ცნობილი მამაკაცები, რომელთა საყვარელი ქალები სასტიკად მოკლეს - როგორ გაგრძელდა მათი ცხოვრება - მშობლები

ცნობილი მამაკაცები, რომელთა საყვარელი ქალები სასტიკად მოკლეს - როგორ გაგრძელდა მათი ცხოვრება

2021-11-19 07:16:36+04:00

რამდენიმე ცნობილი მამაკაცის ცხოვრებაში იყო ასეთი ტრაგიკული ფაქტები და მათ სხვადასხვანაირად გაართვეს თავი ტრაგედიას.

ეშტონ კატჩერის მიჯნურის ტრაგიკული სიკვდილი

2001 წლის 21 თებერვალს ეშტონ კატჩერის შეყვარებული ეშლი ელლერინი სასტიკად მოკლეს. 22 წლის გოგონას საკუთარმა მეზობელმა, 32 წლის კონდიციონერების ხელოსანმა, მაიკლ გარგილომ მოკლა.

mshoblebi

ეშტონ კატჩერი და ეშლი ელლერინი "70-იანების შოუს" მსახიობები იყვნენ და მათ შორის მალევე გაჩაღდა რომანი. როგორც მოგვიანებით მსახიობმა განაცხადა, ერთად მხოლოდ რამდენიმე პაემანზე წასვლა მოახერხეს. 21 თებერვალს უნდა შეხვედროდნენ, შეთანხმდნენ, რომ "გრემის" დაჯილდოებას ერთად უყურებდნენ. თუმცა, ელერინი უცებ გაქრა და არც ტელეფონზე პასუხობდა ზარებს.

შეშფოთებული კატჩერი საყვარელი ქალის ბინისკენ გაემართა, თუმცა კარი არავინ გაუღო. ოთახში სინათლე ენთო, მისი მანქანაც სახლთან ეყენა. ფანჯრიდან რომ გაიხედა, იატაკზე წითელი ლაქა შენიშნა, თუმცა ჩათვალა, რომ გოგონას რაღაც ეწყინა, ღვინოს სვამდა და მისი ნახვა არ სურდა. მხოლოდ დილით გაირკვა, რომ იატაკზე ღვინო კი არა, სისხლი იყო. გოგონა საკუთარმა მეზობელმა მოკლა, რომელიც სერიული მკვლელი იყო და გოგონებს კლავდა. ის მხოლოდ 2008 წელს დააკავეს, მესამე მსხვერპლს რომ მიადგა. გარგილოს მეთოდი ძალიან მარტივი იყო - მას ქალები სახლში კონდიცირების სისტემის შესაკეთებლად იწვევდნენ. შემდეგ თავად იღებდა გადაწყვეტილებას, რომელ მათგანთან დაბრუნებულიყო და მოეკლა.

mshoblebi

მთელი ამ დროის განმავლობაში კატჩერი აქტიურად თანამშრომლობდა გამოძიებასთან. აძლევდა ჩვენებებს, იხსენებდა სხვადასხვა დეტალს. სხვათა შორის, ერთი პერიოდი ის მკვლელობაში ეჭვმიტანილადაც კი ითვლებოდა.

წლების შემდეგ მან დემი მურთან გააბა რომანი, მერე კი მილა კუნისზე იქორწინა და ახლა ისინი ორ შვილს ზრდიან ერთად.

mshoblebi

პიტერ ბოგდანოვიჩი - მისი საყვარელი ქალი დოროთი სტრატენი ყოფილმა ქმარმა 1980 წელს მოკლა.

mshoblebi
დოროთი სტრატენი და პიტერ ბოგდანოვიჩი
დოროთი სტრატენს ახალგაზრდა მერილინ მონროსაც ეძახდნენ და მას ყველაფერი ჰქონდა იმისათვის, რომ მილიონობით თაყვანისმცემელი ჰყოლოდა. გოგონა ღარიბ ოჯახში დაიბადა, თუმცა სკოლა შესანიშნავად დაამთავრა, შემდეგ სუპერმარკეტში დაიწყო მუშაობა. ის იქ დამწყებმა ფოტოგრაფმა პოლ სნაიდერმა შეამჩნია. ზრდასრულმა, მდიდარმა მამაკაცმა სწრფად მოიგო 17 წლის გოგონას გული.

mshoblebi

ერთხელ პოლმა დაარწმუნა დოროთი, რომ შიშველს გადაუღებდა. მამაკაცმა ფოტოები Playboy-ს გაუგზავნა და სტრატენი მაშინვე მიიწვიეს ლოს-ანჯელესში. 1979 წელს ის თვის გოგონა გახდა, დიდ მომავალს უწინასწარმეტყველებდნენ. მალევე მიიღო სხვადასხვა შეთავაზება ფილმებზე. სწრაფად ხდებოდა პოპულარული და ფინანსური შემოსავალიც საკმაოდ კარგი ჰქონდა, რაც მის შეყვარებულს არ მოსწონდა. მეგობრებმა იცოდნენ, რომ გრძნობები გაუნელდა, მაგრამ თუ შეყვარებულს დაშორდებოდა, ეშინოდა, რომ მოკლავდა. ამიტომაც, როდესაც ცოლობა შესთავაზა, დასთანხმდა.

mshoblebi
დოროთი ქმართან ერთად

პოლი ძალიან ეჭვიანი იყო, ამიტომ კერძო დეტექტივი დაიქირავა, რომელიც დოროთის ყველა ნაბიჯს შეამოწმებდა. 1989 წელს სტრატენმა მეხუთე ფილმში მიიღო როლი, სადაც თავისი ოცნების მამაკაცი გაიცნო - ის რეჟისორი პიტერ ბოგდანოვიჩი აღმოჩნდა. მათ ფარული რომანი დაიწყეს და გარკვეული პერიოდის შემდეგ ერთმანეთის გარეშე აღარ შეეძლოთ. ერთ-ერთი გადაღების შემდეგ დოროთი სახლში მივიდა და ქმარს უთხრა, რომ სხვა შეუყვარდა და განქორწინება სურდა. ფიქრობდა, რომ პოლი ყველაფერს გაიგებდა. 20 წლის მსახიობმა ადვოკატებთან კონსულტაცია დაიწყო და ყოფილი ქმრისთვის ფულის გადახდასაც აპირებდა. სნაიდერს კი ბრაზი და ეჭვიანობა არ შორდებოდა. სწორედ მაშინ დაიწყო ყოფილი ცოლის მკვლელობის დაგეგმვა. 1980 წლის 14 აგვისტოს ცოლთან განქორწინების დეტალებზე სალაპარაკოდ მივიდა. სნაიდერმა ყოფილი მეუღლე გააუპატიურა, შემდეგ მოკლა და თავიც მოიკლა. ცხედრები ოჯახის მეგობრებმა მალევე იპოვნეს.

პიტერ ბოგდანოვიჩმა ძალიან მძიმედ გადაიტანა საყვარელი ადამიანის დაკარგვა. ეს მის შემოქმედებით კარიერასაც დაეტყო. მთელი თავისი სიყვარული დოროთის ავადმყოფ დედას მიუძღვნა. შემდეგ კი დაწერა წიგნი, რომელიც საყვარელ ქალს ეძღვნებოდა.

mshoblebi
პიტერი და ლუიზა

რვა წლის შემდეგ, 1988 წლის 30 დეკემბერს 49 წლის პიტერი ლუიზა სტრატენზე, დოროთის უმცროს დაზე დაქორწინდა. მაშინ გოგონა მხოლოდ 20 წლის იყო, თუმცა დოროთის მსგავსად წარმატებას ვერ მიაღწია. პიტერი და ლუიზა 2001 წელს განქორწინდნენ.

კრის პერესი. მისი მეუღლე, სელენა 1995 წელს ერთ-ერთმა ფანმა მოკლა

სელენა კუინტანილია ადრეული ასაკიდანვე გატაცებული იყო მუსიკით და სხვადასხვა ღონისძიებაშიც მონაწილეობდა. მალე მომღერლის მამამ გადაწყვიტა, ჯგუფი შეექმნა, სადაც მუსიკოსებს მიიწვევდა. გიტარისტის ადგილი კრის პერესმა დაიკავა. მასა და სელენას შორის სასიყვარულო ურთიერთობა მალევე დაიწყო, თუმცა სელენას მამას არ მოსწონდა 17 წლის ქალიშვილის მსგავსი ურთიერთობა, ამიტომაც ბიჭი ჯგუფიდან გააგდო. თუმცა, ამას ხელი არ შეუშლია მათი სიყვარულისთვის და კრისი და სელენა 1992 წლის 2 აპრილს დაქორწინდნენ. გიტარისტი ჯგუფში დაბრუნდა და მეუღლესთან ერთად მწვერვალების დაპყრობა დაიწყო. სელენას საოცარი ხმა ჰქონდა. ჯერ კიდევ 1987 წელს Tejano Music Awards-ის პრემიაზე 15 წლის ასაკში "ქალის საუკეთესო ვოკალის" ჯილდო მიიღო და ზედიზედ 9 წელი არ თმობდა ტიტულს.

mshoblebi

1990 წელს მომღერალმა თავისი სადებიუტო ალბომი გამოუშვა. 1993 წელს სელენამ კიდევ ორი ალბომი წარადგინა, ასევე გახსნა ტანსაცმლის მაღაზია. გარდა ამისა, გოგონას ოფიციალური ფან-კლუბი ჰყავდა, რომელსაც იოლანდა სალდივარი ხელმძღვანელობდა. 1995 წელს სელენამ და კრისმა მიწის ნაკვეთი იყიდეს, სადაც სახლის აშენებას აპირებდნენ. პერესის მოგონებების მიხედვით, მისი მეუღლე 5 შვილზე ოცნებობდა. სამწუხაროდ, ბედნიერება არ დასცალდა.

mshoblebi

ამავე პერიოდში სელენას მამამ ფან-კლუბის ფინანსურ დოკუმენტებში უზარმაზარი ხარვეზი აღმოაჩინა, რის გამოც გოგონამ 1995 წლის 31 მარტს იოლანდა დაიბარა. ქალმა თავი მოიავადმყოფა, საავადმყოფოშიც კი წავიდნენ, მაგრამ არაფერი სჭირდა და შუადღეს ისევ განაგრძეს ლაპარაკი. მომღერალმა უთხრა, რომ არ ენდობოდა და გასასვლელისკენ გაემართა, რა დროსაც იოლანდამ ჩანთიდან რევოლვერი ამოიღო და ესროლა. ექიმებმა მისი გადარჩენა ვეღარ შეძლეს. ვიდრე სელენას დასახმარებლად იბრძოდნენ, იოლანდამ ადგილიდან მიმალვა მოახერხა. გაქცევისას სწრაფად ჩაჯდა მანქანაში, ისე მოძრაობდა, მალევე მიიქცია პოლიციის ყურადღება. ქალი თვითმკვლელობით იმუქრებოდა. 9 საათის განმავლობაში უცხადებდა პოლიციას დაუმორჩილებლობას, მაგრამ საბოლოოდ მაინც მოახერხეს მისი დაკავება და 30 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯეს. ის ახლაც ციხეში ზის.

mshoblebi
გოგონას მკვლელი

ახალგაზრდა მომღერლის გარდაცვალებამ მთელი ამერიკა შეძრა. მისი ათასობით ფანი სხვადასხვა შტატიდან და ქალაქიდან მიდიოდა გამოსამშვიდობებლად. ტეხასის შტატის გუბერნატორმა 16 აპრილი (დაბადების დღე) სელენას დღედ გამოაცხადა. ხოლო, მომღერალ და მსახიობ სელენა გომესს სწორედ მის საპატივსაცემოდ დაარქვეს ეს სახელი.

სელენა თავის 24-ე იუბილემდე ორი კვირით ადრე მოკლეს. მომღერლის ქმრისა და მამის ძალისხმევით მისი კიდევ ერთი ალბომი Dreaming Of You გამოვიდა, რომელმაც ამერიკულ ჩარტებში პირველი ადგილი დაიკავა.

მეუღლის გარდაცვალების შემდეგ კრისს არც ერთი ინტერვიუ არ მიუცია მედიისთვის და მეტიც, მასზე გადაღებულ ფილმებშიც კი არ მოუღია მონაწილეობა. მუსიკოსის დედა ამბობს, რომ სახლში სელენაზე საუბარი ტაბუდადებული იყო. ცოლის სიკვდილიდან 8 წლის შემდეგ კრისმა წიგნი დაწერა და ამით დაარღვია ამდენხნიანი მდუმარება. მან ნუგეში ისევ მუსიკაში იპოვა. საკუთარი ჯგუფი შექმნა და 2000 წელს გამოუშვა ალბომი სახელწოდებით Resurrection, რომელმაც გრემის ჯილდოს მოპოვება შეძლო. მსმენელს განსაკუთრებით სელენასთვის მიძღვნილი სიმღერა Best I Can მოეწონა.

2001 წლის ოქტომბერში პერესი მეორედ დქორწინდა. ორი შვილი შეეძინა, თუმცა 2008 წელს ცოლს დაშორდა. კრისმა აღიარა, რომ ახლა მისი ცხოვრების ერთადერთი აზრი შვილებია.

რომან პოლანსკი. მისი ორსული მეუღლე, შერონ ტეიტი 1969 წელს სექტა "ოჯახის" წევრმა მოკლა.

შერონ ტეიტი - ჰოლივუდის ერთ-ერთი ყველაზე ლამაზი მსახიობი, მოდელი, წარმოუდგენლად კეთილი და სუფთა გოგონა და ამავდროულად, შესანიშნავი დიასახლისი იყო. რომან პოლანსკი კი არც ისე სასიამოვნო გარეგნობის, ამპარტავანი რეჟისორი, რომელიც სექსისტური გამონათქვამებითაც გამოირჩეოდა. ძნელი წარმოსადგენია, რა საერთო შეიძლებოდა ჰქონოდა ამ ორ ადამიანს, თუმცა ამის მიუხედავად, მათ ერთმანეთი შეუყვარდათ, 1968 წლის იანვარში დაქორწინდნენ და ბავშვს ელოდებოდნენ. ბოლო კვირები შერონმა ლოს-ანჯელესში, სახლში გაატარა, რომანი კი ლონდონში ტკბებოდა თავისუფლებით. ქალმა იცოდა, რომ ქმარი ღალატობდა, მაგრამ იმაშიც დარწმუნებული იყო, რომ სიგიჟემდე უყვარდა. ამიტომ, იჯდა და მოთმინებით ელოდა.

mshoblebi

18 აგვისტოს პოლანსკის დაბადების დღე იყო, შერონი უცდიდა, რომ სახლში დაბრუნდებოდა და ერთად აღნიშნავდნენ. 8-9 აგვისტოს მათ სახლში გოგონას მეგობრები დარჩნენ, თუმცა ის ღამე მათთვის საბედისწერო აღმოჩნდა...

პოლანსკის სახლს თავს დაესხნენ. ყველა დახოცეს, ორსული შერონი სთხოვდა, შვილის გამო მაინც შეებრალებინათ, მაგრამ ისიც სასტიკად მოკლეს და სისხლით კედლები შეღებეს.

მეუღლისა და ჯერ არდაბადებული შვილის გარდაცვალებამ ძალიან შეცვალა პოლანსკი, კინაღამ გაგიჟდა, მისი მეგობრები იხსენებენ, რომ კედელს ურტყამდა მუშტებს და ვერ აჩერებდნენ. გამოძიება ექვსი თვის განმავლობაში მიმდინარეობდა და არაერთხელ შევიდა ჩიხში. საბოლოოდ, მკვლელობაში სექტა "ოჯახის" წევრები სცნეს ბრალდებულად. 1972 წელს სასამართლო გაიმართა, რომან პოლანსკი ვერ დაესწრო, რადგანაც ვერ შეძლო მოესმინა, სექტის წევრები რა სიამოვნებით ჰყვებოდნენ, როგორ სადისტურად გაუსწორდნენ ორსულ შერონს. სექტის ყველა წევრს სიკვდილით დასჯა მიუსაჯეს, მაგრამ გაუმართლათ, რადგანაც იმავე წელს კალიფორნიის შტატში სიკვდილით დასჯა გაუქმდა და სამუდამო პატიმრობით შეიცვალა. ჩარლზ მენსონი, სექტის ხელმძღვანელი, მთელი მსოფლიოს მასშტაბით გახდა ცნობილი და ბევრ ადამიანს ეშინოდა მისი. ის ვადამდე გათავისუფლებას ითხოვდა, თუმცა მისი არც ერთი მოთხოვნა არ დაკმაყოფილებულა. ციხეში 2017 წელს გარდაიცვალა.

mshoblebi
ჩარლზ მენსონი

რომან პოლანსკი შერონის გარდაცვალებიდან შვიდი წლის შემდეგ კვლავ დაქორწინდა. მეუღლის გარდაცვალებიდან ერთ თვეში 15 წლის მსახიობ ნასტასია კინსკისთან დაიწყო ურთიერთობა, მაგრამ ოფიციალურად 1989 წელს მოიყვანა მეორე ცოლი. მისი მეორე ცოლი ემანუელ სენია, რომელმაც ორი შვილი გაუჩინა, ითმენდა და ახლაც იტანს უამრავ ინტრიგასა და სექსუალურ სკანდალებს, რაც მის ქმართანაა დაკავშირებული.

mshoblebi