"სამედიცინო პირბადე "ომიკრონის" შემთხვევაში 60%-მდე იცავს, რესპირატორი N95-ის დაცვის მაჩვენებელი 85%-მდეა" - რომელი ნიღაბი გვიცავს ყველაზე ეფექტურად ომიკრონისგან - მშობლები

"სამედიცინო პირბადე "ომიკრონის" შემთხვევაში 60%-მდე იცავს, რესპირატორი N95-ის დაცვის მაჩვენებელი 85%-მდეა" - რომელი ნიღაბი გვიცავს ყველაზე ეფექტურად ომიკრონისგან

2022-02-07 10:50:24+04:00


"იაშვილის სახელობის ბავშვთა ცენტრალური საავადმყოფოს" სამედიცინო დირექტორმა, თსსუ-ის პროფესორმა, ივანე ჩხაიძემ განაცხადა, რომ დღეისთვის, "ომიკრონი" განიხილება, როგორც ყველა მუტაციას შორის, ყველაზე მაღალი რეინფიცირების უნარის მქონე ვირუსი და მისივე თქმით, საქართველოში სავარაუდო რეინფიცირების რაოდენობა 10 997-ია. ამ ფონზე, პირბადის ტარება განსაკუთრებით მნიშვნელოვანია.

ივანე ჩხაიძე მოსახლეობას ე.წ. რესპირატორის, N95-ის გამოყენებას ურჩევს და ამბობს, რომ მისი მოხმარება 4-6 საათზე უფრო ხანგრძლივადაც შეიძლება სამედიცინო პირბადესთან შედარებით.  
mshoblebi
"ბოლო კვლევები მიუთითებს, რომ ჩვეულებრივი ქირურგიული ნიღაბი "ომიკრონის" შემთხვევაში 60%-მდეა დაცვის უნარის მქონე. ის ნიღაბი, რომელიც უფრო მაღალი დაცვის მქონე არის, ე.წ. რესპირატორი N95, იქ დაცვის მაჩვენებელი 85%-მდეა. თუ ჩვენ ნიღაბს ვატარებთ და გვინდა, რომ ნიღბის საშუალებით ვიყოთ დაცული, უმჯობესია, რომ გამოვიყენოთ ეს ნიღაბი, "რესპირატორი". შეგიძლიათ, ეს ნიღაბი გამოიყენოთ უფრო ხანგრძლივად, 2-3 დღეც კი შესაძლებელია", - განაცხადა ჩხაიძემ.

დავინტერესდით, არის თუ არა სააფთიაქო ქსელში რესპირატორი N95 და ზოგადად, აუცილებელია თუ არა რესპირატორს პლასტმასის სარქველი ჰქონდეს.

ავერსის სააფთიაქო ქსელში ამბობენ, რომ ე. წ რესპირატორი N95 და KN95 არ აქვთ. პსპ-ში კი განგვიცხადეს, რომ რესპირატორი N95 არ არის მათ ქსელში, ხოლო KN95 მხოლოდ რამდენიმე ფილიალშია შეზღუდული რაოდენობით. მათივე თქმით, ორივე ტიპის რესპირატორი 5-შრიანია, მნიშვნელოვანი განსხვავება მათ შორის არ არის და სახელწოდებებიც მწარმოებელი ქვეყნების მიხედვითაა შერჩეული. რესპირატორი KN95  ააფთიაქო ქსელში დაახლოებით, 4,5 - 7 ლარი ღირს. არსებობს სარქველიანი და უსარქველო რესპირატორი ( გვერდით პლასტმასის დეტალით) და მომხმარებელმა საკუთარი სურვილის მიხედვით უნდა შეარჩიოს.


თამარ იაკობაშვილი