ბავშვის სარეცხი საშუალებების შერჩევის დროს მშობლებს დაფიქრება უწევთ არა მხოლოდ იმაზე, თუ როგორ გარეცხავს სარეცხს, არამედ იმაზეც, თუ როგორია მისი შემადგენლობა, ბევრ ქიმიურ დანამატს ხომ არ შეიცავს, შედის თუ არა შემადგენლობაში ალერგენები, რამდენად უსაფრთხო და ეფექტურია გამოყენება?
თითოეულ ამ კითხვაზე პასუხის გაცემის შემდეგ კი მშობლები მათთვის ოპტიმალურ სარეცხ საშუალებებს არჩევენ. ანალოგიური პრინციპით უნდა მოხდეს დასაბანი საშუალებების შერჩევაც. კითხვებზე პასუხების მოძიებაში საქართველოში ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული საბავშვო სარეცხი ფხვნილის ბრენდის „უშასტი ნიანის“ წარმომადგენლები დაგვეხმარებიან.
- სარეცხის ფხვნილი რეცხვის ძლიერი მახასიათებლებიდან გამომდინარე, რამდენად უსაფრთხოა? ხომ არ რჩება ტანსაცმელზე?
- „უშასტი ნიანის“ სარეცხი საშუალებები უსაფრთხოებისა და ხარისხის მოთხოვნის ყველა სტანდარტს აკმაყოფილებს. შესაბამისად, მას რეცხვის საუკეთესო, საკმაოდ ძლიერი მახასიათებლები აქვს, თუმცა რეცხვის შემდეგ არ რჩება ტანსაცმელსა და თეთრეულზე. ის სრულიად უსაფრთხოა.
- სარეცხის ფხვნილი შეიცავს თუ არა ალერგენებს?
- ის არ შეიცავს ალერგენებს. სწორედ ამიტომ „უშასტი ნიანის“ სარეცხის ფხვნილი რეკომენდებულია არა მხოლოდ ჩვილებისა და ბავშვების ტანსაცმლისა და თეთრეულის გასარეცხად, არამედ ალერგიისადმი მიდრეკილი ადამიანებისთვისაც. მისი გამოყენების შემდეგ გარეცხილ ტანსაცმელზე არ ხდება ალერგენების დაგროვება და შესაბამისად, სრულიად უსაფრთხოა სხვადასხვა ალერგიული რისკის მქონე ადამიანებისთვის.
- რა ასაკიდან არის შესაძლებელი „უშასტი ნიანის“ პროდუქტების გამოყენება?
- პროდუქტების მაღალი ხარისხიდან გამომდინარე მისი გამოყენება ბავშვის დაბადების პირველივე დღეებიდან შესაძლებელია.
- სარეცხი ფხვილი რამდენად ეფექტურია ლაქების ამოსაყვანად?
- სარეცხის ფხვნილის სპეციალურად შექმნილი ფორმულა საუკეთესოდ აშორებს ლაქებს. თუმცა არსებობს ლაქების ამომყვანი სპეციალური საშუალება ფერადი ტანსაცმლისთვის, რომელიც ღრმად ჩამჯდარ ლაქებს ებრძვის. ასევე თეთრი ქსოვილებისთვის შექმნილია მათეთრებელი ფხვნილი. რეცხვის დამატებით დამხმარე პროდუქტებად შეიძლება გამოიყენოთ ლაქების ამომყვანი ან მათეთრებელი საპონი.
- ბავშვის კრემ საპონი ხომ არ იწვევს კანის გამოშრობას?
- ეს არის მყარი საპონი კრემით, რომელიც ბავშის კანს გამოშრობისგან მაქსიმალურად იცავს. მისი სისტემატიური გამოყენების დროს არ ირღვევა კანის ბუნებრივი დამცველობითი ფუნქცია.

- რეკომენდებულია თუ არა საბავშვო კრემ საპნის მოზრდილ ასაკში გამოყენება?
- ბავშვის საპონი ნებისმიერი ასაკის ადამიანმა შეიძლება გამოიყენოს ყოველდღიურად სხეულის დასაბანად. ის არ აშრობს კანს, არ ამცირებს კანის ბუნებრივი დაცვის ფუნქციას. სწორედ ამიტომ „უშასტი ნიანის“ მყარი კრემ საპონი იდეალურია მოზრდილებშიც კანის გამოშრობისა და შემდგომი გართულებების თავიდან აცილების მიზნით გამოსაყენებლად.
- შეიცავს თუ არა სარეცხის ფხვნილი ფოსფატებს?
- სარეცხის ფხვნილის შემადგენლობაში არ უნდა შედიოდეს ფოსფატები. ეს არის ევროპული სტანდარტი, რომელსაც ქართულ ბაზარზე წარმოდგენილი პროდუქციის 99% აკმაყოფილებს. ეს საკითხი აუცილებელად გადაამოწმეთ პროდუქციის შეფუთვაზე.
- ჭურჭლის ჟელე რამდენად ეფექტურად უმკლავდება ცხიმს?
- „უშასტი ნიანის“ ჟელეს რეცხვისა და ცხიმის მოშორების მახასიათებელი მინიმუმ 2-ჯერ მაღალი აქვს, ვიდრე სხვა საბავშვო ან არასაბავშვო ჭურჭლის ჟელეებს. სწორედ ამიტომ მისი მოხმარება საკმაოდ ეკონომიურია. ამავდროულად, ბავშვის ჭურჭლის ჟელეს ფორმულა შექმნილია ისე, რომ გადავლების დროს ის ჭურჭლიდან სრულად ჩამოირეცხება.
