უკრაინაში, საომარი მოქმედებების ტყვეობაში, სხვა ქალებისა და ბავშვების გვერდით სუროგატი დედები და ჩვილები აღმოჩნდნენ. სუროგაციის გზით დაბადებული ახალშობილები ბომბსაცავებში არიან გამომწყვდეულნი. მათი ბედი გაურკვეველია, რადგან ყველა მათგანს ბიოლოგიური მშობლები საზღვარგარეთ ჰყავთ, რომლებმაც არ იციან, რა გზით უნდა გამოიყვანონ თავიანთი შვილები ომის ქარცეცხლიდან. იმ ქალების ბედიც გაურკვეველია, ვისაც სულ მალე ბიოლოგიური მშობლებისთვის შვილის გაჩენა ვადა უახლოვდება.
ლუდმილა იაშენკოს მოვალეობა ჩვილებზე ზრუნვაა მანამ, სანამ მათ ბიოლოგიური მშობლები წაიყვანენ. ახლა კი თავის პატარა აღსაზრდელებთან ერთად გაურკვეველი დროით სარდაფში ბომბებს ემალება. მას და კიდევ რამდენიმე ექთანს 19 ჩვილი აბარიათ, რომლებსაც ყურადღებას არ აკლებენ.
„რა თქმა უნდა, ბავშვებს ვერ დავტოვებთ“, - თქვა 51-ე ქალბატონმა იაშენკომ. მისი ქმარი და ორი ვაჟი უკრაინის არმიაში იბრძვიან.
„ჩემს ქმარ-შვილს უნდა, რომ წავიდე, მაგრამ კოლეგებს ვერ დავტოვებ, სამსახურს ვერ დავტოვებ, ამ პატარებს ვერ მივატოვებ“, – ამბობს ის - "აქ დავრჩები, სანამ ყველაფერი თავის ადგილზე დაბრუნდება."
უკრაინა ერთ-ერთია იმ მცირერიცხოვან ქვეყნებს შორის, რომელიც სუროგაციის მომსახურებას სთავაზობს უცხოელებს. ზოგიერთი შეფასებით, მისი ინდუსტრია ყველაზე დიდია მსოფლიოში; ოფიციალური ცნობით, უკრაინაში ამჟამად 500-მდე ორსული ქალია, რომლებიც უცხოელი წყვილებისთვის შვილების გასაჩენად ემზადებიან.

სუროგაციის ბიზნესი უკრაინაში ძირითადად სიღარიბის გამო აყვავდა. სუროგატი დედები აქ, როგორც წესი, გამოიმუშავებენ დაახლოებით $15,000 თითო ბავშვზე. უკრაინა არ უშვებს სუროგაციას ერთსქესიან წყვილებზე ან წყვილეზე, რომლებსაც სურთ თავად გადაწყვიტონ შვილის სქესი.
უკრაინაში სერვისს სთავაზობს 14 კომპანია, მათ შორის ყველაზე დიდი კომპანია BioTexCom, რომელიც ამჟამად სარდაფში ფუნქციონირებს.
ალბერტ ტოჩილოვსკიმ, BioTexCom-ის მფლობელმა, ინტერვიუში განაცხადა, რომ თუ სიტუაცია გაუარესდება, დახურავს სარდაფში არსებულ მოვლის ცენტრს და შეეცდება ბავშვების ევაკუაციას.
ზოგიერთი დედა უკვე გაიქცა ბავშვებთან ერთად, თუმცა ამის სამართლებრივი შედეგები გაურკვეველია. სვიტლანა ბურკოვსამ, რომელიც სუროგაციის აგენტად მუშაობდა, თქვა, რომ მან ორი ახალშობილი წაიყვანა დასავლეთ ქალაქ უჟგოროდში, სლოვაკეთის საზღვართან.

ქალბატონი ბურკოვსა ასევე ზრუნავს ორ ორსულ სუროგატზე, რომლებიც სხვა კლიენტებმა დაიქირავეს. მათ მშობიარობის ვადა ძალიან მოახლოებული აქვთ, ამიტომ ცდილობს დროულად გადაიყვანოს ისინი სამშობიაროში დასავლეთ უკრაინაში.

ანა, მომავალი სუროგატია, რომელმაც არ დატოვა კიევი, რადგან მისი ქმარი არმიას მოხალისედ შეუერთდა. ანას კი არ სურდა ქმრის მიტოვება. ანას და მის მეუღლეს თავიანთი ბიოლოგიური შვილიც ჰყავთ.
- არ მინდა მისი დატოვება. მაგრამ მე უნდა გადავარჩინო ორი სიცოცხლე: ერთი ჩემშია, მეორე კი ცხრა წლისაა”- თქვა მან. მისი ნაყოფის ბიოლოგიური მშობლები ჩინეთში ცხოვრობენ.
”იმედი მაქვს, რომ ომი დამთავრდება იმ დროისთვის, როდესაც მშობიარობა მომიწევს”, - თქვა მან.

26 წლის ანია კი, რომელსაც ორი შვილი ჰყავს, სუროგატ დედად მეორედ არის ორსულად. პირველად, მომხმარებლებმა ვერ შეძლეს ბავშვის დროულად აყვანა Covid-19-ის მოგზაურობის შეზღუდვების გამო. მეორე ბავშვის დაბადება კი საომარ მოქმედებებს ემთხვევა. "უბრალოდ არ გამიმართლა", - თქვა მან.
ის ახლა 31 კვირის ორსულია ტყუპებზე მისი თქმით, მის კლიენტებს სურთ, რომ ის დასავლეთ ევროპაში გადავიდეს. მაგრამ მას ამის ეშინია, რადგან უკრაინის ფარგლებს გარეთ სუროგატ დედებთან მიმართებაში კანონი ბევრად მკაცრია.
კიევში, BioTexCom-ის ბაგა-ბაღის სარდაფში ბავშვებს სძინავთ დანომრილ საწოლებში. ექიმი რეგულარულად სტუმრობს მათ. ფართი არის სუფთა, მოვლილი და კარგად განათებული.
„მშობლებს ძალიან აწუხებთ უკრაინაში არსებული ვითარება, ისინი უბრალოდ ელიან ამ უაზრო ომის დასრულებას.“, - ამბობს იაშენკო.
წყარო: New York Times
"სუროგატი დედების მთავარი მოტივაცია ფინანსური კეთილდღეობაა, 16-17 ათას დოლარს იღებენ... მეც სუროგაციით მყავს სამი ტყუპი"