გადაცემა "სთორის“ სტუმრები ამჯერად ბიზნესმენი სოსო ფხაკაძე და მისი მეუღლე ნათია იყვნენ. წყვილმა ერთმანეთის გაცნობის ისტორიასა და ექვს საერთო შვილზე ისაუბრა.
სოსო ფხაკაძე:"ერთმანეთი ქორწილში გავიცანით, მაშინ რესტორანი "არაგვი“ იყო. ნათია მომეწონა, პატარა იყო ძალიან. მივედი, ვეცეკვე, თავიდან უცხოელი ვეგონე. მე 26 წლის ვიყავი, ნათია 16 წლის, ძალიან მომეწონა. ნათია ყოფილი მოდელი და მოცეკვავეა. მე არ დამიშლია, მაგრამ, როგორც მოდელს, მას სურვილი არ ჰქონია კარიერა გაეგრძელებინა. რამდენიმე წელი ჩვენთან სარეკლამო კომპანიაში მუშაობდა. შემდეგ არ მითხრა და ისე წავიდა, სხვა სარეკლამო კომპანიაშია, სადაც ერთი წლის შემდეგ გაიგეს, რომ ჩემი მეუღლე იყო. შემდეგ შვილებზე გადაერთო, ბოლო დროს ისევ რაღაცებში ჩაერთო.
ნათია ძალიან მოსიყვარულე დედაა, ჩვენთან სიტყვა კონფლიქტი დავიწყებული გვაქვს. არ გვჭირდება ბევრი კომპრომისი. დიდი სიყვარულის გამო არის ის გარემო და ჰარმონია, რაც ჩვენთან არსებობს, ის, რაც ჩვენ გვაქვს ოჯახში... სიყვარულმა ზღვარი არ იცის, თუ გიყვარს ბოლომდე გიყვარს.
სიყვარული ორმხრივია, თუ მეორე მხრიდანაც თანხვედრა არ არის, დიდი სიყვარული არ იქნება. ნათია ისევე მიყვარს, როგორც მიყვარდა 1997 წელს.
პირველი ორი ბავშვის გაზრდის დროს, მე უფრო დაკავებული ვიყავი. სულ წასული ვიყავი სახლიდან. როდესაც ოთხი პატარა კიდევ შემოვიდა ჩვენს ოჯახში, არ არსებობს, რომ კვირა დღეს რამეს ხელი მოვკიდო, დროს ოჯახთან ერთად ვატარებ".
ნათია ფხაკაძე:"ძალიან მნიშვნელოვანია პირველი გრძნობა, რაც წყვილს შორის ჩნდება. ჩემი ყურადღება მიიქცია იმან, რომ ქართულს ცეკვავდა, თან როგორც თავად თქვა, უცხოელი მეგონა.
ბევრი რამე შევცვალეთ პანდემიის დროს. ვერაფრით დავაკავე ბავშვები შინ, შემდეგ მოვიფიქრე, რომ ერთმანეთი ემეცადინებინათ და ამაში ხელფასი აეღოთ.
განაგრძეთ კითხვა
ქართველი მილიონერების ნებიერა ქალიშვილები - როგორ ცხოვრობენ ისინი