"ირაკლიმ სიკვდილი გამიადვილა... ნანამ კი სიკვდილი მომანდომა" - გელა ჩარკვიანი 82 წლის ასაკში გარდაიცვალა - მშობლები

"ირაკლიმ სიკვდილი გამიადვილა... ნანამ კი სიკვდილი მომანდომა" - გელა ჩარკვიანი 82 წლის ასაკში გარდაიცვალა

2021-11-09 07:42:51+04:00

გელა ჩარ­კვი­ა­ნი 82 წლის ასაკ­ში­გარ­და­იც­ვა­ლა. "გარ­და­იც­ვა­ლა ჩემი უსაყ­ვარ­ლე­სი და უძ­ვირ­ფა­სე­სი მამა. ჩვენც და ქვე­ყა­ნა­მაც და­კარ­გა გა­მორ­ჩე­უ­ლი ადა­მი­ა­ნი - გელა ჩარ­კვი­ა­ნი" - წერს სო­ცი­ა­ლურ ქსელ­ში თე­ო­ნა ჩარ­კვი­ა­ნი.

გელა ჩარკვიანი იყო დიპ­ლო­მა­ტი, პუბ­ლი­ცის­ტი, მწე­რა­ლი, პე­და­გო­გი და ტე­ლე­წამ­ყვა­ნი. ის ხშირად და დიდი გულისტკივილით წერდა გარდაცვლილი ვაჟის, ირაკლი ჩარკვიანისა და საყვარელი მეუღლის, ნანა თოიძის შესახებ.

"დიდი ბოდიში ნანას იმისთვის უნდა მოვუხადო, რომ მოვესწარი მის სიკვდილს და დღესაც განვაგრძობ ცხოვრებას – იმავე დროს ვდგები, ვსაუზმობ, ვსადილობ, იმავე დროს ვიძინებ. თუმცა ვალიუმის აბს აღარ ვუყოფ, მთლიანად მე ვიღებ. მართალია, სიტყვით ჩვენ არასდროს შევპირებივართ ერთმანეთს, არ აგვიღია ვალდებულება მოგვეკლა თავი მეორის სიკვდილის გამო, მაგრამ ჩვენი გრძნობის სიმძაფრე, ვფიქრობ, ამას თავისთავად გულისხმობდა. ეს აზრი მოსვენებას არ მაძლევს, განსაკუთრებით, როცა ღამდება და მარტო ვრჩები. ცოცხლად დარჩენილების მიმართ პასუხისმგებლობას ვიმიზეზებ და მომაკვდინებელი ორმოცი აბის ნაცვლად, ერთს ვიღებ, იმისა­თვის, რომ ჩამეძინოს და სადღაც გარიჟრაჟზე ნანა

დამესიზმროს... ირაკლიც მე აღმოვაჩინე გარდაცვლილი ლოგინში. მახსოვს, მაშინ ვთქვი, ირაკლიმ სიკვდილი გამიადვილა-მეთქი. ნანამ კიდევ, სიკვდილი მომანდომა" - წერდა გელა ჩარკვიანი ერთ-ერთ პოსტში.

mshoblebi

გელა ჩარ­კვი­ა­ნი და­ჯილ­დო­ე­ბუ­ლია ღირ­სე­ბის ორ­დე­ნი­თა, ბრწყინ­ვა­ლე­ბის საპ­რე­ზი­დენ­ტო ორ­დე­ნი­თა და წმინ­და გი­ორ­გის სა­ხე­ლო­ბის გა­მარ­ჯვე­ბის ორ­დე­ნით.

alt"ჩემო ერთადერთო ნამდვილო, უკურნებელო სიყვარულო. მაპატიე, რომ დღესაც ცოცხალი ვარ და არ ვწევარ შენ გვერდით" - გელა ჩარკვიანი

alt"არ სუნთქავდა... მხოლოდ გულის სიახლოვეს აღმოვაჩინე პაწაწინა თბილი წერტილი... სასწრაფოს ექიმმა გარდაცვალება დაადასტურა..." - გელა ჩარკვიანის ემოციური მოგონება

alt"მომაკვდინებელი ორმოცი აბის ნაცვლად, ერთს ვიღებ, იმისა­თვის, რომ ჩამეძინოს და სადღაც გარიჟრაჟზე ნანა დამესიზმროს" - გელა ჩარკვიანი საყვარელ მეუღლეზე

alt"ყველაზე დიდი ბოდიში ნანას იმისთვის უნდა მოვუხადო, რომ მოვესწარი მის სიკვდილს და დღესაც განვაგრძობ ცხოვრებას..." - გელა ჩარკვიანი