"დაიბადა ჩვილი, ლაზარე, რომელიც 650 გრამს იწონიდა" - ლევან რატიანის თქმით, პირველ საუნივერსიტეტო კლინიკაში უპრეცედენტო შემთხვევა მოხდა - მშობლები

"დაიბადა ჩვილი, ლაზარე, რომელიც 650 გრამს იწონიდა" - ლევან რატიანის თქმით, პირველ საუნივერსიტეტო კლინიკაში უპრეცედენტო შემთხვევა მოხდა

2022-03-17 15:01:25+04:00
თბი­ლი­სის სა­ხელ­მწი­ფო სა­მე­დი­ცი­ნო უნი­ვერ­სი­ტე­ტის პირ­ველ სა­უ­ნი­ვერ­სი­ტე­ტო კლი­ნი­კა­ში უპ­რე­ცე­დენ­ტო შემ­თხვე­ვა მოხ­და. ამის შე­სა­ხებ ინ­ფორ­მა­ცი­ას თბი­ლი­სის სა­ხელ­მწი­ფო სა­მე­დი­ცი­ნო უნი­ვერ­სი­ტე­ტი ავ­რცე­ლებს.

"44 წლის თა­მა­რი 22 კვი­რის ორ­სუ­ლი იყო, რო­დე­საც კო­ვიდ-19-ის გარ­თუ­ლე­ბუ­ლი ფორ­მით კლი­ნი­კის რე­ა­ნი­მა­ცი­ულ გან­ყო­ფი­ლე­ბა­ში მო­ა­თავ­სეს.

რო­გორც თსსუ-ის პირ­ვე­ლი სა­უ­ნი­ვერ­სი­ტე­ტო კლი­ნი­კის დი­რექ­ტო­რი, პრო­ფე­სო­რი ლე­ვან რა­ტი­ა­ნი იხ­სე­ნებს, დე­დი­სა და ნა­ყო­ფის მდგო­მა­რე­ო­ბა უკი­დუ­რე­სად კრი­ტი­კუ­ლი იყო.

"ორ­სუ­ლო­ბის 22-ე კვი­რა­ზე პა­ცი­ენ­ტი გა­დაყ­ვა­ნილ იქნა მარ­თვად სუნ­თქვა­ზე. ნა­ყო­ფის წონა იყო 420 გრა­მი. შემ­დგო­მი ოთხი კვი­რის გან­მავ­ლო­ბა­ში დედა იმ­ყო­ფე­ბო­და მარ­თვად სუნ­თქვა­ზე, შე­უძ­ლე­ბე­ლი იყო სა­კე­ის­რო კვე­თის ჩა­ტა­რე­ბა ნა­ყო­ფის გეს­ტა­ცი­უ­რი ასა­კი­სა და წო­ნის გამო.

ამ ოთხი კვი­რის გან­მავ­ლო­ბა­ში რამ­დენ­ჯერ­მე და­ის­ვა სა­კი­თხი ორ­სუ­ლო­ბის შე­წყვე­ტის შე­სა­ხებ დე­დის მძი­მე რეს­პი­რა­ტო­რუ­ლი დის­ტრე­სის გამო“, - იხ­სე­ნებს ლე­ვან რა­ტი­ა­ნი.

კლი­ნი­კის პრო­ფე­სი­ო­ნალ­თა გუნ­დის დიდი ძა­ლის­ხმე­ვის შე­დე­გად 25-ე კვი­რის ბო­ლოს ჩვი­ლი, სა­ხე­ლად ლა­ზა­რე და­ი­ბა­და, ის 650 გრამს იწო­ნი­და. ამის შემ­დეგ ჩვი­ლი ნე­ო­ნა­ტო­ლო­გი­ურ გან­ყო­ფი­ლე­ბა­ში მო­ა­თავ­სეს, ის მარ­თვად სუნ­თქვა­ზე იმ­ყო­ფე­ბო­და. მისი მდგო­მა­რე­ო­ბა, ექი­მე­ბის შე­ფა­სე­ბით, კრი­ტი­კუ­ლი იყო.

იხილეთ ვიდეო