გია ბაღაშვილის პირველი კომენტარი ცოლთან დაშორების შემდეგ - "დიახ, მესამე წელია, რაც ცოლ-ქმარი აღარ ვართ..." - მშობლები

გია ბაღაშვილის პირველი კომენტარი ცოლთან დაშორების შემდეგ - "დიახ, მესამე წელია, რაც ცოლ-ქმარი აღარ ვართ..."

2022-02-08 19:52:39+04:00
გუშინ სოციალურ ქსელში გავრცელდა ინფორმაცია გია ბაღაშვილისა და თაკო ტაბატაძის დაშორების შესახებ. თაკომ დაადასტურა ფაქტი და ისიც აღნიშნა, რომ უკვე 3 წელია, რაც წყვილი ერთად აღარ ცხოვრობს. როგორც ხდება ხოლმე, საყოველთაო განხილვის თემად იქცა მათი ოჯახის დანგრევის ამბავი.
ერთდღიანი დუმილის შემდეგ გიამ პირველად დაარღვია სიჩუმე და თემას მისი ფეისბუქ გვერდის საშუალებით გამოეხმაურა:

„პირველ რიგში, მინდა დიდი მადლობა გადაგიხადოთ ჩემი ოჯახის ყველა გულშემატკივარს, წლების მანძილზე, ჩემი ოჯახის მიმართ გამოხატული გამორჩეული სითბოსა და სიყვარულისთვის, რასაც ყოველთვის ვგრძნობ და უზომოდ მადლიერი ვარ ამისთვის.
რაც შეეხება ჩემი და თაკოს გაშორებას, დიახ, ეს მართლაც ასეა. ჩვენ მესამე წელია რაც ცოლ-ქმარი აღარ ვართ. მიზეზი განსხვავებული ხედვები იყო მომავალთან დაკავშირებით და ამიტომაც გადავწყვიტეთ, რომ უმჯობესი იქნებოდა გავშორებულიყავით. რა თქმა უნდა, ეს გადაწყვეტილება რთული მისაღები იყო, პირველ რიგში ჩვენი 4 უსაყვარლესი შვილის გათვალისწინებით, მაგრამ საბოლოოდ ვარჩიეთ ამ ფორმით შეგვენარჩუნებინა კარგი ურთიერთობა და საბედნიეროდ, ეს შევძელით. გაშორების ფაქტის გასაჯაროებაზეც სწორედ იმიტომ შევიკავეთ თავი, რომ ეს ნაკლებად მტკივნეული ყოფილიყო ჩვენი პატარებისთვის.
მიუხედავად დაშორებისა, მაქსიმუმს გავაკეთებთ ჩვენი შვილების აღზრდისა და მათზე ზრუნვისათვის.
ამ საკითხზე მეტ საუბარს აღარ ვაპირებ, ვინაიდან ამ თემის ზედმეტად მუსირება დისკომფორტს შეუქმნის ბავშვებს.“

როგორც იკვეთება, წყვილს ერთმანეთში ყველანაირი ურთიერთობა გარკვეული აქვს და მათი მთავარი მიზანი ბავშვების აღზრდაა.

თეკლა ჟვანია

alt"გადავწყვიტეთ, ცალკე გაგვერძელებინა ცხოვრება" - გია ბაღაშვილი და თაკო ტაბატაძე დაშორდნენ