ძალიან დიდი ფინანსური რესურსის მქონე ადამიანებს ხშირად თავის შეკავება უჭირთ და უამრავ ნივთს ყიდულობენ. თუმცა, ყველა მდიდარი და ცნობილი ადამიანი არ არის მზად, ასე მარტივად დაემშვიდობოს თავისი შრომით გამომუშავებულ მილიონებს. ზოგი კი მეორე უკიდურესობამდე მიდის და ელემენტარულ ნივთებზეც კი იწყებს თანხის დაზოგვას.ჰოლივუდში არიან ადამიანები, რომლებიც დიდი ხნის წინ და ზედმეტი სტრესის გარეშე მივიდნენ იმ დასკვნამდე, რომ ფულს, ისევე როგორც ბედნიერებას, უყვარს სიჩუმე და ჯობს, მშვიდად ჰქონდეთ საბანკო ანგარიშებზე. გლამურული ცხოვრების წესის ნაცვლად, ისინი ფულს მუდმივად ზოგავენ და მოკრძალებულად ცხოვრობენ, აგროვებენ ფასდაკლების კუპონებს, ყიდულობენ ეკონომ კლასის მაღაზიებში, იყენებენ მეორად მანქანებსა და ნივთებს:
ჯენიფერ ლოურენსის ქონება 130 მილიონ დოლარადაა შეფასებული.ითვლება, რომ შთამბეჭდავი ჰონორარი და მსოფლიო პოპულარობა უარყოფითად აისახება მსახიობებზე, მაგრამ ჯენიფერ ლოურენსს ვარსკვლავური "მანია" არ ემუქრება. ოსკაროსანი მსახიობი ძალიან მოკრძალებული შემოსავლით მრავალშვილიან ოჯახში გაიზარდა, ამიტომ დიდ ხარჯებს არ არის მიჩვეული და თანხას მაინც ბევრ რამეზე ზოგავს. ჯენიფერს თითქმის ყველაფრის საშუალება აქვს: თითოეული ფილმისთვის ის თითქმის 10 მილიონ დოლარს იღებს. Dior-ის მოდის სახლთან სარეკლამო კონტრაქტს ასევე შთამბეჭდავი ჰონორარი მოაქვს. თუმცა, როგორც ლოურენსი ამბობს, ფასდაკლების კუპონებს აგროვებს და ისევე, როგორც ბევრი ჩვენგანი, საყიდლებზე მაშინ მიდის, როდესაც სწორედ ფასდაკლების დღეებია. მას არ ჰყავს დამხმარე, თავად მიდის მაღაზიაში, ბაზრობებზე, სუპერმარკეტებში და საჭირო ნივთებსა და პროდუქტებს ყიდულობს. "ბავშვობიდან ვიცი, რომ ფულს სულ სხვა ფასი აქვს და ამის გაცნობიერება ყველას მარტივად არ შეუძლია. დიახ, მე შემიძლია პატარა შოკოლადი 6 დოლარად შევიძინო, მაგრამ ეს არასწორია - მას კუთხის მაღაზიაში უფრო დაბალი ფასი აქვს." - განუცხადა ჯენიფერ ლოურენსმა ერთ-ერთ ბრიტანულ ჟურნალს.
მსახიობის ქონება 90 მილიონ დოლარადაა შეფასებული.სარა ჯესიკა პარკერი, მისი ეკრანული გმირის, ქერი ბრედშოუსგან განსხვავებით, არ არის მიჩვეული, ბოლო თეთრებიც კი ძვირად ღირებულ ფეხსაცმელზე და მდიდრულ მოგზაურობებზე დახარჯოს. პირიქით, მსახიობი ძალიან ეკონომიურია, მიუხედავად იმისა, რომ საბანკო ანგარიშებზე სოლიდური თანხა აქვს. სარა ფულის დაზოგვას ჯერ კიდევ ბავშვობაში შეეჩვია - მრავალშვილიან ოჯახში გაიზარდა, სადაც, მის გარდა, კიდევ შვიდი შვილი იზრდებოდა. ოჯახისთვის შვილების გამოკვება, კომუნალური ხარჯების დაფარვა დიდი გამოწვევა იყო. ხშირად სანთლის შუქზეც მეცადინეობდნენ."ფულთან უცნაური ურთიერთობა მაქვს. ძალიან მეშინია გაკოტრების, ამიტომ გამუდმებით ვზოგავ", - თქვა სარა ჯესიკა პარკერმა ერთ-ერთ ინტერვიუში.ასევე, ცნობილია, რომ ის საკუთარ შვილებსაც ასწავლის ფულის დაზოგვის აუცილებლობას. არ ყიდულობს არასაჭირო ნივთებს. ხშირად მეორად ტანსაცმელს აცმევს, ან კიდევ ნათესავების გამონაცვალ ნივთებს სთავაზობს. "ჩემი ვაჟი ატარებს ტანსაცმელს, რომელიც "მემკვიდრეობით" ჩემი ძმისშვილებისგან მიიღო. ამ გზით, მე და ჩემს მეუღლეს გვინდა ვაჩვენოთ, რომ მას ყველაფრის მიღწევა ჩვენი ფინანსებით არ შეუძლია და თავადაც უნდა იბრძოლოს წარმატებისთვის", - განუცხადა მსახიობმა ჟურნალ People-ს.
მსახიობის ქონება 350 მილიონ დოლარადაა შეფასებული.ვარსკვლავური ცხოვრება კიანუ რივზისთვის სრულიად უცხოა. მსახიობი ძალიან მოკრძალებულ ცხოვრებასაა შეჩვეული და, მისივე თქმით, არასდროს გეგმავდა, გამდიდრებულიყო. 2000-იან წლებში ფილმისთვის "მატრიცა" მან დიდი ჰონორარი აიღო და ამ თანხის მნიშვნელოვანი ნაწილი გადამღები ჯგუფის წევრებს დაურიგა, რომლებსაც მასზე დაბალი ხელფასი ჰქონდათ. "ფული ჩემთვის არაფერს ნიშნავს. უკვე საკმარისად ვიშოვე და მინდა მშვიდად ვიცხოვრო. არ ვფიქრობ იმაზე, თუ როგორ შევავსო ჩემი საბანკო ანგარიშები. ძალიან მარტივად ვცხოვრობ. მთელი ჩემი ნივთები მხოლოდ ერთ ჩემოდანში მოთავსდებოდა." - განუცხადა კიანუმ ჟურნალისტებს.რივზი ხშირად სარგებლობს საზოგადოებრივი ტრანსპორტით, ჭამს სწრაფი კვების ობიექტებში, ატარებს იაფფასიან ტანსაცმელს. გარდა ამისა, მსახიობი აქტიურადაა ჩართული საქველმოქმედო საქმიანობაში. ინსაიდერები აცხადებენ, რომ ის მზადაა გაჭირვებულებს ბოლო თანხაც კი გადასცეს.
მსახიობის ქონება 50 მილიონ დოლარადაა შეფასებული.ბრიტანელი მსახიობი, მიუხედავად იმისა, რომ მრავალმილიონიანი ქონების მფლობელია, საკუთარ ხარჯებს მუდმივად აკონტროლებს. გარკვეული ლიმიტიც კი აქვს დაწესებული. უფრო ზუსტად, 50 ათასი დოლარის ლიმიტი აქვს, რომელიც მეუღლესთან და შვილებთან ერთად მთელი წლის განმავლობაში უნდა იმყოფინოს. "რა თქმა უნდა, თუ სხვა ხარჯიც მაქვს და მჭირდება, თანხას ვიხდი, მაგრამ ვცდილობ, გამოყოფილი ფული ვიმყოფინო. მგონია, რომ მდიდრული ცხოვრების წესის შენარჩუნებისას ძალიან რთულია იმ ადამიანებთან კომუნიკაცია, რომლებსაც იგივეს საშუალება არ აქვთ. ფული სხვებისგან გარჩევს", - თქვა კირამ ჟურნალ Glamour-თან ინტერვიუში და აღნიშნა, რომ არ მოსწონს ეს განსხვავება. კირა არ ხარჯავს ბევრ ფულს ტანსაცმელში. მისივე თქმით, ძალიან ხშირად დიზაინერების ნაჩუქარი სამოსი აცვია. ასევე, ხშირადვე შეიძლება ნახოთ იმ კაბებში, რომლებიც უკვე ეცვა. მაგალითად, ნაითლს საკუთარ ქორწილში Chanel-ის ძველი კაბა ეცვა. სხვათა შორის, ქორწილი ძალიან მოკრძალებული იყო და მხოლოდ წყვილის ახლო ნათესავები და მეგობრები ესწრებოდნენ.
ბიზნესმენის ქონება 71 მილიარდ დოლარადაა შეფასებულიმარკ ცუკერბერგს შეეძლო ეყიდა მსოფლიოში ყველაზე დიდი იახტა ან პირადი სამოთხის კუნძული. თუმცა, ბიზნესმენს ურჩევნია, არა საკუთარ თავზე დახარჯოს მილიარდები, არამედ კაპიტალი გაზარდოს. მარკი არამილიარდერი ადამიანისათვის დამახასიათებელ ცხოვრების წესს ეწევა: არ მართავს წვეულებებს, არ ცვლის სპორტულ მანქანებს ხელთათმანებივით და მრავალი წელია ცხოვრობს პალო-ალტოში მდებარე პატარა სახლში. იშვიათად ისვენებს და მაშინაც კი შედარებით იაფფასიან ტურებს ანიჭებს უპირატესობას. მაგალითად, ცუკერბერგმა და მისმა მეუღლემ, პედიატრმა პრისცილა ჩანმა, თაფლობის თვე რომში გაატარეს და იმის ნაცვლად, რომ ძვირად ღირებულ რესტორნებსა და დაწესებულებებში წასულიყვნენ, ხშირად სწრაფი კვების ობიექტებს სტუმრობდნენ. მარკი ასევე საჭიროდ არ თვლის, რომ ბევრი ფული ტანსაცმელში დახარჯოს. მის გარდერობში ჩვეულებრივი ჯინსი, მაისურები და სპორტული ფეხსაცმელებია.
მსახიობის ქონება 140 მილიონ დოლარადაა შეფასებული.ჯულია რობერტსი არაერთხელ მოხვდა ყველაზე მაღალანაზღაურებადი მსახიობების სიაში. ფილმში "მონალიზას ღიმილი" შესრულებული როლისთვის მას ზღაპრული ჰონორარი - 25 მილიონი დოლარი მისცეს. მიუხედავად იმისა, რომ მრავალშვილიან დედას ფინანსურად საერთოდ არ უჭირს, ურჩევნია მოკრძალებულად იცხოვროს და ბევრ რამეზე ფული დაზოგოს. მაგალითად, "Pretty Woman"-ის ვარსკვლავი თითქმის არასდროს ხარჯავს ფულს თმის მოვლის საშუალებებზე - ერთხელ აღიარა კიდეც, რომ სასტუმროებიდან აგროვებს შამპუნებს. გარდა ამისა, ჯულია არ ერიდება სუპერმარკეტებში წასვლას და ცდილობს, გააკონტროლოს, რა თანხა იხარჯება საკვებში. "ჯულია არასოდეს ყიდულობს ბრენდულ ტანსაცმელს. უყვარს ვინტაჟური სამოსი, ამიტომ მეორად მაღაზიებში მისი ნახვა ხშირად შეიძლება. ის ძალიან უშუალოა: შეუძლია მაღაზიის შუაგულში გაიზომოს ის, რაც მოსწონს ისე, რომ გასახდელშიც არ შევიდეს." - განუცხადა ჟურნალისტებს ანონიმურმა წყარომ.
მსახიობის ქონება 95 მილიონ დოლარადაა შეფასებული.როდესაც მეთიუ მაკკონაჰი 2006 წელს თავის მომავალ მეუღლეს, ბრაზილიელ მოდელს კამილა ალვესს შეხვდა, მაშინ უკვე პოპულარული მსახიობი იყო. ქალების გულთამპყრობელმა თავისი რჩეული მდიდრულ სასახლეში კი არ მიიყვანა,არამედ სახლში ოთხ ბორბალზე ... მეთიუ დიდი ხნის განმავლობაში პატარა ტრაილერში ცხოვრობდა, თუმცა თავისუფლად შეეძლო ეყიდა ვილა, სადმე ოკეანეში ან მდიდრულ უბანში. დროთა განმავლობაში მაკკონაჰიმ, რა თქმა უნდა, ნორმალური საცხოვრებელი შეიძინა, მაგრამ ძველი ჩვევები არ მიატოვა. ვარსკვლავი მოკრძალებულად ცხოვრებასაა მიჩვეული და შვილებსაც იმავეს ასწავლის.