"რა საოცარია ცხოვრება: წლები გავიდა მისი წასვლიდან, მანჩო კი ისევ მეხმარება და მეხმარება..." - დათო გორგილაძის ემოციური პოსტი გარდაცვლილ დედას - მშობლები

"რა საოცარია ცხოვრება: წლები გავიდა მისი წასვლიდან, მანჩო კი ისევ მეხმარება და მეხმარება..." - დათო გორგილაძის ემოციური პოსტი გარდაცვლილ დედას

2021-12-22 10:32:14+04:00

მწერალი, ტელეწამყვანი დათო გორგილაძე ორი წლის წინ გარდაცვლილ დედასთან კავშირის შესახებ წერს:

"წლებია, რაც ჩემს გარდერობში ხელუხლებლად კიდია ლურჯი პერანგი.

წლებია, რაც დილის გადაცემა მიმყავს.

პერანგი დედას დაუთოებულია - უკანასკნელი ჩემი ტანსაცმლიდან, რასაც შეეხო.

05:00-ზე ვიღვიძებ.

ნელა ვმოძრაობ ნინია და რემედიოსი რომ არ გავაღვიძო. დრო საკმარისზე მეტი მაქვს, რომ აზრზე მოვიდე. ინსტრუქცია მარტივია: სხვა რომ გამოაფხიზლო, თავადაც ფხიზლად უნდა იყო.

ამ წლების განმავლობაში არცერთხელ არ ჩამძინებია.

მხოლოდ ერთხელ, ამასწინათ.

mshoblebi

მივხვდი, ტელევიზიის გარდერობში ჩაცმას ვერ მოვასწრებდი.

სამგიეროდ გამახსენდა, რომ ჩემს კარადაში ერთი ლურჯი პერანგია, ამქვეყნად ყველაზე კარგად დაუთოებული, ერთდროულად ყველაზე უშნო და ძვირფასი. პერანგი, რომელსაც დედაჩემის ფიქრები აყრია.

რა საოცარია ცხოვრება: წლები გავიდა მისი წასვლიდან, მანჩო კი ისევ მეხმარება და მეხმარება."

თეკლა ჟვანია