არავითარი მობილური და გაზიანი სასმელები! - როგორ ზრდის შვილებს კრიშტიანუ რონალდუ და რაში ხარჯავს მილიონებს - მშობლები

არავითარი მობილური და გაზიანი სასმელები! - როგორ ზრდის შვილებს კრიშტიანუ რონალდუ და რაში ხარჯავს მილიონებს

2022-02-03 13:08:19+04:00

ცოტა ხნის წინ, ცნობილმა ფეხბურთელმა კრიშტიანუ რონალდუმ განაცხადა, რომ თავის შვილს ტელეფონს არ აძლევს, რადგანაც არ სურს, ბავშვი ადრეული ასაკიდანვე ტექნოლოგიებზე იყოს დამოკიდებული. ამის შესახებ 36 წლის ფეხბურთელმა დუბაიში ისაუბრა მას შემდეგ, რაც Globe Soccer Awards-ზე "ყველა დროის საუკეთესო ბომბარდირად" დაასახელეს.mshoblebiფეხბურთელმა აღნიშნა, რომ ახალგაზრდა თაობას განსაკუთრებით უყვარს გაჯეტები."რა თქმა უნდა, ის ძალიან გვეხმარება, მეც და სხვა ადამიანებსაც, მსოფლიოს მასშტაბით და ვფიქრობ, უნდა გამოვიყენოთ კიდეც. მაგრამ, ტექნოლოგიებზე არ უნდა ჩავიციკლოთ. მაგალითად, შემიძლია პატარა გამოცდილება გაგიზიაროთ. ჩემი უფროსი შვილი მალე 12 წლის გახდება. ის ყოველ ჯერზე მთხოვს: "მამა, შეიძლება ტელეფონი ავიღო?" მე კი ვეუბნები: "კრიშტიანუ, შენ ჯერ კიდევ გაქვს დროს." ვიცი, რომ ახალი თაობა ერთი ნაბიჯით უსწრებს საკუთარ ასაკს, ამიტომაც, მომხრე ვარ, რომ გამოიყენონ, მაგრამ ტექნოლოგიებს არ უნდა მივცეთ ჩვენი მართვის უფლება. უნდა მივცეთ ბავშვებს ის, მაგრამ განსაზღვრული დროით. აქ მთავარი ესაა."- განაცხადა ფეხბურთელმა. 2017 წელსაც რონალდუმ შვილს მობილურის ყიდვაზე უარი უთხრა. "ვუთხარი, რომ კიდევ უნდა დაიეცადა. ერთ დღეს iPhone მთხოვა, რომ ჩემთან დაერეკა. მე კი ვუთხარი, რომ ბებიას ტელეფონიდან დაერეკა ხოლმე ჩემთვის. მინდა ჩემს შვილს ვაჩვენო, რომ არც თუ ისე ადვილია იმის მიღება, რაც გვსურს. განათლება კი საუკეთესო რამაა, რისი მიცემაც მათთვის შეგვიძლია."- განაცხადა რონალდუმ.

mshoblebi
კრიშტიანუ რონალდუს შვილები

კრიშტიანუს დამოკიდებულება კოკა-კოლის მიმართ საქვეყნოდ ცნობილია. ასე რომ, ისიც აშკარაა, რომ მის შვილებს გაზიან სასმელებთანაც არ აქვთ წვდომა.

კრიშტიანუ უმცროსი ივნისში 12 წლის ხდება. ის მანამ დაიბადა, ვიდრე მამამისი ჯორჯინა როდრიგესთან დაიწყებდა ურთიერთობას. კრიშტიანუ უმცროსის დედის ვინაობა უცნობია, ფაქტია, რომ მას დაბადებიდან მამა ზრდის. შემდეგ სუროგატი დედისგან გაუჩნდა ტყუპი ქალ-ვაჟი. ხოლო მას მერე, რაც ჯორჯინაზე იქორწინა, წყვილს საერთო ვაჟი გაუჩნდა. ახლა კი ჯორჯინა ექვსი თვის ორსულია. წყვილმა გასულ თვეს გამოაცხადა, რომ ტყუპს, გოგონასა და ბიჭს ელოდებიან. ამის შესახებ სოციალურ ქსელში სქესის გაგების ცერემონიალის ვიდეოთი გახდა ცნობილი. ცერემონიალში რონალდუს ოთხივე შვილი იღებდა მონაწილეობას. mshoblebi
კრიშტიანუ რონალდუ ოჯახთან ერთად

კრიშტიანუ რონალდუ პორტუგალიელი ფეხბურთელია, რომელიც დიდი ხნის განმავლობაში მადრიდის "რეალის" შემადგენლობაში თამაშობდა და საუკეთესო ბომბარდირად იყო აღიარებული. ის 1985 წლის 5 თებერვალს დაიბადა და ოჯახში მეოთხე შვილია. ჰყავს უფროსი ძმა უგუ და ორი და - ელმა და ლილიანა კატია. სპორტსმენი ბავშვობას თბილად იხსენებს და ამბობს, რომ მისი მშობლები ყველაფერს აკეთებდნენ შვილებისთვის. თუმცა დედამისმა ერთხელ აღიარა, რომ რონალდუ კინაღამ აბორტის მსხვერპლი გახდა - მეოთხე შვილის გაჩენას აღარ გეგმავდნენ, თუმცა ის მაინც გაჩნდა... და მსოფლიოში სახელგანთქმულიც გახდა. რონალდუ ამაზე არ ლაპარაკობს, თუმცა ისიც ცნობილია, რომ მამამისი ლოთობდა და საკმაოდ უხეშად ექცეოდა შვილებს. ბავშვობაში ბიჭისთვის საუკეთესო საჩუქარი ბურთი იყო, რომელსაც არასდროს შორდებოდა.8 წლის ასაკიდან რონალდუმ "ანდორინიას" გუნდში დაიწყო ვარჯიში, სადაც მომავალი ცნობილი ვარსკვლავის მამა მუშაობდა. შემდეგ იყო რამდენიმე ადგილობრივი ჯგუფი.

mshoblebi
კრიშტიანუ რონალდუ ბავშვობაში

კარიერის დასაწყისში, 15 წლის ასაკში, კრიშტიანუს ჯანმრთელობის პრობლემა დაუდგინდა: მოზარდს ტაქიკარდიის დიაგნოზი დაუსვეს. თეორიულად, ასეთმა დიაგნოზმა შესაძლოა საერთოდ ბოლო მოუღოს კარიერას. თუმცა რონალდუმ ოპერაცია გაიკეთა და 3 დღის შემდეგ მოედანზე გავიდა. ფეხბურთში წარმატება ბავშვობიდან თან ახლდა. "მანჩესტერ იუნაიტედის" უკვე პირველ მატჩებში კრიშტიანუ რონალდუს გოლებმა "ოლდ ტრაფორდზე" გულშემატკივართა ძალიან დიდი სიხარული და სიყვარული გამოიწვია. ფეხბურთელის მიღწევების სია უსასრულოა და ჯილდოების ჩამოთვლასაც უზარმაზარი დრო სჭირდება, თუმცა ბიოგრაფია ცხადყოფს, რომ ფეხბურთი მისი ცხოვრების საქმეა. ამერიკული ჟურნალის Forbes-ის მიხედვით, 2017 წელს კრიშტიანუ კვლავ ყველაზე მაღალანაზღაურებად სპორტსმენად აღიარეს. მისი შემოსავალი წლის განმავლობაში 93 მილიონი დოლარი იყო, საიდანაც 58 მილიონ დოლარს ხელფასი შედგენდა, ხოლო 35 მილიონი დოლარი კი რეკლამიდან შემოსავალი იყო. 2020 წლისთვის ფორვარდის ქონებამ 1 მილიარდ დოლარს მიაღწია.ფეხბურთელის ჰობი საკმაოდ ძვირია. მაგალითად, ცნობილია, რომ კრიშტიანუს ძვირად ღირებული მანქანები უყვარს. ავტოფარეხში ჰყავს Bentley Continental, Bugatti Veyron, Lamborghini Aventador LP700-4 და სხვა. Nike-თან უვადო კონტრაქტი 2016 წელს გააფორმა. არაერთხელ მიიღო კომპანიის სარეკლამო კამპანიაში მონაწილეობა. ზოგიერთი მედია ვარაუდობს, რომ კონტრაქტით გათვალისწინებული წლიური ანაზღაურება იმ ხელფასზე ნაკლები არ იქნება, რასაც "რეალში" იღებდა. mshoblebiმისი სპონსორთა სია ასევე მოიცავს კონტრაქტებს Tag Heuer-თან, Herbalife-თან, Abbott Labs-თან და სხვა კომპანიებთან. 2019 წელს ფეხბურთელმა არაბეთის გაერთიანებულ საამიროებში ოქროს ვიზა მიიღო, რაც შესაძლებლობას აძლევს განუსაზღვრელი დროით გაატაროს არდადეგები და სასწავლო კურსები ქვეყანაში. კრიშტიანუ გამოირჩევა იმითაც, რომ 2019 წელს ინსტაგრამზე შემოსავლების მხრივ ფეხბურთელებს შორის ლიდერი გახდა. Sportbible-ის ცნობით, მან 47,8 მილიონი დოლარი გამოიმუშავა და ამისთვის მხოლოდ 49 პოსტი გამოაქვეყნა. კრიშტიანუ ასევე არის მდიდრული იახტის მფლობელი, სახელად აფრიკა. უზარმაზარი ხომალდი, რომლის სიგრძეა 492 მეტრი და ღირებულება 19 მილიონი დოლარია, გამოიყენება საოჯახო მოგზაურობისთვის.თუმცა, ფეხბურთელი ყოველწლიურად მილიონობით ევროს ქველმოქმედებაში ხარჯავს. ეხმარება კიბოთი დაავადებულ ბავშვებს, იხდის პორტუგალიაში ტყის ხანძრის შედეგად დაზარალებულთა მკურნალობის ხარჯებს, მედიცინის განვითარებას უამრავ თანხას სწირავს. კრიშტიანუ თანამშრომლობს UNICEF-თან, Save the Children-თან, წითელ ჯვართან. 2010 წლიდან არის ძვლის ტვინის დონორი ლეიკემიით დაავადებულთათვის. ამ მიზეზით, მას სხეულზე არც ერთი ტატუ არ აქვს. მან "ოქროს ბუცი" და "ოქროს ბურთი" აუქციონზე გაყიდა, თანხა კი ომის შედეგად განადგურებულ ღაზაში სკოლების მშენებლობისთვის და ფონდ "Make a Wish"-ში გადარიცხა, რომელიც უკურნებელი დაავადებების მქონე ბავშვების ოცნებებს ასრულებს.კრიშტიანუ რონალდუს პირადი ცხოვრება სავსეა ჭორებითა და მითქმა-მოთქმით. მედია პორტუგალიელ ფეხბურთელს ნამდვილ მექალთანეს უწოდებს და ამბობენ, რომ ჩამოვთვალოთ ყველა ქალი, რომელთან ერთადაც რონალდუ ნახეს, თითები არ იქნება საკმარისი. ესპანელი მოდელი ნერეიდა გალიარდო, იტალიელი მოდელი ლეტიცია ფილიპი, ამერიკელი მოდელი და მსახიობი პერის ჰილტონი და სხვები - რონალდუს მათთან რომანი ჰქონდა.mshoblebiპრესა აქტიურად განიხილავდა კრიშტიანუ რონალდუს რუს მოდელ ირინა შეიკთან ურთიერთობას. შეყვარებულები არაერთხელ აღიარეს ყველაზე ლამაზ წყვილად, მათი ფოტოები ასობით პუბლიკაციის გარეკანს ამშვენებდა. გულშემატკივრები ელოდნენ ამ ამბის ლოგიკურ დასასრულს - ქორწილს, მაგრამ 2015 წელს მოდელმა და ფეხბურთელმა ოფიციალურად გამოაცხადეს, რომ ერთმანეთს შორდებოდნენ. ერთ-ერთ ინტერვიუში ირინამ აღიარა, რომ დაშორების მიზეზი რონალდუს ღალატი იყო.2010 წლის ივლისის დასაწყისში ფეხბურთელმა განაცხადა, რომ შვილი შეეძინა. უმცროსი კრიშტიანუ რონალდუს დედის ვინაობა საიდუმლოდ რჩება. 2015 წელს ტაბლოიდებმა გაავრცელეს ინფორმაცია იმის შესახებ, რომ კრიშტიანუ რონალდუს არატრადიციული სექსუალური ორიენტაცია ჰქონდა და ამის შესახებ არაერთხელ დაიწერა. 2016 წლის ნოემბრის ბოლოს კრიშტიანუ ესპანელი მოდელის ჯორჯინა როდრიგესის გვერდით გამოჩნდა, რომელიც მასზე 10 წლით უმცროსია.mshoblebi2017 წლის ივნისში ფეხბურთელის გულშემატკივრებმა შეიტყვეს, რომ კრიშტიანუ რონალდუს შვილები შეეძინა. ტყუპს, რომლებიც 8 ივნისს სუროგატი დედისგან დაიბადნენ, მეთიუ და ევა დაარქვეს. მალე მან ინსტაგრამსა და ტვიტერზე ახალშობილებთან ერთად გადაღებული ფოტოები გამოაქვეყნა.mshoblebi2017 წლის ნოემბერში კი ცნობილი გახდა, რომ სპორტსმენი მეოთხედ გახდა მამა. ჯორჯინა როდრიგესთან ფეხბურთელს ქალიშვილი ალანა-მარტინი შეეძინა. 2021 წლის ოქტომბერშიი კი გამოაცხადეს, რომ ახლა ტყუპს ელოდებიან. mshoblebi

პატარა ანხელის დაკარგვა არ ყოფილა ერთადერთი ტრაგედია - რონალდოს რჩელი, ჯორჯინა როდრიგესი ცხოვრების რთულ პერიოდზე