12 წლის უკრაინელი გოგონას უკანასკნელი შეტყობინება რუსეთის ტყვეობაში ყოფნისას - მისი ცნობილი მამა ომში მოკლეს, დედა კი ადრე გარდაეცვალა - მშობლები

12 წლის უკრაინელი გოგონას უკანასკნელი შეტყობინება რუსეთის ტყვეობაში ყოფნისას - მისი ცნობილი მამა ომში მოკლეს, დედა კი ადრე გარდაეცვალა

2022-04-20 10:23:43+04:00


17 მარტს მარიუპოლთან შეტაკების შედეგად ლეგენდარული წყალბურთელი ევგენი ობედინსკი მოკლეს. CNN-ი ექსსპორტსმენის შვილზე, კირაზე, მძიმე ამბავს გვიყვება.

რუსეთის მიერ უკრაინაში ფართომასშტაბიანი ომის დაწყებამდე კირა ხალისითა და სიყვარულით სავსე გოგონა იყო. დღეს? დღეს ობოლი და ტრავმირებულია. მამის გარდაცვალების შემდეგ ევგენის მეგობარ გოგონასთან ერთად მშობლიური ქალაქის დატოვებას ცდილობდა, რა დროსაც ერთ-ერთმა პიროვნებამ შემთხვევით ნაღმზე ფეხი დააბიჯა... 12 წლის გოგონა რუსეთის მიერ კონტროლირებად დონეცკის რეგიონის საავადმყოფოში გადაიყვანეს. პატარა კირა ახლა რუსეთის საინფორმაციო ომის უნებლიე მონაწილეა.

ბავშვს დედა ადრეულ ასაკში გარდაეცვალა. როგორც მოგახსენეთ, მამამისი
ლეგენდარული უკრაინელი წყალბურთელი იყო, რომელიც რუსულმა ძალებმა 17 მარტს მარიუპოლის სამხრეთ ნაწილში ერთ-ერთი შეტევის შემდეგ მოკლეს.

კირას ბაბუას, ოლექსანდრს ეშინია, რომ საკუთარ შვილიშვილს ვეღარასდროს შეხვდება და გულში ვეღარ ჩაიკრავს, მიუხედავად იმისა, რომ დონეცკის მთავრობის ერთ-ერთმა კომპეტენტურმა პირმა დაურეკა და უთხრა, რომ შეეძლო ჩასულიყო და ბავშვზე მეურვეობა დაებრუნებინა, თუმცა საომარი ვითარების დროს მსგავსი ქმედება ავტომატურ სიკვდილს ნიშნავს.

CNN-თან ინტერვიუსას ოლექსანდრმა განაცხადა, რომ კირას რუსეთში, ობოლთა თავშესაფარში გადაყვანას უპირებენ.
განაგრძეთ კითხვა