დემეტ ოზდემირი და იბრაგიმ ჩელიკოლი თურქული სერიალების ვარსკვლავები არიან, რომლებსაც ბევრი გულშემატკივარი ჰყავთ. განსაკუთრებული ყურადღება დაიმსახურა წყვილმა სერიალში "ჩემი სახლი ჩემი ციხესიმაგრეა". ამბობდნენ, რომ მათ შორის იყო რაღაც ქიმია, მით უმეტეს, რომ დემეტი ჯერ კიდევ გასათხოვარია, თუმცა ქალების გულთამპყრობელი იბრაგიმი ცოლის ერთგული დარჩა...
ახლა კი გავიცნოთ ორივე მათგანი.
დემეტ ოზდემირი, მოდელი, მსახიობი და მოცეკვავე, 1992 წელს დაიბადა თურქეთში, ქალაქ კოჯაელში. მისი მშობლები ბულგარეთში მცხოვრები მუსლიმები იყვნენ, რომლებიც თურქეთში გადავიდნენ საცხოვრებლად, თუმცა დემეტის დაბადებიდან მალევე მშობლები გაიყარნენ და დედამ სამი შვილი სტამბოლში გადაიყვან საცხოვრებლად. სწორედ იქ დაიწყო დემეტმა სკოლაში სიარულის პარალელურად ცეკვა.
სკოლის პერიოდშივე გამოჩნდა რამდენიმე რეკლამასა და თურქი მომღერლის მუსტაფა სანდალის ვიდეორგოლში. სკოლის დამთავრების შემდეგ სამსახიობო განათლება მიიღო და შემდეგ უკვე დაიწყო მოდელობა, ცეკვა სხვადასხვა ჯგუფში და მსახიობობა.
დღეს უკვე ცნობილი მსახიობია და სასურველი პატარძალი. დიდხანს საუბრობდნენ მის რომანზე ცნობილ თურქ მსახიობთან ჯან იამანთან, რომელთან ერთადაც შეასრულა მთავარი როლი სერიალში "ნაადრევი ფრინველი". თუმცა მათი რომანი დიდხანს არ გაგრძელებულა.
დღესდღეობით მის გვერდით მუსიკოსი ოგუზხან კოჩია და ამბობენ, რომ ისინი იქორწინებენ კიდეც.
იბრაგიმ ჩელიკოლი 1982 წლის 14 თებერვალს დაიბადა თურქეთში, პროვინციულ ქალაქ იზმიტში, სამხედრო ოფიცრის ოჯახში. მოზარდობის პერიოდში სერიოზულად იყო გატაცებული სპორტით, საკმაო წარმატებებიც ჰქონდა კალათბურთში და პროფესიონალურადაც უნდოდა გაჰყოლოდა ამ სპორტს. თუმცა მოულოდნელმა ტრაგედიამ შეცვალა მისი ცხოვრება - მისი მამა გარდაიცვალა ნაადრევად, რომელთანაც ძალიან მეგობრობდა და ამ ამბავმა მისი სპორტული კარიერაც მეორეხარისხოვანი გახადა. ოჯახის წევრები ყველანაირად ედგნენ გვერდში, თუმცა მამის დაკარგვა ძალიან განიცადა.
სკოლის დამთავრების შემდეგ სტამბოლის ეკონომიკური კოლეჯი დაამთავრა, თუმცა მისმა გარეგნობამ სამოდელო აგენტის ყურადღება მიიპყრო და ასე აღმოჩნდა სამოდელო ბიზნესში. მოდურ ჩვენებებს ახალი კონტრაქტები მოჰყვა და მთელი 8 წლით იტალიაში იყო წასული, სადაც ამ საქმეს მიჰყვებოდა. ხოლო სამშობლოში დაბრუნებულმა კინემატოგრაფში სცადა ძალები და მალევე მოიპოვა დიდი პოპულარობა.
საკმაოდ დიდხანს საუბრობდნენ მის რომანებზე სხვადასხვა ცნობილ ქალბატონთან, თუმცა 2017 წელს დაქორწინდა და ბოლო მოუღო ჭორებს. მისი რჩეული დიზაინერი და არქიტექტორი მიხრან მუთლუა. წყვილს ერთი შვილი ჰყავს - ალი, რომლის აღზრდაში იბრაგიმი აქტიურად მონაწილეობს.
იბრაგიმი სოფელში ცხოვრებას ამჯობინებს - სოფლად აიშენა სახლი, ტყის პირას, იცხო თვალთაგან შორს. იქვე მიჰყო საქმე პატრა ბიზნესს - ჯიშიან ძაღლებს უვლის და ამრავლებს.
ხორვატიული ფესვები და ცნობილი ბოიფრენდები - თურქი ანჯელინა ჯოლის ცხოვრება
თურქული კინოს ვარსკვლავი ქალები ქართული ფესვებით - ისინი ულამაზეს თურქ ქალებს შორის მოიხსენიებიან