წიგნი, რომელიც ყველა მოზარდმა უნდა წაიკითხოს - პროექტი „იდეალური მშობლები“ - მშობლები

წიგნი, რომელიც ყველა მოზარდმა უნდა წაიკითხოს - პროექტი „იდეალური მშობლები“

2022-03-25 07:16:37+04:00


მოზარდისთვის წიგნის შერჩევა საკმაოდ საპასუხისმგებლო საქმეა, რადგან ეს ის ასაკია, როცა ბავშვი სამყაროში თავის ადგილს ეძებს, განიცდის ზღვა ემოციებს, აკვირდება საკუთარი სხეულის ცვლილებებს და იზრდება. ასეთ დროს განსაკუთრებით დიდი როლი აქვს წიგნს, რომელიც მას მღელვარე ცხოვრებისეულ კითხვებზე პასუხებს აპოვნინებს. ერთ-ერთი პოპულარული მწერალი, მოზარდებისა და საბავშვო რომანისტი, რომლის წიგნებმა მრავალი სკოლისა და ბიბლიოთეკის ჯილდო მოიპოვა - სტიუარტ ფოსტერია. მისი წიგნები რეკომენდებულია Empathy Lab-ისა და Reading Well-ის მიერ.
სტიუარტ ფოსტერი გამომცემლობა „პალიტრა L“-ის მიერ გამოცემული წიგნით - „ყველაზე ცუდი, რაც შეიძლება მოხდეს“ უკვე შეიყვარა პატარა ქართველმა მკითხველმა. პროექტი „იდეალური მშობლები“ კი უკვე მეორე წიგნია, რომელიც გამომცემლობამ Liberkids-ის სერიაში გამოსცა.
mshoblebi
წიგნი 11 წლის ბიჭის, - სემის ამბავს გვიყვება, რომელიც წლების მანძილზე, მინდობით აღზრდაში (სხვადასხვა ოჯახში) იმყოფება და სახლიდან სოციალური მუშაკის თანხლებით გადის. მას სემი სიყვარულით როკ ვარსკვლავ სტივს ეძახის. წიგნის დასაწყისში, ის ახალ ოჯახში გადაჰყავთ, სადაც 6 წლის რეილიც ცხოვრობს. სემი სკოლაში თავს კარგად გრძნობს და ამჯერად აღარ უნდა იქიდან წამოსვლა. ყველაფერი, რაც სემს სურს - საკუთარი ოჯახი და ნამდვილი სახლია და რა თქმა უნდა, მშობლები, რომლებიც მუდამ მის გვერდით იქნებიან. სემის საუკეთესო მეგობარი, ლეა მას შესთავაზებს, რომ იდეალური მშობლების ლოდინის ნაცვლად, თავად სცადოს მისი პოვნა. მეგობრები იწყებენ პროექტს სახელად „იდეალური მშობლები“.
„იძებნება ორი ზრდასრული (ან ერთი), რომლებიც მზად არიან იზრუნონ 11 წლის ბიჭზე. ბიჭიც პირობას დებს, რინ ასევე მოექცევა მათ. არ განიზილება თანაცხოვრება: ძაღლთან, ან ზაზუნასთან. გასაუბრებბა გაიმართება 4 აპრილს დილის 10 საათიდან საუნსის პარკის ფანჩატურთან. თუ ბევრი ხალხი დაგხვდათ, გთხოვთ, დაიცადოთ. „
პროექტი იწყება, მაგრამ ყველაფერი მაშინ რთულდება, როდესაც სემი ცდილობს დააბალანსოს თავისი მცდელობა, სახლი, სკოლა და მეგობრები... ზოგიერთი „ბუშტი“ აუცილებლად დაეცემა მიწაზე...
სემის გარშემომყოფი პერსონაჟები - ამ წიგნის სიძლიერის ნამდვილი წყაროა. მომხიბვლავი რეილი, შთამაგონებელი და საყვარელი ლეა, კეთილი და გულისხმიერი სტივი, მოსიყვარულე სარა და მხიარული დეივი და მიშელი სწორედ ის გმირები არიან, რომლებთანაც დროის გატარება ყველას მოუნდება. ავტორმა შესანიშნავად აიცილა თავიდან შაბლონები. მას შეეძლო მარტივად გამოეყენებინა „ცუდი და უპასუხისმგებლო დედის“ იმიჯი, მკაცრი და უგულო მშვილებელი ოჯახის თემა, მაგრამ ფოსტერი ბევრად ღრმა მწერალია და ეს წიგნიც - ნამდვილ ადამიანებზეა! ავტორმა მოახერხა კითხვის სიმსუბუქის შენარჩუნება. ეს წიგნი ასწავლის თანაგრძნობას, სიკეთეს, სიყვარულს და მიზნისთვის ბრძოლას.
პროექტი „იდეალური მშობლები“ Liberkids-ის მიერ შერჩეული წიგნია. Liberkids-ი 8-12 წლის ბავშვების ჯგუფია, რომელიც კითხულობს და არჩევს მათ თაობაში პოპულარულ უცხოურ და ქართულ ლიტერატურას. მათ მიერ შემოთავაზებულ ნაწარმოებებს გამომცემლობა „პალიტრა L“ გამოსცემს. პროექტი „იდეალური მშობლები“ განსაკუთრებით იდეალურია 6 წლის ბავშვებისთვის, იმ პრობლემების გამო, რომლებიც მასშია წამოჭრილი. წიგნი რეკომენდებულია ასევე მასწავლებლებისთვისაც, რომლებსაც შეუძლიათ გამართონ დისკუსია და განხილვა, ემოციურად უფრო მომწიფებულ მკითხველთან.
პროექტი „იდეალური მშობლები“ უკვე „ბიბლუსის“ წიგნის მაღაზიებშია. მისი შეძენა ასევე შეგიძლიათ საიტზე: www.palitral.ge
R