საუზმე არა მხოლოდ დილის სასიამოვნო რიტუალია, არამედ აუცილებელია ჩვენი ორგანიზმის გამართული ფუნქციონირებისთვის. თუმცა, არის პროდუქტები, რომელთა მიღებაც მშიერ კუჭზე არ შეიძლება.
ბანანი - დილით, უზმოზე ამ ხილის ჭამის ჩვევა დროთა განმავლობაში გულის პრობლემებს იწვევს. ეს განპირობებულია იმით, რომ ბანანი მაგნიუმის დონეს ორგანიზმში მკვეთრად ზრდის და სისხლში კალციუმის ბალანსს არღვევს. იმ ადამიანებმა, რომლებსაც თირკმელების პრობლემა აქვთ, უმჯობესია ზოგადად მინიმუმამდე დაიყვანონ ამ ეგზოტიკური ხილის რაოდენობა, რათა თავიდან აიცილონ ჰიპერგლიკემია და სხვა საშიში დაავადებები. ნუ დაიწყებთ დღეს ფინჯანი ყავით. ამით შესაძლოა გულძმარვის ან ნაწლავის ლორწოვანი გარსის გაღიზიანება გამოიწვიოთ. დილით, უზმოზე ფინჯანი ყავის მიღებით არა მხოლოდ არღვევთ საჭმლის მონელების პროცესს, არამედ შესაძლოა ნახევარი დღე მუცლის ტკივილი გაწუხებდეთ. ბევრი ადამიანი, ვისაც დილით არომატული ყავის დალევა უყვარს, გასტრიტსა და წყლულს უჩივის. რძე - ეს ასევე ეხება ბოსტნეულს. ფაქტია, რომ ცილის უზარმაზარი რაოდენობის გამო, რომელიც ცარიელ კუჭში ჩადის, კუჭ-ნაწლავის ტრაქტის დატვირთვა გაიზრდება და უსიამოვნო შეგრძნებას მოგიტანთ.

პომიდორი - უზმოზე მისი მიღება ხელს უწყობს კუჭ-ნაწლავის დაავადებების გამწვავებას. ხაჭოს აქვს ძალიან მაღალი გლიკემიური ინდექსი, ამიტომაც ექიმები გვირჩევენ, ის დღის მეორე ნახევრისთვის მივირთვათ. უზმოზე ტკბილეულის მიღება დიაბეტის რისკს ზრდის. სწრაფი ნახშირწყლები მალევე შეიწოვება სისხლში და შედეგად - დღის განმავლობაში განწყობის დაქვეითება, ენერგიის დაკარგვა, თავის ტკივილი შეგაწუხებთ. ნიორი და ის კერძები, რომლებშიც ნიორს იყენებთ, უმჯობესია სადილზე გადაიტანოთ. ეს პროდუქტი ალიცინს შეიცავს, რომელიც აღიზიანებს კუჭს და იწვევს გულძმარვას. მშრალი საუზმე - შაქარმა, არომატიზატორებმა და სხვა მავნე დანამატებმა უზმოზე რეგულარულად მოხმარებისას, შეიძლება გამოიწვიოს მრავალი საშიში დაავადების პროვოცირება. ხორცი და თევზი შეუცვლელი და ჯანსაღი პროდუქტებია. მაგრამ უზმოზე, ისინი დიდი რაოდენობით არ უნდა მიირთვათ, რადგანაც თირკმლისა და ღვიძლის დატვირთვა გაიზრდება. გარდა ამისა, ეს პროდუქტები შემწვარი და შებოლილი სახით ძალიან ბევრ მარილსა და მავნე დანამატებს შეიცავს. ალკოჰოლი - სწრაფად შეიწოვება და კუჭის ლორწოვან გარსს აღიზიანებს. შედეგად, არა მხოლოდ უფრო სწრაფად დათვრებით, არამედ გასტრიტის, წყლულის, პერიტონიტის და ღვიძლის პრობლემების რისკის ქვეშ დადგებით.

არ დაგავიწყდეთ, რომ ცივმა საკვებმა, რომლებიც ჩვეულებრივ აქტუალურია ზაფხულში, თავისთავად შეიძლება კუჭ-ნაწლავის ტრაქტის გაღიზიანება გამოიწვიოს.
"თუ ბავშვმა დილით დროულად არ ისაუზმა, ირღვევა ჰორმონული ბალანსი... მშიერი ბავშვის დასწავლის უნარი დაქვეითდება..." - რამდენი საათია დასაშვები, რომ მოსწავლე მშიერი იყოს
რატომ არის საუზმე მნიშვნელოვანი მოსწავლისთვის და როგორ შევარჩიოთ რაციონი - ცნობილი პედიატრების რჩევები
ყველაზე სასარგებლო პროდუქტები საუზმისთვის