50 კითხვა, რომელზეც 6 წლის ბავშვი უნდა პასუხობდეს - მშობლები

50 კითხვა, რომელზეც 6 წლის ბავშვი უნდა პასუხობდეს

2014-06-07 07:29:19+04:00

სპეციალისტებმა შეადგინეს შეკითხვების სია, რომლებზეც სასურველია, რომ ყველა 6 წლის ბავშვი პასუხობდეს 6 წლის ბავშვი უკვე საკმაოდ დიდია იმისათვის, რომ გაცნობიერებულად პასუხობდეს მარტივ და არც ისე მარტივ შეკითხვებსაც.

სპეციალისტებმა შეადგინეს შეკითხვების სია, რომლებზეც სასურველია, რომ ყველა 6 წლის ბავშვი პასუხობდეს:

- რამდენი წლის არის მამა (დედა, და, ძმა)? როდის აქვთ მათ დაბადების დღე?

- სად მუშაობს მამა (დედა)?

- რა ზომა ფეხი გაქვს?

- როგორ უნდა გავუყაროთ ნემსში ძაფი?

- როგორ უნდა დავაკეროთ ღილი? (თეორიულად უნდა ახსნას)

- რა უნდა გავაკეთოთ, თუ თითი გაგვეჭრა?

- რა უნდა გააკეთო, თუკი თავი დაარტყი და გული გერევა?

- როგორ უნდა დავრეკოთ ტელეფონზე?

- დავუშვათ, ბანაობ (მდინარეში, ტბაში, ზღვაში). რა შემთხვევაში უნდა ამოხვიდე დაუყოვნებლივ წყლიდან?

- სად არ უნდა მიირთვა ნაყინი?

- როგორ უნდა მოიქცე მაგიდასთან?

- რა შემთხვევაში იკბინება ფუტკარი? რა განსხვავებაა ფუტკარსა და კრაზანას შორის?

- რისი ჭამა შეიძლება, როცა მუცელი გტკივა?

- რისი ჭამა არ შეიძლება, თუკი კბილი გტკივა?

- როგორი საჭმლის შემდეგ გწყურია წყალი?

- რა რაოდენობით უნდა ვსვათ წყალი სიცხეში?

- როგორ უნდა გავრეცხოთ ჭუჭყიანი ჭურჭელი?

- როგორი კარტოფილი უფრო მალე იხარშება – მთლიანი თუ დაჭრილი? როგორ უნდა შევწვათ კარტოფილი?

- როგორ უნდა გავთალოთ სწორად კარტოფილი (ახალი და ძველი)? როგორ გავთალოთ სტაფილო?

- სად უნდა წავიღოთ უვარგისი საჭმლის ნარჩენები?

- როგორ მოვამზადოთ ჩაი? რამდენი კოვზი შაქარი უნდა გავუკეთოთ ერთ ფინჯან ჩაის?

- რა ღირს ერთი ბატონი პური (თეთრი ან შავი)?

- შეიძლება თუ არა ძაღლის ისევე დაბანა, როგორც კატის? თუ შეიძლება, მაშინ როგორ?

- სახლში გაზის სუნია? როგორ უნდა მოვიქცეთ?

- როგორ გავწმინდოთ ფეხსაცმელი, გავრეცხოთ პერანგი?

- სად არის უფრო სქელი ყინული? – წყალსაცავის ნაპირზე თუ სიღრმეში?

- ძირს წყლის გუბეა. როგორი ჩვრით უმჯობესია მისი გაწმენდა – მშრალით თუ სველით?

- რატომ არ შეიძლება, დამთვალიერებლებმა აჭამონ ცხოველებს ზოოპარკში?

- დაასახელე შენი მისამართი.

- როგორ უნდა მოვიქცეთ სტუმრად ყოფნისას?

- რა უყვარს ყველაზე მეტად მამას (დედას)?

- რატომ არ შეიძლება მშენებლობის სიახლოვეს თამაში?

- რამდენ ნაჭერ პურს ჭამ სადილად?

იხილეთ სრულად