რთული ორთოპედიული მდგომარეობის დამარცხება ქირურგიული ჩარევის გარეშე - ნახეთ საოცარი შედეგები - მშობლები

რთული ორთოპედიული მდგომარეობის დამარცხება ქირურგიული ჩარევის გარეშე - ნახეთ საოცარი შედეგები

2021-12-15 10:51:20+04:00

რთული ორთოპედიული პრობლემის ქირურგიული ჩარევის გარეშე თითქმის შეუძლებლად მიიჩნევენ ხოლმე, თუმცა ქართველი ექიმების სწორი მკურნალობითა მარნეულის "ჯეო ჰოსპიტალსის" სამშობიარო და ამბულატორიული სამედიცინო ცენტრის ბაზაზე ამოქმედებულ თანამედროვე სარეაბილიტაციო ცენტრში აღნიშნული მეთოდის გარეშე უკვე ათეულობით მოზარდმა დაძლია რთული მდგომარეობა.

როგორც კლინიკაში განმარტავენ, სარეაბილიტაციო ცენტრში მკურნალობის მეთოდოლოგია სრულად შეესაბამება ევროპასა და აშშ-ში აპრობირებულ სამედიცინო გაიდლაინებს. ადგილზე მუშაობენ თბილისიდან მოწვეული წარმატებული სპეციალისტები.

,,მარნეულის მოსახლეობისთვის შესაძლებელი გახდა, ჩვენს რეგიონში ყველაზე მოთხოვნადი სამედიცინო მომსახურების ადგილზე მიღება ცნობილი ქირურგ-ორთოპედების ჩართულობით, რაც აქამდე შეუძლებელი იყო. მნიშვნელოვანია, რომ ორთოპედიული მიმართულების დარბაზი ბევრ შესაძლებლობებს აჩენს მოსახლეობის ხელმისაწვდომობის თვალსაზრისითაც; მათ საშუალება აქვთ სხვადასხვა კომპლექსური სამედიცინო მომსახურება მიიღონ, როგორიცაა ტრავმული, იშემიური თუ პოსტოპერაციული რეაბილიტაცია, რაც ხანგრძლივ პროცესს მოიცავს“, -განაცხადა მარნეულის „ჯეო ჰოსპიტალსის“ სამშობიარო და ამბულატორიული სამედიცინო ცენტრის დირექტორმა ნინო კობერიძემ. მისივე თქმით, ცენტრის ამოქმედებისთანავე, მოთხოვნა მოსახლეობის მხრიდან საკმაოდ მაღალია, რაც ჩატარებული სარეაბილიტაციო კურსით მიღებულმა შედეგებმაც განაპირობა.

mshoblebi

რეაბილიტოლოგი მამუკა წერდიანი მარნეულის „ჯეო ჰოსპიტალსის“ მოქმედ სარეაბილიტაციო ცენტრში მოწვეული სპეციალისტის რანგში იღებს პაციენტებს. როგორც ის განმარტავს, ორთოპედიული პრობლემა საკმაოდ გავრცელებულია და პაციენტების ნაკადიც დიდიa.

„ოპერაციული ჩარევის გარეშე, გახსნიდან რამდენიმე თვეში ათეულობით მოზარდმა მიიღო სხვადასხვა ტიპის სამკურნალო მომსახურება, მათთვისაც კი წარმოუდგენელი შედეგით, ამიტომ ძალიან მნიშვნელოვანია სწორ ასაკში და დროულად დავიწყოთ მკურნალობა სასურველი შედეგის მისაღებად, ასევე, შესაძლებელია, საჭიროების შემთხვევაში, ადგილზე დაიგეგმოს ოპერაციული ჩარევაც“, - განმარტა რეაბილიტოლოგმა.

აღსანიშნავია, რომ პარალელურად „ჯეო ჰოსპიტალსი“ აქტიურ მოლაპარაკებებს აწარმოებს მარნეულში უცხოელი სპეციალისტების ჩამოყვანის თაობაზე.