ბიონსეს 8 ძიძა ჰყავს, ჯენიფერ ლოპესმა კი მამაკაცი აირჩია ამ საქმისთვის - როგორ არჩევენ ვარსკვლავები საკუთარი შვილებისთვის ძიძებს - მშობლები

ბიონსეს 8 ძიძა ჰყავს, ჯენიფერ ლოპესმა კი მამაკაცი აირჩია ამ საქმისთვის - როგორ არჩევენ ვარსკვლავები საკუთარი შვილებისთვის ძიძებს

2022-02-10 08:08:06+04:00
შვილისთვის ძიძის არჩევა მარტივი ამოცანა არ არის. რთულია, ენდო უცხო ადამიანს და მას შვილების ბედი ჩააბარო. მით უმეტეს, როდესაც არაერთი შემთხვევა ყოფილა, როცა ძიძის დაუდევრობის გამო ბავშვი დაზიანებულა. ეს უფრო მეტად რთული კი ცნობილი ადამიანებისთვისაა, რადგანაც მათ მიმართ განსაკუთრებული ინტერესია. შესაძლოა ადამიანებმა სცადონ და ძვირად ღირებული ნივთები წაიღონ სახლიდან, შეასრულონ საიდუმლო მისია თუ სხვა. გარდა ამისა, ხშირად ცნობილ ადამიანებს თავიანთი უცნაური წესები აქვთ, რომლებზე მორგებაც რთულია.

ბიონსე
mshoblebi

ბიონსეს არ უყვარს დამხმარეების ვინაობის აფიშირება, რადგან ოჯახის უსაფრთხოებას განსაკუთრებით უფრთხილდება. თანამდებობიდან გათავისუფლების შემდეგაც კი ძიძების სახელებსა და გვარებს არ ასახელებს, რადგან ეს კონტრაქტით ძალიან მკაცრად რეგულირდება. მას 8 ძიძა ჰყავს. ბევრია? ბიონსე ასე საერთოდ არ თვლის და ამბობს, რომ ბავშვებს სათანადო და ინდივიდუალური ყურადღება სჭირდებათ.
"ტყუპს სხვადასხვა დროს სძინავს, ამიტომ ბიონსემ გადაწყვიტა, რომ თითოეულს სამი ძიძა სჭირდებოდა: დილით, შუადღესა და ღამით", - განმარტეს ოჯახის მეგობრებმა. რამდენიმე წლის წინ მომღერლის ერთ-ერთ თანაშემწეს მხოლოდ ერთი დავალება ჰქონდა: ქალიშვილის, ბლუს საფენის გამოცვლა ყოველ ერთ საათში ერთხელ. ახლა მოთხოვნები შეიცვალა და პოპ-დივამ ძიძებს დაავალა, ესწავლათ ცეკვა კლიპიდან Single Ladies და გაერთოთ მისი ქალიშვილი, როცა დედა ძალიან მოენატრებოდა. საბოლოოდ, ბიონსე და ჯეი-ზი ძიძებზე წელიწადში 100 000 დოლარს ხარჯავენ.

ჯენიფერ ლოპესი

ჯენიფერ ლოპესს ძიძის საკითხთან დაკავშირებით სრულიად განსხვავებული მიდგომა აქვს. ის სახლში რვა ძიძის გამოჩენის მომხრე არ არის და ურჩევნია, რომ ერთმა ადამიანმა შეასრულოს აღნიშნული საქმე. თუმცა, ასეთი სუპერქალის პოვნა, რომელსაც ორი უცხო ენა ეცოდინება და ბავშვების მოვლისა და გართობის სურვილი ექნება კვირაში 7 დღე, ეტყობა რთული აღმოჩნდა და მან მამაკაცი ძიძა აირჩია.
mshoblebi
ჯენიფერ ლოპესის შვილი ძიძასთან ერთად

2015 წელს მომღერალმა თქვა, რომ ვაჟისთვის, მაქსისთვის მეგობარს ეძებდა, რომელსაც ძალიან აკლდა მამაკაცის ყურადღება. გოგონას უფრო მეტ ყურადღებას დედა და ბებია აქცევდნენ. "მჭირდება ვინმე, ვინც ჩემი ვაჟისთვის მამას ჩაანაცვლებს." - თქვა ლოპესმა და სწორედ ამიტომ, მამაკაცი ძიძა აირჩია შვილებთან საურთიერთოდ.

სარა ჯესიკა პარკერი

"სახლში მუდმივი ქაოსია, მაგრამ ეს ჩვენი საყვარელი ქაოსია. ვცდილობთ, არ მივმართოთ ძიძის მომსახურებას", - თქვა სერიალის "სექსი დიდ ქალაქში" ვარსკვლავმა, ტყუპის დაბადების შემდეგ. თუმცა, მოგვიანებით ის ნიუ-იორკში ძიძასთან ერთად დააფიქსირეს. როგორც ჩანს, რაღაც მომენტში ქაოსის მიმართ სიყვარული შეწყვიტა და მსახიობსა და მის მეუღლეს დახმარება დასჭირდათ. თუმცა, როგორც ამბობენ, პარკერს ყველაფრის გაკონტროლების მანია სჭირს.
mshoblebi
სარა ჯესიკა პარკერი შვილებთან და მათ ძიძასთან ერთად

სარა ჯესიკა პარკერს ძალიან აღელვებს შვილების ჯანმრთელობა, რომლებიც სუროგატი დედისგან ჰყავს. ის დიდი ხნის განმავლობაში ამოწმებდა იმ ქალის ჯანმრთელობის მდგომარეობას, რომელსაც შვილები უნდა გაეჩინა. ბავშვების დაცემინებასა და უბრალოდ სახის გაწითლებაზეც კი შფოთვა ეწყება. "მთხოვა, დავრწმუნებულიყავი, რომ ბავშვები ხშირად არ ახამხამებდნენ თვალებს", - ჩიოდა სარა ჯესიკა პარკერის ძიძა.

ჯესიკა ალბა

ჯესიკა ალბას დამხმარე, კონი სიმპსონი თავისთავად ვარსკვლავია და, შეიძლება ითქვას, დამსახურებული ძიძაა ჰოლივუდში. პროფესიონალ ძიძას 30-წლიანი გამოცდილება აქვს და უამრავი ჩვენთვის ცნობილი ადამიანის შვილი გაზარდა. მეტიც, მათი რიცხვი 250-ზე მეტია, წარმოგიდგენიათ?

mshoblebi
კონი სიმპსონი

ამიტომ, როდესაც მეგან მარკლი და პრინცი ჰარი ძიძის არჩევის საკითხის წინაშე დადგნენ, ალბათ, იცოდნენ, ვის საკონტაქტოს ეძებდნენ. სიმპსონმა წიგნიც კი დაწერა ოთხ თვემდე ასაკის ჩვილების აღზრდის შესახებ და, როგორც ამბობენ, ჰერცოგინია მასთან რეგულარულად გადის კონსულტაციას. მაგრამ, იპოვა თუ არა მან საერთო ენა ჰოლივუდის ყველაზე პოპულარულ ძიძასთან, უცნობია: ხშირად ამბობენ, რომ კონის არ მოსწონს დამსაქმებლები სკანდალური დიდებით.


altყველაზე პოპულარული ძიძა ჰოლივუდში, რომელსაც მეგან მარკლმაც ანდო პირველი შვილის მოვლა - რას ურჩევს ის ახალნამშობიარებ დედებს


altვინ არის სამეფო ოჯახის შვილების ძიძა