"მამის გასვენებაში დადო პირობა, რომ მსოფლიოს საუკეთესო ფეხბურთელი გახდებოდა და გახდა კიდეც... მაგრამ წარმატება და ფული ბედისწერას ვერ ცვლის" - რონალდოს ოჯახური ტრაგედია - მშობლები

"მამის გასვენებაში დადო პირობა, რომ მსოფლიოს საუკეთესო ფეხბურთელი გახდებოდა და გახდა კიდეც... მაგრამ წარმატება და ფული ბედისწერას ვერ ცვლის" - რონალდოს ოჯახური ტრაგედია

2021-12-23 14:05:17+04:00

ნათქვამია, წარმატებული ადამიანის უკან უდიდესი შრომა, წარუმატებლობა, ტკივილი, თუმცა მომავლის იმედი გვხვდებაო. ეს მართლაც ასეა. კონკრეტულად სპორტსმენებზე რომ ვისაუბროთ, მათი ამდენი წვალება ოცნებების ახდენას, დიდ სპორტულ სამყაროში ჩაბმასა და ისტორიაში საკუთარი კვალის დატოვებას გულისხმობს.

პორტუგალიის ნაკრებისა და "მანჩესტერ იუნაიტედის" ლიდერ კრიშტიანო რონალდოს დიდებული კარიერა გამოუვიდა, რომელსაც დღესაც წარმატებით განაგრძობს. მას საუკეთესო ფეხბურთელად მოიაზრებენ. თუმცა ამ წარმატების უკან უდიდესი ტკივილი იმალება.

რონალდოს მამა ალკოჰოლიკი იყო, რომელმაც თავისი შვილის დიდებულ კარიერას ვერ მოესწრო. მამა, ჟოზე დინის ავეირო, 2005 წელს ჭარბი სმის გამო გარდაიცვალა. მაშინ რონალდო 20 წლის გახლდათ.

"მე მამაჩემს 100%-ით ნამდვილად არ ვიცნობდი. ის მუდმივად ნასვამი იყო. შემიძლია გითხრათ, რომ მას არ ვესაუბრებოდი. ჩვენ ერთმანეთთან, ფაქტობრივად, კომუნიკაცია არც გვქონდა, რადგან რთულია, არაფხიზელ მდგომარეობაში მყოფ ადამიანს ესაუბრო. ძალიან მწყდება გული, რადგან ის პირველი უნდა ყოფილიყო, ვინც ჩემს მიღწევებს, ტიტულებსა და გატანილ ბურთებს ნახავდა" - განაცხადა რონალდომ პიერს მორგანთან ინტერვიუში.

ჯარისკაცის ცხოვრება

ჟოზე დინის ავეირო ჯარში გაიწვიეს, როცა პორტუგალია ანგოლის წინააღმდეგ იბრძოდა. საბოლოოდ კი დამარცხდნენ. ჟოზემ და მის გვერდით მებრძოლმა ჯარისკაცებმა ბრძოლა წააგეს, ნახეს საშინელი სისასტიკე, სიღარიბე და გაჭირვება, რამაც მათი აზროვნებიდან გადაგვარება გამოიწვია.

"მამამისი კარგად მახსოვს. შვილის ასეთი წარმატება რომ ენახა, ბედნიერი იქნებოდა. სამწუხაროდ, მას პრობლემები კისერზე აწვებოდა. წარმოიდგინეთ, საჭმელიც კი არ ჰქონდათ. კრიშტიანომ ყველაფერი გააკეთა, რათა მის მამას სასმლისთვის თავი დაენებებინა და დღემდე ჩვენ გვერდით ყოფილიყო, მაგრამ ფულიც კი ვერ შეცვლის იმას, რაც ბედისწერამ გარგუნა. როდესაც ჟოზე გარდაიცვალა, რონალდო გასვენებაში ჩამოვიდა და მაშინ თქვა, რომ ის მსოფლიოს საუკეთესო ფეხბურთელი გახდებოდა და გახდა. ის არასდროს ტეხდა სიტყვას, რის დასამტკიცებლადაც "ოქროს ბურთი" 5-ჯერ მოიგო, მაგრამ მამამისმა მისი დიდებულება ვერ დაინახა."

უკიდურესი გაჭირვების გამო ჟოზე ჯერ მებაღე იყო, შემდგომ კი "ანდორინას" გუნდის გასახდელის დამლაგებელი გახდა, რადგან მისი შვილი ამ გუნდში თამაშობდა, თინეიჯერულ ასაკში კი სპორტსმენისთვის მამის გვერდით ყოლა უდიდესი ბედნიერებაა. კრიშტიანოს თავისი თანაგუნდელები მამის ცუდი სამსახურის გამო დასცინოდნენ, თუმცა ამ ყველაფერმა "რონი" არ შეაჩერა... ვინ იცის, სად არიან ახლა მისი ყოფილი თანაგუნდელები

განაგრძეთ კითხვა და იხილეთ ფოტოები