უნდა გააღვიძოთ თუ არა ბავშვი, თუ გრძნობთ, რომ ძილში სიცხემ აუწია - მშობლები

უნდა გააღვიძოთ თუ არა ბავშვი, თუ გრძნობთ, რომ ძილში სიცხემ აუწია

2021-11-16 10:05:30+04:00

ხშირად მშობლებს უჩნდებათ შეკითხვა, უნდა გავაღვიძოთ თუ არა ბავშვი, როცა ვგრძნობთ, რომ სიცხემ აუწია? თუ არ შევუშალოთ ტკბილ ძილში ხელი და დავტოვოთ ისე, თითქოს, არაფერი აწუხებს. საკითხი განსაკუთრებით აქტუალური შემოდგომისა და ზამთრის სეზონზეა, რადგან სწორედ ამ პერიოდში უამრავი სეზონური ვირუსი ცირკულირებს, რომელთა ნაწილი მაღალ ტემპერატურით მიმდინარეობს. მაღალი სიცხეები ახასიათებს ზოგჯერ კორონავირუსსაც, რომლითაც დღეს საკმაოდ ბევრი ბავშვი ავადობს.

როგორც ცნობილი პედიატრი ევგენი კომაროვსკი განმარტავს, აუცილებლად უნდა გააღვიძოთ, წყალი დაალევინოთ და სიცხის დამწევი საშუალება მივცეთ. რადგანაც, მაღალი ტემპერატურის მთავარი პრობლემა ისაა, რომ ორგანიზმი დიდი რაოდენობით სითხეს კარგავს და იწყება დეჰიდრატაცია. ყველაფერი კი იმით შეიძლება დასრულდეს, რომ ბავშვს დაეწყოს კრუნჩხვა და საავადმყოფოში დაგჭირდეთ მისი წაყვანა.

პირველი, შეგიძლიათ მშვიდად დაიძინოთ, თუ ტემპერატურა 38 გრადუსამდეა, მაგრამ თუ იზრდება, მაშინ მიეცით სიცხის დამწევი საშუალება. მეორე, ძალიან მნიშვნელოვანია, როგორ პირობებში სძინავს ბავშვს. თუ ოთახში გრილა და ჰაერი არ არის გამომშრალი, თუ ბავშვმაც საკმარისი რაოდენობის სითხე დალია, მაშინ ნორმალური შარდვა ექნება, მაგრამ თუ ოთახში ცხელა და ჰერი მშრალია, თუ ბავშვი არ იღებს სითხეს, მაშინ სიცხე აუწევს, შესაძლოა 40 გრადუსსაც გადასცდეს და საავადმყოფოში მოგიწიოთ წასვლა. ამიტომაც, თუ გრძნობთ, რომ მაღალი სიცხე აქვს, აუცილებლად გააღვიძეთ, წყალი მიეცით და ოთახში ჰაერის ტემპერატურა მოაწესრიგეთ.

altროდის ნუროფენი და როდის - პარაცეტამოლი - რა უნდა იცოდეთ სიცხის დამწევებზე

altროგორ დავუგდოთ ბავშვს მაღალი სიცხე წამლების გარეშე