"პირით სუნთქვისას ცივი ჰაერი გადადის ბრონქებში და ეს საკმაოდ სარისკოა" - როდის ჯობია შინ დარჩენა სეირნობას და როდის არის შარფი გამოსავალი - მშობლები

"პირით სუნთქვისას ცივი ჰაერი გადადის ბრონქებში და ეს საკმაოდ სარისკოა" - როდის ჯობია შინ დარჩენა სეირნობას და როდის არის შარფი გამოსავალი

2022-01-13 06:56:58+04:00

ზამთარში სეირნობისას ბევრი მშობელი შვილს შარფით უფარავს პირს, ზოგ შემთხვევაში ცხვირსაც და ფიქრობენ, რომ ამ გზით ბავშვი უფრო გამთბარ ჰაერს ჩაისუნთქავს და გაციების რისკებს შეამცირებენ. თუმცა, ბავშვის გაკაჟების მომხრე ექიმები ყოველთვის აღნიშნავენ, რომ სასუნთქი გზების უნარი, გაათბოს ჩასუნთქული ჰაერი, ბევრჯერ აღემატება ყველა შარფს და მისი საშუალებით სუნთქვა სულაც არ არის საჭიროა. მაგრამ, ყველაფერი არც ისე მარტივია. ექიმი კომაროვსკი აღნიშნავს:

- უპირველეს ყოვლისა, უნდა იცოდეთ, რომ დაბალ ტემპერატურაზე ბავშვმა უნდა ისუნთქოს ცხვირით: სწორედ ცხვირს შეუძლია, გაათბოს ჰაერი, ხოლო პირით სუნთქვის დროს ცივი, მშრალი ჰაერი გადადის ბრონქებში და ეს საკმაოდ სარისკოა.

თუ ბავშვი ცხვირით ვერ სუნთქავს, არც ერთი შარფი არ გაათბობს ჰაერს! გაუსუფთავეთ ცხვირი, გამოიყენეთ სპეციალური წვეთები ან დარჩით სახლში.

რა მოხდება, თუ გარეთ ძალიან ცივა და ცხვირი იწყებს გაყინვას: წარმოიქმნება თავდაცვითი რეაქცია, ცხვირის ღრუს ლორწოვანი გარსის სისხლძარღვების სპაზმი, რაც ნიშნავს, რომ ცხვირი რეალურად კარგავს ჩასუნთქული ჰაერის გათბობის უნარს.

შარფი, რომელიც პირსაც და ცხვირსაც ფარავს, ამოსუნთქულ თბილ ჰაერს სახესთან ახლოს ინარჩუნებს და ამით ცხვირს ათბობს! სისხლძარღვთა სპაზმი არ ხდება, შესაბამისად, შეგიძლიათ სეირნობა განაგრძოთ.

რჩევები შარფის გამოყენების შესახებ

რა თქმა უნდა, გვესმის, რომ თავად სიტყვა "შარფი" პირობითია. ეს შეიძლება იყოს ნებისმიერი ქსოვილი, სპეციალური დიზაინით ან სახელწოდებით . შარფი, როგორც წესი, არ არის საჭირო, თუ ბავშვი დახურულ ეტლშია - ამოსუნთქული ჰაერი შეზღუდულ სივრცეში ნარჩუნდება და გარდა ამისა, ქარისგანაც დაცულია ასე. შარფი შეიძლება გავუკეთოთ ბავშვს, როცა ღია ეტლში, ციგაზე ზის, როცა ნამდვილი ყინვა და ძლიერი ქარია. თუ ცხვირი გაყინული გაქვთ - ამ დროს შარფი უნდა გაუკეთოთ ბავშვსაც და თავადაც მოირგოთ. კიდევ ვიმეორებ: უნდა დაიფაროს პირიც და ცხვირიც. მხოლოდ პირის დაფარვას აზრი არ აქვს. გარდა ამისა, ქსოვილმა არ უნდა გააღიზიანოს კანი და არ უნდა იყოს ძალიან მჭიდროდ სახეზე.

altბავშვი და ყინვა - პედიატრის 14 პასუხი ყველაზე გავრცელებულ კითხვებზე