"ქართული ოცნების" თავმჯდომარე ირაკლი კობახიძე წლებია, რაც აქტუალურობას არ კარგავს. ის ერთ-ერთია "ქართული ოცნების" წევრებს შორის, რომელიც ბიძინა ივანიშვილის ფავორიტად დარჩა. მას ხშირად აკრიტიკებს ოპოზიცია და თავადაც ხშირად გამოირჩევა სკანდალური განცხადებებით.
თინეიჯერობაში მუსიკაზე და გიტარაზე შეყვარებული პოლიტიკოსი, გრძელ ვარცხნილობას ვერ შეელია და ამიტომ მისი თმა, პატრონთან ერთად, ხშირად ხდება კრიტიკის ობიექტი.
ქონებრივი დეკლარაცია
პოლიტიკოსმა დეკლარაცია 2022 წლია იანვარში შეავსო. ჰყავს პროფესორი მეუღლე ნატალია მოწონელიძე და ორი ვაჟი, გიორგი და ნიკო. კობახიძის დეკლარაციაში ვკითხულობთ, რომ 2016 წელს თბილისში წყნეთის გზატკეცილზე აჩუქეს 20 კვ.მ. ავტოფარეხი და 157.8 კვ. მ. ბინა, ამავე მისამართზე. უმრავლესობის ლიდერმა 2020 წელს Mercedes-Benz Sclass-ის მსუბუქი ავტომანქანა 20 000 დოლარად შეიძინა.
ირაკლი კობახიძე და მისი ოჯახის წევრები არ ფლობენ ფასიან ქაღალდებს. დეკლარაციის შევსების დროს პოლიტიკოსის ანგარიშზე თიბისი ბანკში 60 ათასი დოლარი ირიცხებოდა, საკრედიტო ბარათზე კი - 1104.52 ლარი.
ნატალია მოწონელიძეს "საქართველოს ბანკი" სახელფასო ანგარიშზე ჰქონდა 283,94 ლარი, თიბისი ბანკის სახელფასო ანგარიშზე - 2144,5 ლარი.
2021 სასწავლო წლის განმავლობაში ირაკლი კობახიძემ როგორც ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის პროფესორმა სახელფასო სარგოს სახით 13989,6 ლარი მიიღო, ხოლო პარლამენტში მუშაობის პერიოდში, ერთი წლის მანძილზე - 63 580,32 ლარი.
განაგრძეთ კითხვა