გაეროს ბავშვთა ფონდი აქტიურად უჭერს მხარს უკრაინაში მიმდინარე ომის შედეგად დაზარალებულ ბავშვებსა და მათ მშობლებს, ეხმარება ფინანსურად და ფსიქოლოგიურად.
UNICEF-მა საკუთარ გვერდზე გამოაქვეყნა ემოციური ფოტობი, რომლებიც კიდევ ერთხელ შეახსენებს ყველას, რა დამანგრეველი შედეგი აქვს ომსა და დაპირისპირებას:
"ჩემს დაზე ვნერვიულობ, რომელიც უკრაინის საავადმყოფოშია მოთავსებული და ასევე, ჩემს ძმაზე. უბრალოდ სახლში დაბრუნება მინდა, არ მინდა ომი იყოს". - ამბობს ცხრა წლის ტატიანა, რომელიც მოლდოვაში, ლტოლვილთა ცენტში იმყოფება.

ოთხი წლის მაქსი და მისი დედა, ალიონა რუმინეთში მას შემდეგ გაიქცნენ, რაც უკრაინაში რუსეთი შეიჭრა და ომი დაიწყო. მაქსის მამა უკრაინაში დარჩა, ალიონა კი ამბობს, რომ საფრანგეთში წავა მეგობართან რამდენიმე კვირით, მაგრამ ამის შემდეგ რა იქნება, არ იცის.
7 წლის პლატონი კიევის ოლქიდან, საკუთარი სახლიდან მშვიდობას ითხოვს.
ხარკოვის მიწისქვეშა სამშობიაროს გმირი ექიმები, რომლებიც მსოფლიოს ახალ სიცოცხლეს ჩუქნიან.

პატარა მია რამდენიმე დღის წინ დაიბადა კიევში, უკრაინაში. დედისთვის, სვეტლანასთვის ერთ-ერთი ყველაზე ბედნიერი მოვლენა ომის ფონზე წარიმართა. ამბობს, რომ როცა მუცლის ტკივილმა შეაწუხა, სირენების შემზარავი ხმა ესმოდა ფანჯრიდან. მიას დაბადების შემდეგ ქალს მხოლოდ რამდენიმე წუთი ჰქონდა, რომ ჩაეცვა და სარდაფში უსაფრთხოების მიზნით ჩასულიყო.

ოჯახები საევაკუაციო მატარებელს ელოდებიან, რათა უკრაინიდან პოლონეთში გადასვლა შეძლონ.


ბავშვი საკუთარი ბინის ნანგრევებს უყურებს, უკრაინა, ქალაქი კიევი.

უკრაინაში რუსეთის აგრესიამ ბავშვები აიძულა, საკუთარი სახლებიდან გაქცეულიყვნენ.


"არ იცი, სად ჩამოვარდება შემდეგი ჭურვი..." - ამბობს ნასტია აღმოსავლეთ უკრაინიდან და საკუთარი სახლის სარდაფში მარაგს ამოწმებს.

უკრაინელი ბავშვების დასახმარებლად არაერთი საქველმოქმედო ღონისძიება გაიმართა მსოფლიოს მასშტაბით. საზოგადოებისთვის ცნობილი ადამიანები, შოუბიზნესის წარმომადგენლები, პოლიტიკოსები სოციალურ ქსელში აქტიურად აზიარებენ სხვადასხვა ორგნიზაციის ლინკს, თავადაც რიცხავენ სოლიდურ თანხას და საკუთარ გამომწერებსაც მოუწოდებენ, გაერთიანდნენ უკრაინელი ბავშვების დასახმარებლად.
თამარ იაკობაშვილი