„მშობლების უმრავლესობა გვეუბნება, რომ „მწვანე პასპორტი“ არ აქვთ და გასართობ ცენტრში 2-3 წლის შვილს მარტო ვერ დატოვებს“ - "მწვანე პასპორტის" გამო საბავშვო ცენტრებში მშობლებს პრობლემები ექმნებათ - მშობლები

„მშობლების უმრავლესობა გვეუბნება, რომ „მწვანე პასპორტი“ არ აქვთ და გასართობ ცენტრში 2-3 წლის შვილს მარტო ვერ დატოვებს“ - "მწვანე პასპორტის" გამო საბავშვო ცენტრებში მშობლებს პრობლემები ექმნებათ

2021-11-30 13:31:42+04:00

იმედია რაღაც ცვლილება მოხდება ამ რეგულაციაში ისე, რომ სექტორი არ დაზარალდეს - ამის შესახებ "ბიზნესპრესნიუსთან" გასართობი ცენტრების ასოციაციის ხელმძღვანელმა გიორგი მთიულიშვილმა განაცხადა. ამით მთიულიშვილი იმ რეგულაციას გამოეხმაურა, რომლის მიხედვით 1-ლი დეკემბრიდან გასართობ ცენტრებსა და სხვა დაწესებულებებში „მწვანე პასპორტის“ გარეშე შესვლა იკრძალება.

მისი თქმით, სექტორი ჩამოშლის პირზეა, ხოლო "მწვანე ბარათების" რეგულაცია პრობლემას კიდევ უფრო გაამწვავებს.

"დაბნეულები ვართ. ძალიან დაძაბულ გარემოში მოგვიწევს მუშაობა 1 - ლი დეკემბრიდან და არ ვიცით, რა იქნება, არასწორ დროსაა შერჩეული აღნიშნული რეგულაციის ამოქმედება.

აქამდე მიღებული რეგულაციებს ვიცავდით. ახლა ვერ ვხვდებით ახალი რეგულაციების ლოგიკურობას "მწვანე კოვიდ პასპორტებთან" დაკავშირებით. მივესალმებით „მწვანე ზონებს“, უბრალოდ, როდესაც ქვეყანაში მხოლოდ 30% -ია ვაქცინირებული, ეს არის პრობლემა და რთულია ამ პირობებში ცენტრში მოსულ ადამიანს „მწვანე პასპორტი“ მოსთხოვო.

დეკემბრის ჯავშნები ჯერ არ გვაქვს. მშობლების უმრავლესობა გვეუბნება, რომ „მწვანე პასპორტი“ არ აქვთ და ცენტრში 2-3 წლის შვილს, 2 საათით მარტო ვერ დატოვებს. ჩვენ კი მოგვიწევს ცენტრში შემოსვლაზე ყველას უარი ვუთხრათ, ვისაც აღნიშნული პასპორტი არ ექნება. შესაბამისად, ისედაც განადგურების პირას მყოფ სექტორზე ეს რეგულაციები კიდევ უფრო დამანგრევლად აისახება.

იმედია რაღაც ცვლილება მოხდება ამ რეგულაციაში ისე, რომ სექტორი არ დაზარალდეს. რესტორნებთან მიმართებაში ეს შეზღუდვა ბევრად მარტივად იმუშავებს, რადგან ვინც რესტორანში მიდის - ძირითადად გასართობად, მას გააზრებული აქვს „მწვანე პასპორტის“ შინაარსი

განაგრძეთ კითხვა