რისი თქმა შეუძლია დნმ-ის ტესტს ბავშვის შესახებ: ფარული ნიჭი და დაავადებებისადმი მიდრეკილება - მშობლები

რისი თქმა შეუძლია დნმ-ის ტესტს ბავშვის შესახებ: ფარული ნიჭი და დაავადებებისადმი მიდრეკილება

2022-01-04 09:32:05+04:00

ორგანიზმის განვითარების გენეტიკური პროგრამა დნმ-ის მოლეკულებში ინახება, რომლის საშუალებითაც ბავშვის ჯანმრთელობის, შესაძლებლობებისა და ფარული ნიჭის შესახებაც კი ბევრი რამის გაგება შეგიძლიათ.

არსებობს უამრავი სხვადასხვა გენეტიკური ანალიზი, რომლებიც საშუალებას გვაძლევს, ყველაფერი თუ არა, ძალიან ბევრი რამ გავიგოთ ადამიანის შესახებ - უპირველეს ყოვლისა, მისი ჯანმრთელობის, მემკვიდრეობითი რისკების, გარკვეული დაავადებებისა და ჭარბი წონისადმი მიდრეკილების შესახებ და სხვა მრავალი ინფორმაცია.

ბოლო დროს კი პოპულარული გახდა დნმ-ის ტესტები, რომლებიც წინასწარ განსაზღვრავენ ადამიანის თანდაყოლილი შესაძლებლობებისა თუ ფარული ნიჭის შესახებ ინფორმაციას. მაგალითად, თითქოს ტესტი ადგენს, ვის აქვს ყველა მონაცემი, რომ გახდეს სპორტსმენი, ან ვის აქვს შემოქმედებითი ნიჭი. ყველა მშობელს სურს, რომ მისი შვილი წარმატებული ადამიანი გახდეს. ამისთვის ხშირად ყველაფერს აკეთებენ, თუმცა, როგორც ჩანს, არსებობს ტესტი, რომელიც წინასწარ გეტყვით, რა მიმართულებით იქნება ბავშვი რეალიზებული. მაგრამ, მთავარი შეკითხვაა, რამდენად სანდოა ასეთი ტესტები? ღირს კი ყოველთვის მათი ჩატარება და საკმაოდ ძვირი ფასის გადახდა? გენეტიკოსები ასე განმარტავენ:

- სამედიცინო გენეტიკის თვალსაზრისით, უნივერსალური ანალიზი, რომელიც აბსოლუტურად ყველას მოერგება და ყველასთვის სავალდებულო იქნებოდა, ჩვენს რეალობაში არ არსებობს.

ნებისმიერი გენეტიკური ანალიზი მკაცრი ჩვენებითა და ექიმის რეკომენდაციით უნდა ჩატარდეს. დნმ-ის ტესტების მნიშვნელოვანი უპირატესობა ისაა, რომ ასაკობრივი შეზღუდვები არ არსებობს. გენეტიკური ტესტები შეიძლება ჩატარდეს ნებისმიერ ასაკში - ემბრიონის სტადიიდან სიბერემდე.

ინფორმაცია ჯანმრთელობის შესახებ

არსებობს 7 ათასზე მეტი სხვადასხვა მემკვიდრეობითი დაავადება, რომელთა დადასტურება მხოლოდ დნმ-ის ანალიზით შეიძლება. ასეთი დაავადებების დროული გამოვლენით შესაძლებელია მკურნალობის ჩატარება და გართულებების თავიდან აცილება. ასევე, ოჯახის ყველა წევრის გამოკვლევა და მათ პირველადი პრევენციის უზრუნველყოფა, რათა მომავალში დაავადების გადაცემის რისკი შემცირდეს.

გენეტიკური ტესტების ცალკე ჯგუფს იკავებს ის ანალიზები, რითაც წამლების ეფექტურობა დგინდება. ის, მეცნიერული თვალსაზრისით, აქტიურად ვითარდება და მომავალში შესანიშნავი ინსტრუმენტი გახდება ნებისმიერი ექიმისთვის.

mshoblebi

ასევე, არსებობს გენეტიკური ტესტები, რომლებიც აჩვენებს მემკვიდრეობით მიდრეკილებას ხშირი დაავადებებისადმი, მაგრამ მათი გამოყენება კლინიკურ პრაქტიკაში შეზღუდულია. როდესაც საქმე მხოლოდ ალბათობას ეხება, რეკომენდაციები პაციენტებისათვის ზოგადია, მაგალითად, ჯანსაღი ცხოვრების წესის დაცვა და ასე შემდეგ. ამიტომაც, საკითხავია, მსგავსი ზოგადი დებულებების მოსასმენად ღირს თუ არა გენეტიკური ტესტის ჩატარება.

ინფორმაცია სპორტისა და შემოქმედებითობის შესახებ

რაც შეეხება შემოქმედებითობის, სპორტისადმი მიდრეკილებასა და ა.შ. გენეტიკურ ანალიზს, კლინიკური გენეტიკის თვალსაზრისით, მათ არ გააჩნიათ საკმარისი მტკიცებულების ბაზა და კლინიკურ პრაქტიკაში ჯერ არ უნდა გამოიყენონ. მეცნიერებისთვის, კვლევის ნაწილში ნამდვილად საინტერესოა, თუმცა ექიმებმა ჯერჯერობით მუშაობისას არ უნდა გამოიყენონ და რეკომენდაციები ამაზე დაყრდნობით არ უნდა გასცენ. სპეციალისტების თქმით, მიღწევები სპორტსა თუ შემოქმედებაში ყოველთვის არ არის დაკავშირებული კონკრეტული ადამიანის გენოტიპთან და ასე ადამიანებისთვის წინასწარ განსაზღვრა, რაში მიაღწევენ წარმატებას, საშიშიც კია.

altრა გადაეცემა მემკვიდრეობით ბავშვს დედისგან და რა - მამისგან - რა უნდა იცოდეთ გენეტიკის შესახებ, ვიდრე შვილის გაჩენას დაგეგმავთ

altგენეტიკური დაავადება, რომელმაც ცეროდენა გოგო ვარსკვლავად აქცია - 17 წლის ასაკში მხოლოდ 10 კილოგრამს იწონის, მაგრამ ძალიან ბედნიერია

altრაზეა დამოკიდებული ბავშვის თვალის ფერი და სხვა ნაკვთები - გენეტიკის სასწაულები