"გალამ გადაწყვიტა, დღეს გაეცნოს ფართო საზოგადოებას, დედიკოს დაბ დღეზე" - გიორგი გასვიანმა შვილის ფოტო გაასაჯაროვა - მშობლები

"გალამ გადაწყვიტა, დღეს გაეცნოს ფართო საზოგადოებას, დედიკოს დაბ დღეზე" - გიორგი გასვიანმა შვილის ფოტო გაასაჯაროვა

2022-03-16 07:15:25+04:00
"მარიტა, მე და გალა გილოცავთ დაბადების დღეს. მიყვარხარ უზომოდ. 20 წლის" - ასე ულოცავს მეუღლეს დაბადების დღეს მსახიობი და ტელეწამყვანი გიორგი გასვიანი. მარიტა მელიქიშვილი კი სანთლის ჩაქრობის ვიდეოსაც ავრცელებს. 

წყვილს ცოტა ხნის წინ გაუჩნდა პირველი შვილი - ვაჟი, რომელსაც გალაკტიონი დაარქვეს და მოფერებით გალას ეძახიან.
mshoblebi

გიორგიმ და მარიტამ გადაწყვიტეს, სწორედ ამ დღეს წარედგინათ საზოგადოებისთვის გალა, რომლის ფოტოებსაც მანამდე არ ასაჯაროებდნენ.
"გალამ გადაწყვიტა, დღეს გაეცნოს ფართო საზოგადოებას, დედიკოს დაბ დღეზე" - წერს გიორგი.
mshoblebi

alt"ძალიან დიდი ნერვიულობა გამოვიარეთ... უშენოდ როგორ ვარ, მიკვირს" - გიორგი გასვიანის და მარიტა მელიქიშვილის რთული პერიოდი

alt"მარიტა, გილოცავ შენთვის პირველ დედის დღეს" - როგორ ულოცავს გიორგი გასვიანი ცოლს დედის დღეს