საქალწულე აპკი გოგონებში ხშირად ბევრი მითისა და არასწორი წარმოდგენის მიზეზია. ამიტომაც, თემის ირგვლივ ბევრი შეკითხვა უჩნდებათ და კომპეტენტურ პასუხებს ელიან. სხვადასხვა სამედიცინო ჯგუში აქტიურად წერენ და რჩევასაც ითხოვენ. ყველაზე ხშირად დასმული შეკითხვები შევაგროვეთ და ჩაჩავას კლინიკის დიაგნოსტიკური ცენტრის ხელმძღვანელს, კლინიკურ მენეჯერს, ასოცირებულ პროფესორს, მედიცინის აკადემიურ დოქტორს ლიკა ნადარეიშვილს ვთხოვეთ, კიდევ ერთხელ განემარტა ახალგაზრდებისთვის, რა არის საქალწულე აპკი და რა უნდა იცოდნენ მათ თემის ირგვლივ: - საქალწულე აპკი მდებარეობს საშოს შესასვლელში, უფრო იშვიათად, ოდნავ შიგნით, რომელიც ავიწროვებს საშოს შესავალ ხვრელს. დაბადებისას საქალწულე აპკი უფრო სქელია, თუმცა სქესობრივ მომწიფებასთან ერთად, ესტროგენების მიზეზით, აპკი თხელდება და ელასტიური ხდება, ხოლო შუახნის ასაკის დადგომასთან ერთად, თანდათანობით საქალწულე აპკი უხეშდება და კარგავს ელასტიურობას. ხანდახან გვხვდება შემთხვევები, როდესაც ახალდაბადებულ გოგონას საქალწულე აპკი არ გააჩნია (აპლაზია). ძირითადად, საქალწულე აპკის სიმაღლე შეიძლება მერყეობდეს 2-3 მმ-დან 1-1,5 სმ-მდე. მისი სიმაღლე დამოკიდებულია მის სხვადასხვა ფორმაზე, კონსტინტენცია კი დამოკიდებულია შემაერთებელი ქსოვილის განვითარების ხარისხზე. როცა ეს ქსოვილი ნაკლებადაა განვითარებული, საქალწულე აპკი ძლიერ თხელია, ნაზი, რბილი (მოქნილი). კონსისტენცია-მოქნილობა და გაწევადობაც სხვადასხვანაირია. მასში შემავალი ქსოვილების განვითარების მიხედვით, შესაძლებელია საქალწულე აპკების დაყოფა ოთხ ძირითად ფორმად: 1) დუნე 2) ხორციან 3) ბოჭკოვან 4) ელასტიკურ საქალწულო აპკად. ასევე არსებობს საქალწულე აპკების სხვა კლასიფიკაციებიც. არსებობს ძირითადი ფორმებისგან მრავალნაირი გადახრა. თუმცა ყველაზე უფრო გავრცელებულია ბეჭდისებრი საქალწულე აპკი, იგი რგოლის ფორმისაა და აქვს სხვადასხვა სიფართის ცენტრალური ხვრელი. ნახევრმთვარისებრი საქალწულე აპკი ფორმით ნახევარმთვარეს წააგავს, ბაგისმაგვარი საქალწულო აპკის შემთხვევაში უფრო მეტადაა განვითარებული მისი გვერდითი კიდეები, რის გამოც აპკის ხვრელი ნაპრალისებრია, ამიტომ მისი კედელი ზედა და ქვედა ნახევარში სუსტადაა გამოხატული- დაბალია.
- საქალწულე აპკი არ იცავს გოგონას სქესობრივი გზით გადამდები ინფექციებისგან.
- დეფლორაცია ნიშნავს სქესობრივი შეუღლების შედეგად საქალწულე აპკის მთლიანობის დარღვევას. თუმცა, აპკის მთლიანობის რღვევა შესაძლებელია სხვა მექანიკური ზემოქმედების შედეგადაც (სპორტი, მასტურბაცია, მენსტრუალური ჭიქისა და ტამპონების ხმარება, ცხენის ჭენება და ა.შ.), რაც ასევე დამოკიდებულია საქალწულე აპკის ფორმაზე, სიმკვრივეზე, სისქესა და აღნაგობაზე. სქესობრივი შეუღლების დროს, ჩახევა იწყება აპკის თავისუფალი ზედაპირიდან და სწრაფად ვრცელდება რადიალურად ფუძის მიმართულებით. საქალწულე აპკი შეიძლება ჩაიხეს ერთ ან რამდენიმე ადგილას. შეიძლება იყოს ირიბი მიმართულების ჩახევებიც. აპკი მეტწილად ზიანდება მის ქვედა ნახევარსა და გვერდით კედლებზე, რადგან საქალწულე აპკის სიმაღლე ამ მიდამოებში უფრო მეტია. პირველი სქესობრივი შეუღლების ერთ-ერთ დამადასტურებელ ნიშნად სისხლდენას თვლიან, რაც არასწორია. ზოგიერთ შემთხვევაში, საქალწულე აპკის მთლიანობა შეიძლება არ დაირღვეს. მაგალითად, ბეჭდისებრი, დაბალი, ხორციანი, ფართო ცენტრალური ხვრელის მქონე საქალწულე აპკის მთლიანობა სქესობრივი შეუღლების დროს შეიძლება არ დაირღვეს, ხანგრძლივი დროის განმავლობაშიც. დეფლორაციის შედეგად აპკი რამდენიმე ნაწილად გაიყოფა ისე, რომ აპკის ცალკეულ ნაწილს შორის კავშირი ირღვევა. ეს ნაწილები ატროფიის გამო პატარავდება, ხოლო მშობიარობის შემდეგ მისი კვალი რჩება კვანძების სახით ან უფრო იშვიათ შემთხვევებში სრულიად ქრება. ასევე, არსებობს ქირურგიული დეფლორაციაც, რომელიც სხვადასხვა შემთხვევებში ტარდება: ძლიერ ელასტიური საქალწულე აპკი, როცა აპკი არ იხევა; სქელი აპკი, რომელიც ხელს უშლის სქესობრივი კავშირის ქონას. ზოგჯერ აპკის ქირურგიული დეფლორაცია ხდება სამედიცინო ჩვენებით, მაგალითად, იმ შემთხვევაში, როცა მენსტრუალური სისხლის გამოსვლა შეუძლებელია და გროვდება საშოში, რაც აჩენს შესაბამის სიმპტომებს: პერიოდული ტკივილი მუცლის ქვემო მიდამოში, რაც ემთხვევა მენსტრუაციის დაწყებას.
- შესაძლებელია მწირი, უმნიშვნელო რაოდენობიდან ჭარბ სისხლიან გამონადენამდე.
- შეუძლებელია საქალწულე აპკის აღდგენა პირდაპირი მნიშვნელობით, რადგან ლორწოვანი გარსის ეს ფრაგმენტი ძალიან თხელია. მრავალ მეთოდს შორის გამოიყენება ორი. პირველ შემთხვევაში, საქალწულე აპკის ლორწოვან გარსზე შეკერვა, თუ საქალწულე აპკი არ არის სერიოზულად დაზიანებული. მაშინ კიდეები იკერება ერთმანეთთან. ეს მეთოდი მოითხოვს საიუველირო უნარს ქირურგისგან. ასეთი ოპერაციის დროს, დეფლორაცია უნდა მოხდეს 5-10 დღეში, წინააღმდეგ შემთხვევაში ნაკერების მასალები დაიშლება. ქირურგები ასევე იყენებენ ვესტიბიულის სამფენა ნაკერავს. ეს უფრო საიმედო გზაა წლების განმავლობაშიც კი. თავად პროცედურა ტარდება მომდევნო მენსტრუაციამდე ხუთი დღით ადრე, მიმდინარეობს საშუალოდ ორმოციდან სამოცი წუთი, ტარდება ზოგადი ანესთეზიის ქვეშ. მიუხედავად იმისა, რომ ოპერაციის დროს სხეულის მნიშვნელოვან სისტემებს არ აქვთ გავლენა, ჰიმენოპლასტიკა უკუნაჩვენებია შინაგანი ორგანოების სერიოზული დარღვევების მქონე ადამიანებისთვის, ანესთეზიის აუტანლობით, სისხლის შედედების ცუდი დონით, ქრონიკული დაავადებების შემთხვევაში.
- ჯანმრთელობისთვის არანაირ რისკებთან არ არის დაკავშირებული.
- რისკი არსებობს სქესობრივი გზით გადამდები ინფექციის, შარდსაწვეთი სისტემის, პაპილომავირუსის ინფექციის განვითარების. აუცილებელია სქესობრივი ცხოვრება იყოს დაცული კონდომით, რომელიც წარმოადგენს თავის დაცვის საკმაოდ საიმედო საშუალებას და ასევე გიცავთ არასასურველი ორსულობისგან.
- გოგონებს ეწყებათ წვის შეგრძნება, ტკივილი სქესობრივი ცხოვრების დროს, გამონადენი ხაჭოსებრი, მწვანე ფერის არასასიამოვნო სუნით, ხშირი შარდვა.
- გასინჯვა მტკივნეული ნამდვილად არ არის, რადგან, პირველ რიგში, დათვალიერდება გარეთა საქესო ორგანოები, რათა დავადგინოთ, ხომ არ არის განვითარების რაიმე ანომალია. გასინჯვა ხდება უკანა ტანიდან, რაც მტკივნეული ნამდვილად არაა. ვადგენთ არის თუ არა ანთებითი პროცესი, მოცულობითი წარმონაქმნი, საშოდან გამონადენი.
- იმისათვის, რომ დავადგინოთ საქალწულე აპკის მთლიანობა, აუცილებელია გინეკოლოგთან ვიზიტი. საქალწულე აპკის მთლიანობის აღდენა თავისით არ ხდება.