუ რა წე­რია 13 წლის ბავ­შვის და დე­დის ჩვე­ნე­ბებ­ში, აღ­ნიშ­ნულ­თან და­კავ­ში­რე­ბით ზუ­რაბ თო­დუა დე­ტა­ლუ­რად სა­უბ­რობს.

"დე­დის ჩვე­ნე­ბის მი­ხედ­ვით, 2021 წლის 10 ოქ­ტომ­ბერს, სა­ღა­მოს სა­ა­თებ­ში, როცა სახ­ლში იმ­ყო­ფე­ბო­და და ტე­ლე­ვი­ზორს უყუ­რებ­და, რა­ტომ­ღაც მო­უნ­და ბავ­შვებ­თან ესა­უბ­რა სექსზე, ძა­ლა­დო­ბა­ზე, მსხვერ­პლზე და ა.შ. როცა სა­უ­ბარს მორ­ჩა, ბავ­შვებს ჰკი­თხა, რო­მე­ლი­მეს ხომ არ გქო­ნი­ათ მსგავ­სი პრობ­ლე­მაო. ტყუ­პე­ბი­დან ერთ-ერ­თმა უთხრა, რომ პაპა უკვე 5 წე­ლი­წა­დია ჩემ­ზე ძა­ლა­დობ­სო, დე­დამ ყვე­ლა­ფე­რი გა­მო­კი­თხა, ბავ­შვმა მას სა­ში­ნე­ლი რა­ღაც მო­უყ­ვა. კერ­ძოდ, შა­ბათ-კვი­რას, როცა სა­სა­მარ­თლოს გა­და­წყვე­ტი­ლე­ბის აღ­სრუ­ლე­ბის შე­სა­ბა­მი­სად ბავ­შვე­ბი ოჯახ­ში მიჰ­ყავ­დათ, მას­ზე პაპა ღამე ძა­ლა­დობ­და. და­ზა­რა­ლე­ბუ­ლის ჩვე­ნე­ბის მი­ხედ­ვით, 8 წლის ასა­კი­დან 10-წლამ­დე მას­ზე პა­პამ 30-40-ჯერ იძა­ლა­და - ხე­ლე­ბით მის სა­ს­ქე­სო ორ­გა­ნოს ეხე­ბო­და. მი­სი­ვე ჩვე­ნე­ბით, როცა 10 წლის გახ­და, უკვე, რო­გორც ქალს, ისე ეფე­რე­ბო­და და სქე­სობ­რი­ვი აქ­ტის დამ­ყა­რე­ბას ჰქონ­და ად­გი­ლი. ჩვე­ნე­ბის მი­ხედ­ვით, ასეთ შემ­თხვე­ვას 50-60-ჯერ ჰქონ­და ად­გი­ლი. ბავ­შვი ამ­ბობს, რომ მთე­ლი ამ 5 წლის მან­ძილ­ზე პა­პამ მას­ზე და­ახ­ლო­ე­ბით 100-ზე მეტ­ჯერ იძა­ლა­და.

ამ ინ­ფორ­მა­ცი­ის მი­ღე­ბის შემ­დეგ, დედა მე­ო­რე დღეს, და­ახ­ლო­ე­ბით შუ­ა­დღეს მი­ვი­და პო­ლი­ცი­ა­ში და გა­ნა­ცხა­და, რომ მისი ქა­ლიშ­ვი­ლი გა­უ­პა­ტი­უ­რე­ბუ­ლი იყო. ბავ­შვი და­ი­კი­თხა, და ის სამ­ხა­რა­უ­ლის ექ­სპერ­ტი­ზის ეროვ­ნულ ბი­უ­რო­ში წა­იყ­ვა­ნეს. ექ­სპერ­ტმა და­ად­გი­ნა, რომ სა­ქალ­წუ­ლე აპ­კის მთლი­ა­ნო­ბა დარ­ღვე­უ­ლი არ არის, მაგ­რამ მი­უ­ხე­და­ვად მსგავ­სი მტკი­ცე­ბუ­ლე­ბი­სა, ის საქ­მე­ში წარ­მოდ­გე­ნი­ლი არ არის. ბრალ­დე­ბამ აღ­ნიშ­ნულ ქმე­დე­ბას გა­უ­პა­ტი­უ­რე­ბის, ძა­ლა­დო­ბის, არას­რულ­წლო­ვან­თან სექ­სუ­ა­ლუ­რი კავ­ში­რის კვა­ლი­ფი­კა­ცია მის­ცა. რო­გორც იცით, და­ა­კა­ვეს 53 წლის პაპა, რო­მე­ლიც მე­ო­რე ჯგუ­ფის შშმ პი­რია 32 წე­ლია, მარ­ჯვე­ნა ფეხი სა­ერ­თოდ არ აქვს და ყა­ვარ­ჯნე­ბით სარ­გებ­ლობს, ის 74 წლის დე­დას­თან ერ­თად ცხოვ­რობს“, - აცხა­დებს თო­დუა. განაგრძეთ კითხვა