...ცხრა თვე სიმართლის გახმოვანებას ვერ ბედავდნენ. მთელი ამ ხნის განმავლობაში, ქვეყნის მასშტაბით უამრავი ჭორი ვრცელდებოდა იმის შესახებ, თუ როგორ ანადგურებდნენ ხალხს გაუმართავი მექანიზმით.მოსკოვის მეტროს ისტორიაში ყველაზე საშინელი ავარიიდან 40 წელი გავიდა. ზუსტად 1982 წლის 17 თებერვალს, 17:00 საათზე, "ავიამოტორნაიას" სადგურზე მოულოდნელად ჩამოვარდა ესკალატორის ერთ-ერთი მოაჯირი, რის შემდეგაც მთელი კონსტრუქცია, მგზავრებთან ერთად ჩამოიშალა. არც ერთი მუხრუჭი არ მუშაობდა. მეტროს თანამშრომლებმა ვერ გაიგეს, როგორ გადაერჩინათ ხალხი და უამრავი მათგანი შიგნით მოყვა.ყველა, ვინც იმ მომენტში ესკალატორზე იმყოფებოდა, დაზარალდა: ჭყლეტის შედეგად 8 ადამიანი დაიღუპა და 30 მძიმედ დაშავდა. ეს ტრაგედია ისტორიაში შევიდა, როგორც "110 წამი ხორცსაკეპ მანქანაში": ასეთი მოკლე დრო საკმარისი აღმოჩნდა, რომ ეს მომავალი ათწლეულების ერთ-ერთი ყველაზე იდუმალი ამბავი გამხდარიყო."ადამიანები ვაგონებიდან გამოვიდნენ და საშინელი სურათი დაინახეს. მათ წინ სისხლის გუბე და გაყინული სხეულები იყო. თავად ხალხი ეშველებოდა ერთმანეთს. მხოლოდ ერთი საათის შემდეგ გადაკეტეს შემოსასვლელი და მატარებლებმაც მოძრაობა შეწყვიტეს", - წერენ მედიაში. დიდი ხნის განმავლობაში, თვითმხილველები ერთმანეთს შემთხვევის ყველაზე საშინელ დეტალებს უყვებოდნენ. ამბობდნენ, როგორ ცდილობდნენ ადამიანები საკუთარი თავის გადარჩენას, კიბეებს ახტებოდნენ. ბევრმა მათგანმა სერიოზული მოტეხილობა მიიღო.
"ამ გროვაში ჩავვარდი და ზურგზე ტყავი ამძვრა. მარჯვენა ფეხი მომტყდა და ეს იმდენად თვალხილული იყო, ხელი რომ გავწიე, ძვლის ბასრი კიდე მომხვდა", - დეტალურად აღწერა ერთ-ერთმა მგზავრმა, რაც მაშინ მეტროში ხდებოდა. მამაკაცს ფეხის ამპუტაცია დასჭირდა.სადგურის გასასვლელთან რამდენიმე საათის განმავლობაში სასწრაფო დახმარების მანქანები მოძრაობდნენ. ექიმებმა მომხდარი სამხედრო ისტორიული ფილმების კადრებს შეადარეს: მათ პირველადი დახმარების გაწევა ადგილზევე უწევდათ. დაშავებულები უახლოეს საავადმყოფოში გადაიყვანეს.დიდი ხნის განმავლობაში ხელისუფლება ცდილობდა, ყველა დეტალი დაემალა და "სისხლიანი ხორცსაკეპი მანქანა" ჟურნალისტების ფანტაზიის ნაყოფად გამოაცხადა. მეტროს თანამშრომლები სულ იმეორებდნენ, რომ ესკალატორი ისე იყო მოწყობილი, მსგავსი არაფერი მოხდებოდა. ხელისუფლებამ ყველა დაარწმუნა, რომ ადამიანებმა მსუბუქი დაზიანებები და სისხლჩაქცევები მიიღეს. ინციდენტის შესახებ სიმართლის დაბეჭდვა მხოლოდ ცხრა თვის შემდეგ დაიწყეს, ისიც მაშინ, როცა უზენაესი სასამართლოს დახურულ სხდომაზე გაჟღერდა. ამასთან, ცნობილი გახდა დაღუპულთა და დაშავებულთა ზუსტი რაოდენობა.
ტრაგედიას ერთი დამნაშავე არ ჰყავდა. ერთდროულად რამდენიმე მიზეზმა იქონია გავლენა: არაკვალიფიციური და დაუდევარი პერსონალი, უსაფრთხოების წესების უგულებელყოფა და ტექნიკის გაუმართაობა.თავად სადგური ზუსტად სამი კვირით დაიკეტა და აღდგენითი სამუშაოები მუდმივად მიმდინარეობდა. ბუნებრივია, მოსკოველებსა და დედაქალაქის სტუმრებს რამდენიმე თვის განმავლობაში ახლად გარემონტებულ ესკალატორზე დადგომის ეშინოდათ.მიუხედავად იმისა, რომ მას შემდეგ მთლიანად აღადგინეს ესკალატორი და უსაფრთხოების ზომებიც გაითვალისწინეს, ეს საშინელი დღე ტექნიკოსებისა და ინჟინრებისთვის სულ იქნება მაგალითი და შეხსენება, არასოდეს დაავიწყდეთ უსაფრთხოების წესები და ტექნიკის გამართულობაზე ზრუნვა.