ნამდვილი მეგრული საცივი 2022 წლის საახალწლო სუფრისთვის - ექსკლუზიური რეცეპტი ჟურნალ „გემრიელიას“ ახალი წლის ნომრიდან - მშობლები

ნამდვილი მეგრული საცივი 2022 წლის საახალწლო სუფრისთვის - ექსკლუზიური რეცეპტი ჟურნალ „გემრიელიას“ ახალი წლის ნომრიდან

2021-12-28 09:10:57+04:00

მთავარ კერძად ქართული საახალწლო სუფრის მშვენებას, საცივს გთავაზობთ, ამჯერად - მეგრულ ვარიანტს. საცივის ამ ვარიანტს არ სჭირდება მოხარშვა, იგი ბულიონის ბაზაზე მზადდება. შეგიძლიათ მოამზადოთ როგორც ინდაურის, ასევე ქათმისგან. როგორც წესი, სამეგრელოში ამ რიტუალური კერძს მხოლოდ ხელით ამზადებენ, პროცესი რთული და ხანგრძლივია, ამასთან, საჭიროებს სპეციალურ ინვენტარს, რომელიც შეიძლება შინ არ მოგვეპოვებოდეს. ჩვენ შევეცადეთ, შედარებით გაგვემარტივებინა რეცეპტი და ისე შემოგვეთავაზებინა თქვენთვის. გაითვალისწინეთ, სანელებლები მაინც გემოვნების საკითხია და შეგიძლიათ მეტი ან ნაკლები გამოიყენოთ.

ინგრედიენტები

ინდაური - 1 ც ნიგოზი - 1.2-1.5 კგ მიხაკი - 3-4 მარცვალი დარიჩინი - 1 ნატეხი ნიორი - 2-3 კბილი ქინძი და ოხრახუში - 1 პატარა კონა ხახვი - 1 დიდი თავი ხმელი ქინძი - 1 სკ უცხო სუნელი - 2 სკ ყვითელი ყვავილი - 1 სკ მარილი, წიწაკა იხილეთ მომზადება