"არავითარი სოცქსელები 16 წლამდე..." - პენელოპა კრუსი და ხავიერ ბარდემი შვილებს ტელეფონებს და სოციალურ ქსელებს უკრძალავენ - მშობლები

"არავითარი სოცქსელები 16 წლამდე..." - პენელოპა კრუსი და ხავიერ ბარდემი შვილებს ტელეფონებს და სოციალურ ქსელებს უკრძალავენ

2021-12-22 06:34:33+04:00

47 წლის პენელოპა კრუსსა და 52 წლის ხავიერ ბარდემს ორი შვილი ჰყავთ - 10 წლის ლეონადრო და 8 წლის ლუნა. წყვილი ბავშვებს არა მხოლოდ პაპარაცებისა და საჯაროობისგან იცავს, არამედ მათ აკრძალული აქვთ ტელეფონების გამოყენება და სოციალურ ქსელშიც პირადი პროფილები არ აქვთ.

პენელოპამ აღიარა, რომ ეს მისი მკაფიო გადაწყვეტილებაა. "ძალიან სერიოზული დამოკიდებულება მაქვს ტექნოლოგიებისადმი, განსაკუთრებით ჩემი შვილების ცხოვრებაში. მაგალითად, თუ ვაპირებთ რაღაც ფილმების ყურებას, როგორ ავუკრძალავ ამის გაკეთებას. ჩემს ბავშვობაში ეს ყველაზე ბედნიერი მომენტები იყო. მაგრამ არ ვრთავ ნებას, გამოიყენონ ტელეფონები, სანამ არ გაიზრდებიან და არავითარი სოციალური ქსელები მინიმუმ 16 წლამდე. მე ეს მესმის, როგორც მათი ფსიქიკური ჯანმრთელობის დაცვა, თუმცა როგორც ჩანს, უმცირესობაში ვარ", - ამბობს მსახიობი, - "ძალიან მეცოდება ბავშვები, რომლებიც ახლა გარდატეხის ასაკში არიან. სამყარო თითქოს მათზე რაღაც რაღაც ექსპერიმენტს ატარებს. არ არის ამ დროს დაცული მათი ტვინი, რომელიც ჯერ კიდევ ვითარდება".

alt"დედობა საუკეთესოა, რაც ქალს შეუძლია განიცადოს..." - რატომ მალავს შვილებს პენელოპა კრუსი