ჰუალინგ ჯგუფმა სავაჭრო ცენტრი – თბილისის ზღვის პლაზა გახსნა. ის არა მხოლოდ დედაქალაქში, არამედ კავკასიის რეგიონში ყველაზე დიდი, სხვა მოლებისგან სრულიად განსხვავებული და უნიკალური საშოპინგე სივრცეა. ის ერთ სივრცეში აერთიანებს ყველა საჭირო პროდუქტსა თუ სერვისს – სუპერმარკეტებსა და ჰიპერმარკეტებს, სილამაზის სალონებს, ბანკებს, აფთიაქებს, ტექნიკის, ავეჯის, ტანსაცმლისა თუ სხვა ნებისმიერი ტიპის მაღაზიებს.
თბილისის ზღვის პლაზაში დაგხვდებათ საქართველოს ბაზარზე არსებული თითქმის ყველა ტექნიკის მაღაზია, მათ შორის, ალტა, ზუმერი, ტექნოლაბი, ბეკო, უნიკომი და მეტრომარტი. ეს ნიშნავს, რომ აქ თქვენ ნებისმიერი კატეგორიის, წვრილი თუ მსხვილი ტექნიკის შეძენას შეძლებთ.
ამასთან ერთად, განსხვავებული იქნება რამდენიმე მათგანის ფორმატი. თბილისის ზღვის პლაზში გახსნილი ალტას მაღაზია პირველია, რომელსაც აუთლეტ სივრცეც აქვს. ეს ნიშნავს, რომ პროდუქტებს მინიმალური დაზიანებით გაცილებით დაბალ ფასად შეიძენთ.
უფრო წარმომადგენლობითი იქნება აქ მდებარე ზუმერის მაღაზიაც. მხოლოდ ამ ფილიალში იპოვით სახლის ჭკვიანი მოწყობილობების სპეციალურ სივრცესაც. ამასთან ერთად, აქ დაგხვდებათ გეიმინგ აქსესუარების დიდი ასორტიმენტი.
ჰუალინგის მოლში უკვე გაიხსნა სუპერმარკეტი კარფური. პირველი სართული, 12 000 კვ. მეტრზე გაშლილი სივრცე კი სრულად ეთმობა სამშენებლო და სარემონტო მასალების ჰიპერმარკეტ მიჰაუსს. ის ამიერკავკასიაში ყველაზე დიდი, ფასითა და ხარისხით კი ერთ-ერთი გამორჩეული ჰიპერმარკეტია სამშენებლო სექტორში.
სულ ცოტა ხანში თბილისი ზღვის პლაზაში გაიხსნება მაღაზია წითელქუდა, რომელშიც ბავშვისთვის საჭირო თითქმის ყველა პროდუქციის შეძენას შეძლებთ. სამომავლოდ კი, მოლის მეორე სართული მთლიანად დაეთმობა საბავშვო მიმართულებას – გაიხსნება როგორც გასართობი სივრცე, ისე საბავშვო ტანსაცმლის, ფეხსაცმლისა და ავეჯის მაღაზიები.
ასევე, თბილისის ზღვის პლაზა პირველია საქართველოში, რომელსაც ტექნიკითა და ინვენტარით აღჭურვილი საკონცერტო დარბაზი და საგამოფენო სივრცე აქვს.
თბილისის ზღვის პლაზას 2 ათას მანქანაზე გათვლილი უფასო პარკინგიც აქვს. მისი გაშლილი ტერიტორია კი სტუმრების უდიდესი ნაკადების მიღების შესაძლებლობას იძლევა.
ჰუალინგ ჯგუფმა პირველმა ერთ სივრცეში გააერთიანა ყველა კატეგორიისა და მასშტაბის მაღაზია და ობიექტი და მომხმარებლებს უნიკალურ კონცეფციაზე შექმნილი სავაჭრო ცენტრი შესთავაზა.
ჰუალინგის თბილისის ზღვის პლაზაში სტუმრობა დილის 10 საათიდან საღამოს 10 საათამდე უკვე შეგიძლიათ. მისი გახსნის მასშტაბური ცერემონიალი კი 20 ნოემბერს გაიმართება და მაღაზიებში თვის ბოლომდე გრანდიოზული ფასდაკლებები და განსაკუთრებული შეთავაზებები იმოქმედებს.
R