ეს ფოტო ალბათ ბევრჯერ გინახავთ, მას ხშირად აზიარებენ და აქვეყნებენ. თუმცა ცოტამ თუ იცის მისი ნამდვილი ისტორია.
ბიჭუნა ფოტოზე 12 წლის ბრაზილიელი დიეგო ფრაზაო ტორკვატოა. ფოტო მისი საყვარელი მასწავლებლის დაკრძალვაზეა გადაღებული. დიეგო მისტირის პედაგოგს, რომელმაც ბრაზილიური გარეუბნების სიღატაკიდან, სიბინძურიდან და ქუჩური ცხოვრებიდან სწორედ მუსიკის დახმარებით იხსნა.
ეს ისტორიული ფოტო ერთ-ერთ ყველაზე ემოციურ ფოტოდ არის აღიარებული მსოფლიოში.