მისი მშობლების დანახვა უარესად გაგაოგნებთ ეს გოგონა ნამდვილ ანგელოზს ჰგავს. მართლა ანგელოზად იქცა თავისი მშობლებისთვისაც, რომლებიც გააოგნა გაჩენის დღიდან. ძნელი დასაჯერებელია, მაგრამ 8 წლის ავა კლარკის დედაც, მამაც და ყველა ნათესავიც შავკანიანია. გოგონა თანდაყოლილი ანომალიით – ალბინიზმით დაიბადა და სწორედ ამ თავისებურებამ გაუთქვა სახელი მსოფლიოში.
ავას უჩვეულო გარეგნობა სამოდელო სააგენტოებმაც შენიშნეს და ნამდვილი ბრძოლა გააჩაღეს, თუ ვის ერგებოდა ეს გოგონა. უკვე რამდენიმე სარფიან კონტრაქტს მოაწერა ხელი და რეგულარულად ღებულობს მონაწილეობას მოდურ ჩვენებებსა და ფოტოსესიებში.