საუზმე არა მხოლოდ დილის სასიამოვნო რიტუალია, არამედ აუცილებელია ჩვენი ორგანიზმის გამართული ფუნქციონირებისთვის. თუმცა, არის პროდუქტები, რომელთა მიღებაც მშიერ კუჭზე არ შეიძლება. ეს პროდუქტები ჯობს დღის მეორე ნახევარში გადაიტანოთ, ან ჯერ სხვა რამე მიირთვათ და შემდეგ დააყოლოთ.
ბანანი - დილით, უზმოზე ამ ხილის ჭამის ჩვევა დროთა განმავლობაში გულის პრობლემებს იწვევს. ეს განპირობებულია იმით, რომ ბანანი მაგნიუმის დონეს ორგანიზმში მკვეთრად ზრდის და სისხლში კალციუმის ბალანსს არღვევს. იმ ადამიანებმა, რომლებსაც თირკმელების პრობლემა აქვთ, უმჯობესია ზოგადად მინიმუმამდე დაიყვანონ ამ ეგზოტიკური ხილის რაოდენობა, რათა თავიდან აიცილონ ჰიპერგლიკემია და სხვა საშიში დაავადებები. ასევე არასასურველია ფორთოხალი.
ნუ დაიწყებთ დღეს ფინჯანი ყავით. ამით შესაძლოა გულძმარვის ან ნაწლავის ლორწოვანი გარსის გაღიზიანება გამოიწვიოთ. დილით, უზმოზე ფინჯანი ყავის მიღებით არა მხოლოდ არღვევთ საჭმლის მონელების პროცესს, არამედ შესაძლოა ნახევარი დღე მუცლის ტკივილი გაწუხებდეთ. ბევრი ადამიანი, ვისაც დილით არომატული ყავის დალევა უყვარს, გასტრიტსა და წყლულს უჩივის. ჯობს, ჯერ მიირთვათ და მერე დააყოლოთ ყავა.
რძე სუფთა სახით და მაღაზიის იოგურტი - ცარიელ კუჭზე არ გვირჩევენ მათ მიღებას. ჯობს, ჯერ რამე მიირთვათ ან რძე სხვა სახით მიიღოთ - რძიანი ფაფა, მუსი და ა.შ.. ასევე ხაჭოს აქვს მაღალი გლიკემიური ინდექსი, ამიტომაც ექიმები გვირჩევენ, ის დღის მეორე ნახევრისთვის მივირთვათ ან დილით ჩირეულით და თხილეულით "გავანეიტრალოთ".
პომიდორი - უზმოზე მისი მიღება ხელს უწყობს კუჭ-ნაწლავის დაავადებების გამწვავებას. ასევე არ გვირჩევენ დილით უმი ბოსტნეულის მირთმევას.
უზმოზე ტკბილეულის მიღება დიაბეტის რისკს ზრდის. სწრაფი ნახშირწყლები მალევე შეიწოვება სისხლში და შედეგად - დღის განმავლობაში განწყობის დაქვეითება, ენერგიის დაკარგვა, თავის ტკივილი შეგაწუხებთ.
ნიორი და ის კერძები, რომლებშიც ნიორს იყენებთ, უმჯობესია სადილზე გადაიტანოთ. ეს პროდუქტი ალიცინს შეიცავს, რომელიც აღიზიანებს კუჭს და იწვევს გულძმარვას.
სწრაფი სუპები, შებოლილი პროდუქტები და კონსერვები - არომატიზატორებმა და სხვა მავნე დანამატებმა უზმოზე რეგულარულად მოხმარებისას, შეიძლება გამოიწვიოს მრავალი საშიში დაავადების პროვოცირება.
ხორცი და თევზი შეუცვლელი და ჯანსაღი პროდუქტებია. მაგრამ უზმოზე, ისინი დიდი რაოდენობით არ უნდა მიირთვათ, რადგანაც თირკმლისა და ღვიძლის დატვირთვა გაიზრდება. გარდა ამისა, ეს პროდუქტები შემწვარი და შებოლილი სახით ძალიან ბევრ მარილსა და მავნე დანამატებს შეიცავს.
ალკოჰოლი - სწრაფად შეიწოვება და კუჭის ლორწოვან გარსს აღიზიანებს. შედეგად, არა მხოლოდ უფრო სწრაფად დათვრებით, არამედ გასტრიტის, წყლულის, პერიტონიტის და ღვიძლის პრობლემების რისკის ქვეშ დადგებით.
არ დაგავიწყდეთ, რომ ცივმა საკვებმა, რომლებიც ჩვეულებრივ აქტუალურია ზაფხულში, თავისთავად შეიძლება კუჭ-ნაწლავის ტრაქტის გაღიზიანება გამოიწვიოს.
მაშინ რა მივირთვათ?
მარცვლეულის ფაფები, ყველი, კვერცხი ომლეტის ან სხვა სახით, ბლინები, სასარგებლო ბუტერბროდები, ჩირეული და თხილეული, არაჟანი, სახლის იოგურტი, კეფირი, თაფლი, კარაქი, პურეული.