სანამ ბავშვის სახელს აირჩევთ, დაფიქრდით... - რა უნდა გაითვალისწინოთ ბავშვისთვის სახელის დარქმევამდე - მშობლები

სანამ ბავშვის სახელს აირჩევთ, დაფიქრდით... - რა უნდა გაითვალისწინოთ ბავშვისთვის სახელის დარქმევამდე

2021-11-19 08:54:55+04:00

დღეს ერთგვარ მოდად იქცა ბავშვისთვის უცხო და უცნაური სახელების დარქმევა. მშობლები სოციალური ქსელებიდან დაწყებული, ვებ-გვერდებით დამთავრებული ეძებენ გამორჩეულ სახელს. ზოგს კი პირიქით, მხოლოდ სახელოვანი წინაპრების, რელიგიური მოღვაწეების და მშობლების სახელების არჩევა სურს. გთავაზობთ რამდენიმე რჩევას სახელის დარქმევამდე, რომელზეც შესაძლოა, თქვენ არ დაფიქრებულხართ.

დაფიქრდით, რას ნიშნავს ეს სახელი

სახელებს გარკვეული მნიშვნელობები აქვთ, მაგალითად, ელენე ნათელს ნიშნავს, ალექსანდრე - მცველს და ა.შ.

სახელის არჩევისას შეგიძიათ რელიგიური ან ოჯახური ფაქტორებიც გაითვალისწინონ. შესაძლოა, ბავშვს დაარქვან ვინმე ცნობილი ადამიანის სახელი, რომელსაც ოჯახი განსაკუთრებულ პატივს სცემს.

რამდენად პოპულარულია ეს სახელი დღეს?

სანამ სახელს აირჩევთ, დაფიქრდით, როცა თქვენი შვილი ბაღში არ სკოლაში შევა, მის ჯგუფში ხომ არ აღმოჩნდება 4-5 იმავე სახელის ბავშვი.

საქართველოში ბევრია ისეთი სახელი, რომელიც მოდიდან არასდროს გადადის, თუმცა თანდათანობით ემატება ახალი სახელები, რომლებსაც უკვე ძალიან ბევრ ბავშვს არქმევენ. მაგალითად, მათე, ანი, საბა...

საერთაშორისო სახელები

ვრცელია ისეთი უცხოური სახელების ჩამონათვალი, რომლითაც ნებისმიერ ქვეყანაში ადამიანი თავს კომფორტულად იგრძნობს - ემა, ანა, ლუკა, ნიკოლოზი, მეგი, მერი, აგატა, სტეფანე, მარგარიტა, კლარა, ევა, ერიკი, დავითი და ა.შ.

როგორ უხდება გვარს

იმაზე დაფიქრებაც ღირს, თქვენი მომავალი შვილის სახელი რამდენად ახლოს იქნება და-ძმის სახელებთან, რამდენად მოუხდება გვარს. ისე ნუ დაარქმევთ, რომ და-ძმის სახელები ვინმეს ერთმანეთში აერიოს. მაგალითად, ნათია და თათია, აკო და ვაკო და ა.შ.

მნიშვნელობა აქვს გვარსაც, თუ გრძელი, ცოტა რთულად წარმოსათქმელი გვარია, სახელსაც მსგავსს ნუ შეურჩევთ. მაგალითად, სახლთხუციშვილს, გარსევანიშვილს, წინამძღვრიშვილს ჯობია მოკლე სახელი ერქვას, მაგალითად რევაზ, დავით, ლუკა და არა ღვთისავარ, მიქაელ, სიდონია და ა.შ.

შეთანხმება მხოლოდ ბავშვის მამასთან

ხომ იცით, რამდენი ადამიანიც არსებობს, იმდენი მოსაზრებაა. სახელი კი ერთი უნდა აარჩიოთ. ამიტომ ჯობს უახლოეს ადამიანთან, ბავშვის მამასთან ერთად მოითათბიროთ. რატომ უნდა მიიღოთ სხვათა რჩევები, რომლებიც თავიანთი ემოციური განწყობისა და შეხედულებების მიხედვით გთავაზობენ ვარიანტებს. სხვისი ემოციების გავლენით არჩეული სახელი თქვენს შვილს ნამდვილად არ სჭირდება.

და ბოლოს...

სახელი თქვენ, მშობლებს უნდა მოგწონდეთ, რადგან მოგიწევთ მისი წარმოთქმა ძალიან დიდხანს, მრავალი წლის განმავლობაში...

altრა უნდა ქნათ, როცა ბავშვს საკუთარი სახელი არ მოსწონს და ითრგუნება, ან რა უნდა იცოდეთ ბავშვისთვის სახელის შერჩევისას - ფსიქოლოგის რჩევები მშობლებს

alt''მეტსახელის გამო ბავშვი შეიძლება ჩაგვრის ობიექტი გახდეს..." - რჩევები მშობლებს, გამოცდილი ადამიანებისგან

altრა სხვაობაა ნათლობისა და ოფიციალურ სახელებს შორის - როგორ შევურჩიოთ ბავშვს სახელი