65 წლის ჰოლივუდის ვარსკვლავი ქუჩაში ფეხშიშველი და მოუწესრიგებელი დადის - მშობლები

65 წლის ჰოლივუდის ვარსკვლავი ქუჩაში ფეხშიშველი და მოუწესრიგებელი დადის

2021-11-24 07:35:18+04:00

ფოტოებზე გამოსახული ქალი, რომელიც ქუჩაში ფეხშიშველი დადის, 1990-იანი წლების ერთ-ერთი ყველაზე წარმატებული და ცნობადი მსახიობი ჯინა დევისია. ის ახლა 65 წლისაა და მსგავს ფორმაში ლოს-ანჯელესის ქუჩაში ფოტოგრაფებმა შენიშნეს. მოუწესრუგებელმა ქალმა, რომელსაც ფეხსაცმელიც არ ეცვა, ბევრი ადამიანის ყურადღება მიიპყრო.

mshoblebi

ჯინა დევისმა 50-ზე მეტ ფილმში ითამაშა, ზოგიერთმა სახალხო აღიარება, "ოსკარი" და "ოქროს გლობუსი" მოუტანა, ნაწილმა კი - პირიქით.

ახლა დევისი ცნობილია, როგორც ქალთა უფლებების დამცველი. სპორტში გენდერული თანასწორობის მომხრეა, ებრძვის სექსიზმსა და დისკრიმინაციას. 2020 წელს სოციალური და გარემოსდაცვითი თემების აქტიური გულშემატკივრობისთვის მან ჯინ ჰერშოლტის ჰუმანიტარული პრემიაც მიიღო.

mshoblebi

მიუხედავად იმისა, რომ მსახიობი ოთხჯერ იყო დაქორწინებული, ოჯახური ბედნიერება ვერავისთან იპოვნა. მისმა პირველმა ქორწინებამ, სარესტორნო ბიზნესის მენეჯერთან, რიჩარდ ემოლოსთან ერთ წელსაც არ გასტანა.

1986 წელს ეკრანებზე დევიდ კრონენბერგის ფილმი "ბუზი" გამოვიდა, რომლის გადასაღებ მოედანზეც ქალმა მეორე ქმარი ჯეფ გოლდბლიუმი გაიცნო. სამწუხაროდ, არც ეს ქორწინება ყოფილა ხანგრძლივი და ცოლ-ქმარი ერთმანეთს სამი წლის შემდეგ დაშორდა.

mshoblebi
ჯინა დევისი ჯეფ გოლდბლიუმთან ერთად

დევისის მესამე ქმარი რეჟისორი რენი ჰარლინი იყო, რომელმაც ცოლი რამდენიმე ცნობილ ფილმში ათამაშა. მათ შორისაა: "ხანგრძლივი კოცნა ძილის წინ" და "სიტყვების გარეშე".

ერთ-ერთი ცნობილი ფილმი "ავაზაკთა კუნძული" კი წარუმატებელი აღამოჩნდა. 100 მილიონი დოლარიდან მან 10-ჯერ ნაკლები მოგება მოიტანა და გინესის რეკორდების წიგნში შევიდა, როგორც ყველა დროის ყველაზე წარუმატებელი ფილმი, რომლის გადასაღებადაც ბევრი ფული დახარჯეს. რამდენიმეწლიანი ქორწინების შემდეგ წყვილი სკანდალების გარეშე დაშორდა ერთმანეთს.

mshoblebi
ჯინა დევისი და მეთიუ მოდაინი რენი ჰარლინის ფილმში "ავაზაკთა კუნძული"

ჯინამ მეოთხედ პლასტიკურ ქირურგ რეზი ჯარაჰიზე იქორწინა, რომელიც მსახიობზე 15 წლით უმცროსი იყო. 46 წლის ასაკში დევისმა პირველი შვილი, ალისე გააჩინა. ორი წლის შემდეგ წყვილს ტყუპი კიან უილიამი და კაის სტივენი ეყოლა.

mshoblebi

როგორც ჩანს, ცოლ-ქმარს შორის დაუძლეველი უთანხმოება იყო, რის გამოც წყვილი დაშორდა.

mshoblebi
მეოთხე ქმართან და შვილებთან ერთად

რატომ გამოჩნდა ჯინა ქუჩაში ასეთ მდგომარეობაში, ამას ჯერ ვერ ხსნიან. შესაძლოა, მას ფსიქოლოგიური პრობლემები აქვს, რომელსაც ვერ ძლევს.