„ამბობენ, რომ არ ებრძვიან მშვიდობიან მოსახლეობას? აჩვენეთ ეს სურათები! ეს არის იმ ბავშვების სახეები, რომლებიც არასოდეს გაიზრდებიან“ - ოლენა ზელენსკას ემოციური მიმართვა - მშობლები

„ამბობენ, რომ არ ებრძვიან მშვიდობიან მოსახლეობას? აჩვენეთ ეს სურათები! ეს არის იმ ბავშვების სახეები, რომლებიც არასოდეს გაიზრდებიან“ - ოლენა ზელენსკას ემოციური მიმართვა

2022-03-07 07:42:49+04:00
რუსეთი კვლავ აგრძელებს უკრინაში მშვიდობიანი მოსახლეობის დაბომბვას. ბევრი ადამიანი იღუპება, მათ შორის არიან მცირეწლოვანი ბავშვები. უკრაინის პირველმა ლედიმ, ოლენა ზელენსკამ ინსტაგრამზე გამოაქვეყნა იმ ბავშვების ფოტოები, რომლებიც უკრაინაში განვითარებულ ამბებს ემსხვერპლნენ და საზოგადოებას მიმართა:

"ოკუპანტები ხოცავენ უკრაინელ ბავშვებს. შეგნებულად და ცინიკურად. ალისა უკრაინის ქალაქ ახტირკადან - მას 8 წელიც არ უცოცხლია. დაბომბვის დროს ბაბუასთან ერთად დაიღუპა, რომელიც ეფარებოდა. ჭურვით დაიჭრა. 18 თვის კირილი მარიუპოლიდან მშობლებმა საავადმყოფოში გადაიყვანეს, მაგრამ ექიმებმა ვერ გადაარჩინეს. პოლინა დედაქალაქის ქუჩებში დაბომბვის დროს მშობლებთან და ძმასთან ერთად გარდაიცვალა. 6 წლის სოფიკა ცეცხლსასროლი იარაღით მანქანაში თვენახევრის ძმასთან, დედასთან, ბებიასთან და ბაბუასთან ერთად მოკლეს. ოჯახი ნოვა ქალაქის დატოვებას ცდილობდა.
ამის შესახებ უნდა გითხრათ. უკრაინაში 38-ზე მეტი ბავშვი დაიღუპა, მშვიდობიანი მოსახლეობისა და ქალაქების დაბომბვის დროს. ეს მაჩვენებელი შესაძლოა კვლავ გაიზარდოს! როდესაც რუსეთში ამბობენ, რომ არ ებრძვიან მშვიდობიან მოსახლეობას, აჩვენეთ ეს სურათები! ეს არის იმ ბავშვების სახეები, რომლებიც არასოდეს გაიზრდებიან. კიდევ რამდენი ბავშვი უნდა მოკვდეს, რომ რუსმა ჯარმა შეწყვიტოს სროლა? კიდევ რამდენ ხანს უნდა გაგრძელდეს სისხლისღვრა და შიმშილი? ასობით ბავშვი იღუპება იქ, სარდაფებში საკვებისა და სამედიცინო დახმარების გარეშე.
მივმართავ მსოფლიოს ყველა პატიოსან მედიას! თქვით ეს საშინელი სიმართლე: რუსი დამპყრობლები კლავენ ბავშვებს. ისინი ამას მიზანმიმართულად აკეთებენ. აჩვენეთ რუს დედებს - აცნობეთ, რას აკეთებენ მათი შვილები უკრაინაში. აჩვენეთ ეს ფოტოები რუს ქალებს - თქვენი ქმრები, ძმები, თანამემამულეები ჩვენს შვილებს კლავენ! და თქვენ პირადად ხართ პასუხისმგებელი ყოველი უკრაინელი ბავშვის სიკვდილზე, რადგან უსიტყვოდ თანხმდებით ამ დანაშაულებებზე“.
mshoblebi
mshoblebi
mshoblebi
mshoblebi