"მასაც შეეძლო, ჰოლივუდის ვარსკვლავი გამხდარიყო" - ანჯელინას ჯოლის ულამაზესი დედა - მშობლები

"მასაც შეეძლო, ჰოლივუდის ვარსკვლავი გამხდარიყო" - ანჯელინას ჯოლის ულამაზესი დედა

2022-02-13 18:04:34+04:00
ანჯელინა ჯოლი ხშირად საუბრობს დედაზე და იმასაც ამბობს, რომ 56 წლის ასაკში მისი გარდაცვალება ყველაზე დიდი ტკივილია მის ცხოვრებაში. ისიც ცნობილია, რომ სწორედ დედის დაავადების - საკვერცხეების სიმსივნის გამო გაიკეთა თავად პრევენციული კვლევები, აღმოაჩინა, რომ ჰქონდა დიდი ალბათობა დაავადების განვითარების. ამიტომ გადაწყვიტა, სანამ მემკვიდრული დაავადება განვითარდებოდა და უკვე სერიოზულ ეტაპზე გადავიდოდა, წინასწარ მიეღო ზომები და რეპროდუქტიული ორგანოები მოიცილა, შემდეგ კი მასტექტომიაც გაიკეთა.

ბევრმა არ იცის, რომ ანჯელინას დედა მასზე არანაკლებად ლამაზი იყო და თანაც - ასევე მსახიობი. თუმცა ფრანგულ-ამერიკული წარმომავლობის მარშელინ ბერტრანს კარიერაში დიდად არ გაუმართლა.

mshoblebi
ანჯელინას დედ-მამა განქორწინებამდე

"საკმაოდ ადრე დავკარგე დედა და უკან რომ ვიხედები, ვგრძნობ, როგორ შემცვალა მისმა გარდაცვალებამ. თანდათანობით მე სხვა ადამიანი გავხდი. დედის სიყვარულის დაკარგვა იგივეა, რომ დამცავი გარსი მოიშორო", - აღიარა ანჯელინამ. მისივე თქმით, დედაზე ძალიან უარყოფითი გავლენა მოახდინა ქმრის - მსახიობ ჯონ ვოიტის მუდმივმა ღალატმა. ცნობილია, რომ წყვილი საბოლოოდ დაშორდა და ანჯელინასა და მის ძმას საკმაოდ ცუდი ურთიერთობა ჰქონდათ მამასთან. ანჯელინამ გვარიც კი შეიცვალა მოგვიანებით.
mshoblebi
ენჯი დედასთან ერთად

ქმართან დაშორების შემდეგ მარშელინმა უარი თქვა კარიერაზე და მთლიანად დედობას მიუძღვნა თავი. ანჯელინა მიიჩნევს, რომ არა ეს გადაწყვეტილება, დედამისი ცნობილი მსახიობი გახდებოდა: "ცოტა ხნის წინ მოკლემეტრაჟიანი ფილმი ვნახე მისი მონაწილეობით და ზუსტად ვიცი, ჰოლივუდში ის ბევრს მიაღწევდა".
mshoblebi
ანჯელინა ძმასთან ერთად

mshoblebi
მარშელინი შვილებთან ერთად

mshoblebi
mshoblebi
mshoblebi
ენჯი მშობლებთან ერთად

mshoblebi
მარშელინ ბერტრანი
mshoblebi