შეიცვლება თუ არა სკოლებსა და ბაღებში სწავლის განახლების თარიღი - თამარ გაბუნია განმარტავს - მშობლები

შეიცვლება თუ არა სკოლებსა და ბაღებში სწავლის განახლების თარიღი - თამარ გაბუნია განმარტავს

2022-01-11 08:16:14+04:00

ჯანდაცვის მინისტრის მოადგილემ, თამარ გაბუნიამ დღეს საკოორდინაციო საბჭოს სხდომის დასრულების შემდეგ სწავლის დაწყებასთან დაკავშირებით განცხადება გააკეთა და აღნიშნა, რომ თარიღის ცვლილება ჯერჯერობით არ იგეგმება:

"დაავადებათა კონტროლის ცენტრი სასწავლო პროცესის გადავადებასთან დაკავშირებით ჯერჯერობით რეკომენდაციას არ იძლევა. ყველაფერი ისევე განხორციელდება, როგორც დაგეგმილ იყო. თუ ამის საჭიროება დადგა, რა თქმა უნდა, საბჭო ამ საკითხს დაუბრუნდება." - აღნიშნა თამარ გაბუნიამ.

შეგახსენებთ, რომ სკოლებსა და ბაღებში სასწავლო და სააღმზრდელო პროცესი ორშაბათიდან, 17 იანვრიდან უნდა აღდგეს.

თამარ იაკობაშვილი