ალა პუგაჩოვამ მსახიობ ოლეგ მენშიკოვის გადაცემაში საკუთარ თავსა და ბოლოდროინდელ გამოწვევებზე ისაუბრა.
რუსი პრიმადონა საუბრობს იმაზე, თუ როგორ ლანძღავენ სოციალურ ქსელში დიდი ასაკის გამო, რომ გამუდმებით უწოდებენ "მოხუცს", "ბებრუხანას"...
- დიახ, ასეთი ვარ, მოხუცი ვარ.... ვბერდები და იმის თქმასაც არ აქვს აზრი, რომ ჩემი სული ახალგაზრდაა... წლებს მოაქვს თავისი... თუმცა მე ვცდილობ ვიცხოვრო დღევანდელი დღით, ყოველი წუთით და წამით...