"სულ გელოდები, სულ მგონია, რომ აი, ახლა შემოაღებ კარს..." - ლულუ კახიანი გარდაცვლილ შვილს მიმართავს - მშობლები

"სულ გელოდები, სულ მგონია, რომ აი, ახლა შემოაღებ კარს..." - ლულუ კახიანი გარდაცვლილ შვილს მიმართავს

2022-05-01 06:09:52+04:00
ტელეწამყვან ლულუ კახიანის და გიორგი გვარჯალაძის შვილი ლენო დღეს 18 წლის გახდებოდა. სამწუხაროდ, გოგონამ 2 წლის წინ სუიციდით დაასრულა სიცოცხლე.

დღეს ლულუ გარდაცვლილ შვილს დაბადების დღეს ულოცავს:

"სულ გელოდები, სულ მგონია, რომ აი ახლა შემოაღებ კარს და შემოვარდები ყვირილით "მააზეეერ". ჩემი სიცოცხლე ლენო... ბოლომდე დაგელოდები, ბოლო წამამდე და მერე არასოდეს გაგიშვებ ხელს...
დაბადების დღეს გილოცავ! როგორ ელოდებოდი ამ დღეს და 18 წელს - თავისუფლებას, დამოუკიდებლობას... მიყვარხარ და მენატრები, დამესიზმრე, გთხოვ".
mshoblebi
თეკლა ჟვანია