თბილისის საბავშვო ბაღში აღსაზრდელებს საცოცი კედელი დაახვედრეს - გახარებული ბავშვები და ცოცვის სარგებელი - მშობლები

თბილისის საბავშვო ბაღში აღსაზრდელებს საცოცი კედელი დაახვედრეს - გახარებული ბავშვები და ცოცვის სარგებელი

2022-03-23 07:57:42+04:00
თანამედროვე გარემოში ბავშვებს რომ მხოლოდ ჭამა-სმა და წერა-კითხვის სწავლა არ სჭირდებათ, ცნობილი ამბავია. იმაზეც ბევრჯერ გვისაუბრია, რამდენად მნიშვნელოვანია ფიზიკური აქტივობა. სწორედ ამიტომ სასიხარულოა ნებისმიერი სიახლე, რომელიც საბავშვო ბაღებსა და სკოლებში ბავშვების ფიზიკური აქტიურობის თემას ეხება.

თბილისის 192-ე საბავშვო ბაგა-ბაღ "ცეროდენაში" აღსაზრდელებისთვის სახალისო და საინტერესო პროექტი "საცოცი კედელი საბავშვო ბაღში" განახორციელეს, რამაც ძალიან დიდი მოწონება დაიმსახურა. გამოქვეყნებულ ვიდეოებსა და ფოტოებში ჩანს, როგორ სიხარულით ერთვებიან ბავშვები აქტივობაში და ცდილობენ ახალი მწვერვალების დაპყრობას.
mshoblebi
უსაფრთხოება აბსოლუტურად დაცულია. სიმაღლე სკოლამდელი ასაკის ბავშვებზეა გათვლილი. იატაკზე კი 40-სანტიმეტრიანი დამცავი ღრუბლები აგია. აქტივობა მოწონებასა და დადებით შეფასებას იმსახურებს მშობლებშიც. 

კედელზე ცოცვა დიდი სიამოვნებაა და გარდა იმისა, რომ მისი აშკარა უპირატესობა სპორტის ფიზიკური ასპექტია, სხვა სარგებლის მოტანაც შეუძლია ბავშვებისათვის როგორც გონებრივ/ემოციურ, ისე სოციალურ ასპექტში.
mshoblebi
  • კლდეზე ცოცვის პრაქტიკა აძლიერებს ბავშვის ხელებს, ფეხებს და გულის კუნთებს.
  • აძლიერებს საერთო ძალას, გამძლეობას და მოქნილობას.
  • პრევენციაა სქოლიოზის წინააღმდეგ.
  • ასწავლის ბავშვებს ხელების, ფეხების და თვალის კოორდინაციას.
  • კარგი გზაა მარცხენასა და მარჯვენას გაგების გასაძლიერებლად.
  • კედელზე ასვლით, ისინი დაძლევენ შიშს და ეს, თავის მხრივ, გაზრდის მათ თვითშეფასებას.
  • კვლევები ამტკიცებს, რომ კლდეზე ცოცვა ამცირებს შფოთვას და შეიძლება გაზარდოს მეხსიერების მოცულობა.

mshoblebi
mshoblebi

თამარ იაკობაშვილი