ჩემნაირი დედები არ უნდა გააკრიტიკონ, რადგან ყველა ბავშვი ინდივიდუალურად იზრდება და ვითარდება 45 წლის დავინა რაიტმა გადაწყვიტა, თავისი სამი შვილი ძუძუს არ მოაცილოს. სამი ტყუპი – ორი გოგონა და ერთი ვაჟი, უკვე სამი წლის არიან, თუმცა დილა-საღამოს ძუძუს წოვენ.
ახალზელანდიელი დავინა ჰონკონგში ცხოვრობს ქმართან, ბიზნესმენ ჯეისონ რაიტთან ერთად. წყვილს 2011 წელს გაუჩნდა ტყუპი. დავინას და მის ქმარს მიაჩნიათ, რომ სანამ ექნებათ საშუალება, ბავშვებს ბუნებრივი კვება არ უნდა შეუწყვიტონ.
"მე მიმაჩნია, რომ დილა-საღამოს თავიანთი რიგის მოლოდინი ჩემს ბავშვებში კონკურენტულ სულს ზრდის. თანაც, მხოლოდ ასე შემიძლია, რამდენიმე წუთი გავატარო თითოეულ მათგანთან – ისინი ხომ მთელი დღე დარბიან და თამაშობენ, სხვანაირად ვერც ვურთიერთობ მათთან", - ამბობს მისის რაიტი.
დავინას აზრით, ის, რომ ბავშვები გაიზარდნენ, არ უშლის მათ ხელს, დედის რძით იკვებონ, თუ მათ ასე სურთ. "მხოლოდ სკვერებში თუ მაღაზიაში ყოფნისას ვეუბნები არას, ძუძუს წოვება მაინც ინტიმური პროცესია. თუმცა ჩემნაირი დედები არ უნდა გააკრიტიკონ, რადგან ყველა ბავშვი ინდივიდუალურად იზრდება და ვითარდება და სწორედ დედამ უნდა გადაწყვიტოს, რა მომენტში მოაშოროს ბავშვი ძუძუს".
ასევე იხილეთ:
ძუძუს წოვება 5-10 წლამდე - დედები, რომლებიც ახალ მოდას ამკვიდრებენ