სოციალურ ქსელში სააღდგომო უქმე დღეებთან დაკავშირებით გავრცელდა ინფორმაცია, რომ მოსწავლეები დიდ ხუთშაბათსაც დაისვენებენ. შეკითხვით რამდენიმე მშობელმა მოგვმართა, ამიტომაც ინფორმაცია განათლებისა და მეცნიერების სამინისტროში კიდევ ერთხელ გადავამოწმეთ.
სამინისტროში განგვიცხადეს, რომ სააღდგომოდ მოსწავლეები დიდ პარასკევსა და მიცვალებულთა მოხსენიების დღეს დაისვენებენ. აღდგომა 24 აპრილსაა, შესაბამისად, 22 აპრილიდან 25 აპრილის ჩათვლითაა დასვენება. ხოლო, დიდი ხუთშაბათი ოფიციალურად უქმე დღე არ არის.