17 წლისა უკვე 230 კილოგრამს იწონიდა - რამ გამოიწვია მსოფლიოში ყველაზე მსუქანი ბიჭის გარდაცვალება - მშობლები

17 წლისა უკვე 230 კილოგრამს იწონიდა - რამ გამოიწვია მსოფლიოში ყველაზე მსუქანი ბიჭის გარდაცვალება

2022-03-23 06:21:03+04:00

ჯამბულატ ხატოხოვი გინესის რეკორდების წიგნში მოხვდა. ის პირველი სუმოისტი და პოპულარული სპორტსმენი იყო ყაბარდო-ბალყარეთში, მაგრამ მისი ისტორია ტრაგიკულად დასრულდა.ბიჭი-გიგანტი 2000-იანი წლების დასაწყისში გახდა პოპულარული, როდესაც Big Wash შოუს გმირი გახდა. სტუდიაში დამსწრე საზოგადოება გაოცებული იყო იმ ფაქტით, რომ სამი წლის ბავშვი უკვე 48 კილოგრამს იწონის. ჯამბულატ ხატოხოვის დედა კი ბევრი შეკითხვით დაბნეული იყო და ყველას არწმუნებდა, რომ ბიჭი ზედმეტს არ ჭამდა, ყველაფერი ნორმაში ჰქონდა, უბრალოდ ძალიან სწრაფად იზრდებოდა. ბავშვი სამი კილო დაიბადა, ერთი წლის შემდეგ კი 17 კგ-ს იწონიდა. ექიმები ღელავდნენ, მაგრამ ბიჭის დედას სულაც არ აწუხებდა ის ფაქტი, რომ ბავშვი ორჯერ ან თუნდაც სამჯერ აღემატებოდა თანატოლებს. mshoblebiსამი წლის ასაკში ის 48 კგ-ს იწონიდა და 32 ზომის ფეხსაცმელი ეცვა. უჭირდა ბავშვებთან თამაში და გართობა, მაგრამ ამაყი მშობლები ბედნიერები იყვნენ - მათი შვილი რუსეთის პირველი არხის მთავარ თოქ-შოუში მოხვდა. ბიჭუნას დედა ნელი ხატოხოვა ჟურნალისტებთან ამბობდა, რომ ჯამბულატი იმდენს ჭამდა, რამდენსაც მისი თანატოლები, მაგრამ წონა მაინც აგრძელებდა ზრდას. სავარაუდოდ, გენეტიკური დარღვევების გამო. დედა პრობლემას ვერ ხედავდა, თავად ბავშვი კი თავს კარგად გრძნობდა.2003 წელს ჯამბულატის მშობლებს სიამაყის კიდევ ერთი მიზეზი გაუჩნდათ: სამწლინახევრის ასაკში მათი ვაჟი გინესის რეკორდების წიგნში მოხვდა. ის ოფიციალურად გახდა "მსოფლიოს ყველაზე მსუქანი ბიჭი". ხატოხოვების ოჯახში დიეტებზე არ უფიქრიათ: ფიქრობდნენ, ბიჭი რომ გაიზრდება, წონა თავისით გაქრებაო. მაგრამ, ბავშვი გაიზარდა, მდგომარეობა კი დამძიმდა. 2008 წელს, ერთ-ერთი გამოცემის რეპორტიორები ოჯახს ეწვივნენ, რათა გაეგოთ, როგორ ცხოვრობდა ის.mshoblebiრეპორტიორების აღწერით, ჯამბულატი მოღიმარი და მორცხვი ბავშვი იყო. მათ სიუჟეტში აჩვენეს, რას ჭამდა ბიჭი სახლსა და სკოლაში. ერთი შეხედვით, რაციონი საკმაოდ ნორმალური იყო. რა თქმა უნდა, დიეტოლოგები შეამჩნევდნენ, რომ ბავშვის კვებას ხილი და ბოსტნეული აკლდა, თუმცა ეს არ ყოფილა განსაკუთრებით მნიშვნელოვანი და საგანგაშო. აჩვენეს ასევე ისიც, რომ როდესაც ბიჭი დივანზე ჯდებოდა, მის გვერდით სხვა ვეღარავინ ეტეოდა."ახლა 133 კილოგრამს ვიწონი. მაგრამ, სკოლაში ყველა მემეგობრება, მე მათ ხელში ვიყვან." - ამბობდა ჯამბულატი ინტერვიუში. მალე მისით სუმოს ფედერაციაც დაინტერესდა. ბიჭს შესთავაზეს რამდენიმე საცდელ ვარჯიშზე დასწრება და აღმოჩნდა, რომ ეს შესანიშნავი სპორტი იყო. ჯამბულატი ყველაზე ჭარბწონიანი კი არა, ყველაზე ძლიერიც გახდა. თითქოს ეს ამბავი ჰოლივუდური ფილმის სცენარს ჰგავდა უჩვეულო ბიჭზე, რომელმაც მიიღო საკუთარი თავი და მიაღწია წარმატებას. პირველი გამარჯვებებიდან მალევე, იაპონიიდან სუმოს მწვრთნელები დაუკავშირდნენ და თანამშრომლობა შესთავაზეს. ჯამბულატი მარტო წავიდა, მაგრამ ყოველდღე ურეკავდა დედას და უყვებოდა ვარჯიშისა და ახალი ქვეყნის შესახებ. ბიჭი მოხიბლული იყო იაპონიით, იქ ყველაფერი მოსწონდა. მწვრთნელებმა შესთავაზეს დარჩენა და ვარჯიშის გაგრძელება პროფესიონალებთან ერთად. დედა ეწინააღმდეგებოდა, არ სურდა შვილთან დიდი ხნით განშორება. მოგვიანებით, ნელი ხატოხოვამ სინანულით გაიხსენა თავისი გადაწყვეტილება. შესაძლოა, სწორედ ეს გახდა საბედისწერო შემობრუნება ჯამბულატის ხანმოკლე ცხოვრებაში.mshoblebi"ჯამბულატი ორჯერ იყო იაპონიაში შეჯიბრისთვის. იაპონელებმა მიიწვიეს და შესთავაზეს, რომ იქ გადასულიყო საცხოვრებლად. მაგრამ, მე არ გავუშვი... იაპონიაში რომ წასულიყო, ახლა ცოცხალი იქნებოდა!" - თქვა დედამისმა 2020 წელს.mshoblebiიაპონიაში გადასვლა ვერ შედგა, მაგრამ ცხოვრება ჩვეულ რეჟიმში გაგრძელდა. ჯამბულატი დადიოდა სპორტზე, მონაწილეობდა შეჯიბრებებში საქართველოსა და რუსეთში. ამასობაში კი წონა იზრდებოდა... ჩვიდმეტი წლის ასაკში ხატოხოვი ფიქრობდა იმაზე, რომ წონის დაკლების დრო იყო: თანატოლები დადიოდნენ პაემანზე, საუბრობდნენ პირველ სიყვარულზე და მასაც სურდა, ეს ყველაფერი გამოეცადა! თუმცა, გოგონები არ პასუხობდნენ იმავე გრძნობით. იმ პერიოდში 230 კილოგრამს იწონიდა. mshoblebiშემდეგ სპორტსმენმა მწვრთნელ იუსიფ ნურულაევს მიმართა და დაჰპირდა, რომ მის ყველა რეკომენდაციას შეასრულებდა. მან მკაცრი დიეტა და ყოველდღიური ვარჯიში დაუნიშნა. ამჯერად სუმო კიკბოქსინგმა ჩაანაცვლა, რადგან ბიჭს უფო მეტი მოძრაობა და ენერგიის დახარჯვა სჭირდებოდა. mshoblebi"ბევრ ცილოვან საკვებს ვჭამ, ხორცს, რაც საკმაოდ ძვირია. ტრენერი მუდმივად ადევნებდა ჩემს კვებას თვალყურს. ყოველი ჭამის წინ თეფშისთვის ფოტო უნდა გადამეღო და მისთვის გადამეგზავნა, რომ ენახა, რას და რა რაოდენიბით ვჭამდი. თუ დამავიწყდებოდა ფოტოს გადაღება, ჩათვლიდა ხოლმე, რომ მე ზომაზე მეტი შევჭამე და სავარჯიშოდ რომ მივდიოდი, უფრო მეტი დატვირთვით მავარჯიშებდა", - იხსენებდა ჯამბულატი. მან მწვრთნელს იმედები არ გაუცრუა. სრულწლოვანებამდე სამოცდაათი კილოგრამი დაიკო, ძალიან ამაყობდა საკუთარი თავით და გეგმავდა წონის კიდევ უფრო მეტ კლებას. მას სურდა, სწრაფად ჩამდგარიყო ფორმაში და 50 კილოს დაკლებას რამდენიმე თვეში კიდევ აპირებდა. mshoblebi"დამიჯერეთ, როგორც კი პირველ შედეგებს დაინახავთ, თქვენ თვითონ აღარ მოგინდებათ თავის დანებება. მთავარია ეს შენთვის გააკეთო და არა ოჯახისთვის ან ახლობლებისთვის. კვების გარდა, მნიშვნელოვანია აქტიური ცხოვრების წესი, სეირნობა", - ამბობდა ჯამბულატი. წარმატება წარმოუდგენლად ახლოს იყო. ბიჭი შეიძლება კვლავ მიეწვიათ შოუებში, სადაც მოყვებოდა უამრავი კილოგრამის დაკლების ისტორიას და საკუთარ გამოცდილებას სხვებსაც გაუზიარებდა. მაგრამ წონის მკვეთრმა კლებამ თირკმელების პრობლემები გამოიწვია. გინესის რეკორდსმენს კატეგორიულად აეკრძალა სპორტი, ახლა მას სუმოს ტურნირებზე მსაჯად წასვლა შეეძლო. წონა ისევ იმატებდა, თუმცა ხატოხოვი დიეტის დაცვას კვლავ განაგრძობდა. ჯამბულატი ექიმთან მივიდა თხოვნით, რომ დაენიშნა წამალი წონაში დასაკლებად, რადგან თვითონ ვეღარ უმკლავდებოდა პრობლემას. ხატოხოვის დედას მიაჩნია, რომ წამლის მიღება მისი შვილისთვის საბედისწერო ნაბიჯი იყო."დიეტაზე იყო, კერძოდ, ცილოვან დიეტაზე. უნივერსიტეტში მესამე კურსზე სწავლობდა და სხვების მსგავსად, მასაც სურდა, შეყვარებული ჰყოლოდა. 70 კილო დაიკლო. ისეთი სიმპათიური გახდა... ხოლო, წამალმა, რომელიც ექიმმა დაუნიშნა, გაანადგურა. სიცოცხლის ბოლო კვირაში ჩემი ბიჭი ბუშტივით გაიბერა და გარდაიცვალა!" - თქვა ჯამბულატის დედამ. 2020 წლის 28 ნოემბერს ჯამბულატ ხატოხოვი გარდაიცვალა. ექიმებმა ვერ გაარკვიეს, რატომ გაუჩერდა ბიჭს გული. მიზეზი შეიძლება იყოს თირკმელების უეცარი უკმარისობა, გულზე გადაჭარბებული სტრესი ან გენეტიკური პრობლემა, რომელიც არასოდეს ყოფილა დიაგნოსტირებული. mshoblebi